• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

სექტემბერი 30, 2024
in სიახლეები
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
გაზიარება

მოსალოდნელია, რომ უახლოეს თვეებში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) საკვანძო საპროცენტო განაკვეთები შემცირდება, მაგრამ რამდენად დიდი და სწრაფი იქნება კლება? აღსანიშნავია, რომ დღეს Fed-ის თავმჯდომარე — ჯერომ პაუელი ნეშვილში National Association for Business Economics-ის წლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვა და, შესაძლოა, მან ამ კითხვას გარკვეულწილად უპასუხოს. ფინანსური ბაზრის მონაწილეები პაუელის გამოსვლას აუცილებლად დიდი ყურადღებით დააკვირდებიან.

გამოსვლის სათაური, „ხედვა ფედერალური სარეზერვო სისტემის საბჭოსგან“, გვთავაზობს გარკვეულ მინიშნებას იმის შესახებ, თუ რის შესახებ შეიძლება ისაუბროს პაუელმა. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება მისი პირველი მნიშვნელოვანი გამოსვლა 18 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტმა (FOMC) მიიღო გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთების მკვეთრად შემცირების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა ეს მაჩვენებელი, 2020 წლის შემდეგ, პირველად შეამცირა.

Fed-ის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პაუელმა, მიანიშნეს, რომ ცენტრალური ბანკი აპირებს, საპროცენტო განაკვეთები მომდევნო თვეებშიც შეამციროს, რაც იპოთეკური სესხის, საკრედიტო ბარათების და ყველა სხვა სახის სესხის ხარჯებს შეამცირებს. მაგრამ გაურკვეველია, რამდენად სწრაფად გააკეთებენ ამას.

ტრეიდერები კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს მოელიან

ფინანსურ ბაზრებზე აზრები იყოფა იმასთან დაკავშირებით, თუ 6-7 ნოემბერს გასამართ შეხვედრებზე რამდენად შეამცირებს FOMC საპროცენტო განაკვეთებს. CME Group-ის FedWatch ინსტრუმენტის მიხედვით, რომელიც განაკვეთის ცვლილებებს ფედერალური ფონდების ფიუჩერსული ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით პროგნოზირებს, ტრეიდერების აზრით, არსებობს 55%-იანი შანსი, რომ ამ შეხვედრაზე Fed საპროცენტო განაკვეთებს ნახევარი პროცენტული პუნქტით შეამცირებს.

პაუელმა და Fed-ის სხვა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათი შემდეგი ნაბიჯები ინფლაციის და განსაკუთრებით შრომის ბაზრის შესახებ ეკონომიკური მონაცემებით იქნება განპირობებული. ფედერალური ბანკი მიზნად ისახავს განაკვეთების შემცირებას, რათა წაახალისოს სესხების აღება და ხარჯების საკმარისად ზრდა ეკონომიკის დასაჩქარებლად, შრომის ბაზრის გასაძლიერებლად. თუმცა Fed-მა ეს ისე უნდა მოახერხოს, რომ ინფლაცია ისევ არ გაიზარდოს. ბოლო თვეების განმავლობაში, ინფლაციის დონე სტაბილურად იკლებს, ხოლო უმუშევრობა გაიზარდა, რამაც Fed-ს უბიძგა, საპროცენტო განაკვეთები იმაზე სწრაფად შეემცირებინა, ვიდრე ამას ადრე მოელოდნენ.

პაუელს გარკვეული საკითხების ახსნაც მოუწევს

პაუელმა ასევე შეიძლება გამოსვლა გამოიყენოს ფედერალური სარეზერვო ბანკის სანდოობის დასამტკიცებლად და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ Fed-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ყურადღებით აკონტროლოს ინფლაციის დონე ნებისმიერ მოცემულობაში.

მიმდინარე თვეში, FOMC-ის შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე პაუელს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ შეამცირა Fed-მა საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად იმ დროს, როდესაც ინფლაცია კვლავ ცენტრალური ბანკის მიზნობრივ 2%-ს აჭარბებდა და უმუშევრობის დონე ჯერ კიდევ შედარებით დაბალი იყო ისტორიული სტანდარტებით. როგორც ჩანს, ამ მოსაზრებას FOMC-ის კიდევ ერთი წევრი იზიარებს — Fed-ის საბჭოს წარმომადგენელმა, მიშელ ბოუმანმა ხმა საპროცენტო განაკვეთების 25 საბაზისო პუნქტით შემცირებას მისცა. ამ ფაქტმა 2022 წლის ივნისის შემდეგ პირველად დაარღვია FOMC-ის კენჭისყრის ერთსულოვნება.

ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯერომ პაუელმა განაცხადა: „აშშ-ის ეკონომიკა კარგ ფორმაშია — ის მყარი ტემპით იზრდება, ხოლო ინფლაცია მცირდება. შრომის ბაზარი მტკიცედ გამოიყურება. და ჩვენ გვინდა, რომ მას ეს მდგომარეობა შევუნარჩუნოთ. სწორედ ამას ვაკეთებთ. საპროცენტო განაკვეთების 50-პროცენტიანი შემცირება არის ნაბიჯი იმაში დასარწმუნებლად, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენების ტემპს არ ჩამოვრჩებით“.

Fed-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ახალმა ეკონომიკურმა მონაცემებმა გააძლიერა ფაქტი, რომ აშშ-ის ეკონომიკა სტაბილური ტემპით მოძრაობს, არ არის მოსალოდნელი რეცესია და სამუშაო ადგილების მასშტაბური დაკარგვა.

მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებლების დაგეგმილმა გადახედვამ ხუთშაბათს დაადასტურა, რომ აშშ-ის ეკონომიკა ჯანსაღი 3%-იანი ტემპით იზრდებოდა. ეკონომიკური ანალიზის ბიუროს თანახმად, მთლიანი შიდა შემოსავალი (GDI), ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი მაჩვენებელი, ასევე სტაბილურად გაიზარდა — 3.4%-იანი ტემპით.

გარდა ამისა, აშშ-ში სამომხმარებლო ფასები, გაზომილი პირადი მოხმარების ხარჯებით (PCE), აგვისტოში, ივლისთან შედარებით, 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად — 2.2%-ით. Dow Jones Newswires-ისა და The Wall Street Journal-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები კი მიიჩნევდნენ, რომ ეს მაჩვენებელი წლიურად 2.3%-ით მოიმატებდა. შედარებისთვის, ივლისში დაფიქსირებულმა წლიურმა მატებამ 2.5% შეადგინა.

ეს იყო ინფლაციის ყველაზე დაბალი წლიური დონე 2021 წლის თებერვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან პროგრესს ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) მცდელობებში, ეს მაჩვენებელი 2%-მდე შეამციროს.

წინა

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

შემდეგი

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
დღეს, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, Meta Platforms კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს
სიახლეები

JPMorgan-ისა და Jefferies-ის ანალიტიკოსები Meta-ს AI ამბიციებს დადებითად აფასებენ

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved