• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

სექტემბერი 30, 2024
in სიახლეები
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
გაზიარება

ხვალ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Nike (NKE) კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომდევნო თვეში ელიოტ ჰილი ჩაანაცვლებს ჯონ დონაჰოს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.

რა მოლოდინებია უოლ სტრიტზე?

ანალიტიკოსები მოელიან, რომ Nike-ის მთლიანი შემოსავალი წლიურად დაახლოებით 10%-ით — $11.65 მილიარდამდე შემცირდება. Deutsche Bank-ში კი მიიჩნევენ, რომ ეს გაყიდვების შემცირების ბოლო კვარტალი იქნება, რის შემდეგაც აღდგენა დაიწყება.

უოლ სტრიტზე ასევე ვარაუდობენ, რომ წმინდა მოგება, გასული წლის იმავე მეოთხედთან შედარებით, $1.45 მილიარდიდან $770.9 მილიონამდე შემცირდება, რადგან Nike-ის ხარჯები გასულ კვარტალში ოლიმპიადასთან დაკავშირებულმა რეკლამებმა გაზარდა.

მაჩვენებელი  ანალიტიკოსების პროგნოზები 2024 წლის IV კვ. 2024 წლის I კვ.
შემოსავალი $11.65 მილიარდი $12.61 მილიარდი $12.94 მილიარდი
განზავებული EPS $0.51 $0.99 $0.94
წმინდა მოგება $770.9 მილიონი $1.5 მილიარდი $1.45 მილიარდი

ძირითადი მეტრიკა: მთელი წლის პროგნოზი

ფისკალური 2025 წლის პირველი კვარტლისთვის Nike-ში გაყიდვების ვარდნას პროგნოზირებენ. მენეჯმენტმა ამის მიზეზებად დაასახელა სირთულეები ჩინეთის ბაზარზე, ონლაინ გაყიდვები და ფოკუსის ახალ პროდუქტებზე მიმართვით გამოწვეული მოკლევადიანი გავლენა.

საინვესტიციო ფირმა Baird-ის ანალიტიკოსებს სჯერათ, რომ Nike-ს შეუძლია, მოლოდინებს გადააჭარბოს, თუმცა, მათი აზრით, შესაძლოა კომპანიის მენეჯმენტმა შეამციროს გაყიდვების პროგნოზები წლის მეორე ნახევრისთვის. Baird-ში ამის მიზეზად მიიჩნევენ აღმასრულებელი დირექტორის შეცვლასთან დაკავშირებულ პროცესებს.

Deutsche Bank-ის ანალიტიკოსების აზრით კი, Nike დაადასტურებს თავის პროგნოზებს მთელი წლისთვის.

როგორი იყო Nike-ის წინა კვარტალური ანგარიში?

ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში Nike-ის შემოსავალი წლიურად 2%-ით — $12.6 მილიარდამდე შემცირდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $12.89 მილიარდს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ამ შემოსავალმა $12.83 მილიარდი შეადგინა.

სრული ფისკალური 2024 წლის გაყიდვებმა კი $51.36 მილიარდს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით უცვლელი დარჩა. ეს არის შემოსავლის წლიური ზრდის ყველაზე ნელი ტემპი, რომელიც კომპანიამ დააფიქსირა 2010 წლის შემდეგ, Covid-19 პანდემიის პერიოდის გამოკლებით.

ჩინეთში, ტრაფიკის შემცირების მიუხედავად, გაყიდვებმა $1.86 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $1.79 მილიარდს.

გაყიდვებმა ჩრდილოეთ ამერიკაში, Nike-ის უმსხვილეს ბაზარზე, $5.28 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $5.45 მილიარდი).

ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში Nike-მა $3.29 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც ჩამოუვარდება უოლ სტრიტის პროგნოზს — $3.32 მილიარდს.

აზიის წყნარ ოკეანეში და ლათინოამერიკაში კი Nike-ის გაყიდვებმა $1.71 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების მოლოდინი — $1.77 მილიარდი).

Nike-ის წმინდა მოგებამ $1.5 მილიარდს, ანუ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $0.99-ს მიაღწია (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.84). გასული წლის იმავე პერიოდში წმინდა მოგებამ $1.03 მილიარდი, ანუ თითო აქციაზე $0.66 შეადგინა.

 მაჩვენებელი ფისკალური 2024 წლის IV კვ. ანალიტიკოსების პროგნოზები ფისკალური 2023 წლის IV კვ.
შემოსავალი $12.6 მილიარდი $12.88 მილიარდი $12.83 მილიარდი
განზავებული EPS $0.99 $0.84 $0.66
წმინდა მოგება $1.5 მილიარდი $1.27 მილიარდი $1.03 მილიარდი

როგორ აფასებს უოლ სტრიტი Nike-ის აქციებს?

Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $89.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $92.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $120.00-ს, ხოლო მინიმალური — $71.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 27 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Nike-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

შემდეგი

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
დღეს, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, Meta Platforms კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს
სიახლეები

JPMorgan-ისა და Jefferies-ის ანალიტიკოსები Meta-ს AI ამბიციებს დადებითად აფასებენ

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved