• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 13 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

ივნისი 14, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 13 ივნისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ ამერიკული აქციების უმეტესობა შემცირდა, მაგრამ ტექნოლოგიური გიგანტების ზრდის შედეგად, Nasdaq-ისა და S&P 500-ის ინდექსები ზედიზედ მეოთხედ დაიხურა რეკორდულ ნიშნულებზე მას შემდეგ, რაც აშშ-ში მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის ანგარიშები გამოქვეყნდა.

გუშინ Nasdaq Composite 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო S&P 500 — 0.2%-ით. Dow Jones Industrial Average (DJIA) კი ზედიზედ მესამე დღეა მცირდება. გუშინ მისმა კლებამ 0.2% შეადგინა.

Nasdaq-ისა და S&P 500-ის ინდექსების ზრდაზე რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა იქონია გავლენა. გუშინ Broadcom-ის აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩიპების მწარმოებელმა ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, რაც ხელოვნური ინტელექტის (AI) პროდუქტებზე მოთხოვნით იყო გამოწვეული. ამასთან, გაიზარდა AI ლიდერების — Nvidia-სა და Super Micro Computer-ის აქციების ფასები.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ, გუშინ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, აშშ-ში მაისში მწარმოებელთა ფასების ინდექსი (PPI), აპრილთან შედარებით, 0.2%-ით შემცირდა. ძირითადი PPI, რომელიც საკვებისა და ენერგეტიკის არასტაბილურ სეგმენტებს გამორიცხავს, უცვლელი დარჩა. საქონელზე გადახდილი ფასები მაისში 0.8%-ით შემცირდა, რაც 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ფასების ყველაზე დიდი ვარდნაა. მომსახურების ფასები კი უცვლელი დარჩა.

Tesla-ს აქციების ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც აღმასრულებელმა დირექტორმა — ილონ მასკმა განაცხადა, რომ აქციონერები მისთვის $56-მილიარდიანი კომპენსაციის გადახდის და კომპანიის სათავო ოფისის ტეხასში გადატანის შესახებ შეთავაზების დამტკიცებას აპირებდნენ.

New York Stock Exchange

ამასთან, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა (Fed) საპროცენტო განაკვეთები უცვლელად დატოვა, თუმცა Fed-ის ოფიციალურმა პირებმა ივარაუდეს, რომ წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთები 0.25%-ით შემცირდება.

გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Starbucks, Arista Networks და Broadcom.

Starbucks

გუშინ Starbucks-ის აქციების ფასი 1%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავის ქსელის სასარგებლოდ. სასამართლო პროცესი ეხებოდა კომპანიის მიერ ტენესიში პროფკავშირში გაწევრიანების მომხრე თანამშრომლების გათავისუფლების საკითხს.

უზენაესმა სასამართლომ უარყო ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შრომითი ურთიერთობების ეროვნული საბჭოს (NLRB) მოთხოვნის დაკმაყოფილებას გულისხმობდა. ამ უკანასკნელის თანახმად, Starbucks-ს, ხელახლა უნდა დაექირავებინა შვიდი მემფისელი თანამშრომელი, სანამ კომპანიის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე იყო აღძრული.

Starbucks-ის წარმომადგენლების მტკიცებით, კომპანიამ თანამშრომლები 2022 წელს გაათავისუფლა, რადგან მათ სატელევიზიო ჯგუფი დახურულ მაღაზიაში შეიყვანეს. თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მათი პროფკავშირში გაწევრიანების მცდელობებით იყო გამოწვეული.

Starbucks

უმაღლესი სასამართლოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაბალი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეყენებინა უფრო მაღალი სტანდარტები იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა Starbucks-მა შრომითი უფლებები.

Starbucks-ის მუშაკებს პროფკავშირი — Workers United და მისმა პრეზიდენტმა, ლინ ფოქსმა ამ გადაწყვეტილებას „განსაკუთრებით აღმაშფოთებელი“ უწოდა, რადგან, მისი თქმით, „დასაქმებულ ადამიანებს გააჩნიათ ძალიან ცოტა ინსტრუმენტი საკუთარი თავის დასაცავად, როდესაც მათი დამსაქმებლები კანონს არღვევენ“.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Starbucks-ის აქციებს?

Starbucks-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $80.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $88.78-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $112.00-ს, ხოლო მინიმალური — $75.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Starbucks-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 26 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 18-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Arista Networks

გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, კომპიუტერული ქსელების კომპანიის — Arista Networks-ის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ით არის გაუმჯობესებული.

Arista გახდა ლიდერი ხელოვნური ინტელექტის (AI) ქსელის ბაზარზე, რამაც ბოლო დროს ინვესტორების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ანალიტიკოსის შეფასება

გუშინ Morgan Stanley-ის ანალიტიკოსმა — მეტა მარშალმა Arista-ს აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $300-დან $325-მდე გაზარდა.

თუმცა ინვესტორები წელს Arista-ს აქციების მიმართ უკვე იყვნენ პოზიტიურად განწყობილნი. კომპანია არის ლიდერი გამოთვლითი ქსელების სივრცეში და ბაზარზე გამოჩნდა, როგორც AI ქსელის კომპეტენტური მოწყობილობა და სერვისის პროვაიდერი. Microsoft და Meta იყენებენ Arista-ს ქსელურ გადაწყვეტილებებს — 2023 წელს ისინი კომპანიის გაყიდვების 39%-ზე იყვნენ პასუხისმგებელნი.

Arista Networks

Arista Networks უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია მონაცემთა ცენტრის ქსელურ სივრცეში, რამაც ის ბუნებრივ არჩევანად აქცია AI-ზე ორიენტირებული მრავალი კომპანიისთვის. ინვესტორებმა კი პოზიტიურად შეაფასეს ბაზარზე Arista-ს პოზიცია და გასული წლის განმავლობაში მისი აქციების ფასი 94%-ით გაიზარდა.

როგორ აფასებს უოლ სტრიტი Arista Networks-ის აქციებს?

Arista Networks-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $332.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $314.31-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $349.00-ს, ხოლო მინიმალური — $220.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Arista Networks-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.2%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Broadcom

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Broadcom-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და მენეჯმენტმა აქციების 1/10 პროპორციით დაყოფა დააანონსა. გუშინ კი კომპანიის აქციების ფასმა 12%-ზე მეტით მოიმატა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 55%-ით არის გაუმჯობესებული.

Broadcom ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანიაა, რომელიც ნახევარგამტარული და ინფრასტრუქტურული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების ფართო სპექტრის დამპროექტებელი, დეველოპერი, მწარმოებელი და გლობალური მიმწოდებელია.

Broadcom

კვარტალური შედეგები

მაჩვენებელი  ფისკალური 2024 წლის II კვ. ანალიტიკოსების პროგნოზები ფისკალური 2023 წლის II კვ.
შემოსავალი  $12.49 მლრდ.  $12.04 მლრდ. $8.73 მლრდ.
განზავებული EPS  $4.42  $4.97 $8.15
წმინდა მოგება  $2.12 მლრდ.  $2.26 მლრდ. $3.48 მლრდ.

„Broadcom-ის მეორე კვარტლის შედეგები კვლავ განპირობებული იყო ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნით და VMware-ით“ — განაცხადა Broadcom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰოკ ტანმა და დასძინა: „ჩვენი AI პროდუქტებიდან მიღებულმა შემოსავალმა კვარტალში რეკორდულ ნიშნულს — $3.1 მილიარდს მიაღწია“.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Broadcom-ის აქციებს?

Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1,679.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 23 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,883-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $2,100.00-ს, ხოლო მინიმალური — $1,500.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 23 ანალიტიკოსიდან 21-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

Tesla-ს აქციონერებმა ილონ მასკისთვის $56-მილიარდიანი კომპენსაციის გადახდა დაამტკიცეს

შემდეგი

Adobe-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Adobe-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

Adobe-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved