• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

სექტემბერი 30, 2024
in სიახლეები
რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
გაზიარება

ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე კვირაში მნიშვნელოვანი მოვლენები გველოდება და დღევანდელ სტატიაში სწორედ მათ მიმოვიხილავთ.

შრომის ბაზრის სექტემბრის ანგარიში

აშშ-ის შრომის ბაზრის სექტემბრის ანგარიშს, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდება, ყურადღებით დააკვირდებიან ბაზრის მონაწილეები, ისევე როგორც ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) წარმომადგენლები. მათი მიზანია, დაინახონ, იკვეთება თუ არა შემდგომი გაუარესების ნიშნები შრომის ბაზარზე მას შემდეგ, რაც აგვისტოს მონაცემები სუსტი აღმოჩნდა.

ნეგატიურმა სიგნალებმა შრომის ბაზრიდან უბიძგა Fed-ს, შეემცირებინა საპროცენტო განაკვეთები 50 საბაზისო პუნქტით — რაც უფრო დიდი ნაბიჯი იყო, ვიდრე ზოგიერთი ეკონომისტი მოელოდა. სექტემბრის მონაცემებმა შეიძლება მოგვცეს მითითებები იმის შესახებ, დასჭირდება თუ არა ცენტრალურ ბანკს განაგრძოს განაკვეთების შემცირება შრომის ბაზრის გასაძლიერებლად.

ბაზრის მეთვალყურეები ამ კვირაში ასევე შეისწავლიან შესყიდვების მენეჯერების ინდექსს (PMI), როგორც პროდუქტების, ისე — მომსახურების სექტორიდან. ეს ეკონომიკური ინდიკატორი იკვლევს პროდუქტის მენეჯერებს, რომლებიც ყიდულობენ კომპანიისთვის საჭირო მასალებს პროდუქციის საწარმოებლად.

Fed-ის ოფიციალური პირების გამოსვლები

მიმდინარე კვირაში ინვესტორებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოუსმინონ ფედერალური სარეზერვო ბანკის ოფიციალური პირებს — დღეს Fed-ის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის გამოსვლაა დაგეგმილი. ეს იქნება მისი პირველი გამოსვლა მას შემდეგ, რაც Fed-მა საპროცენტო განაკვეთების 50 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ფედერალური სარეზერვო საბჭოს წევრი — მიშელ ბოუმენი და კანზას სიტის Fed-ის პრეზიდენტი, ჯეფ შმიდი კი საზოგადოების საბანკო კონფერენციაზე ისაუბრებენ. ატლანტას, კლივლენდის და რიჩმონდის Fed-ის პრეზიდენტები — შესაბამისად, რაფაელ ბოსტიჩი, ბეთ ჰემაკი და ტომ ბარკინი — ასევე არიან ცენტრალური ბანკის იმ ოფიციალურ პირებს შორის, რომლებიც ამ კვირაში სიტყვით გამოვლენ.

პარასკევს ნიუ-იორკის Fed-ის პრეზიდენტი — ჯონ უილიამსი გამოჩნდება ღონისძიებაზე, რომელიც ორიენტირებულია ნიუ-იორკის ეკონომიკაზე.

კვარტალური ანგარიშები

აღსანიშნავია, რომ ხვალ კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მწარმოებელი ამერიკული კომპანია — Nike. ბოლო პერიოდში მის მიმართ ინტერესი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ძველი აღმასრულებელი დირექტორი — ელიოტ ჰილი თანამდებობას უბრუნდება. მას დაევალება კვლავ აღმასვლის გზაზე დააყენოს კომპანია, რომლის აქციების ფასიც წლის დასაწყისიდან დაახლოებით 17%-ით არის შემცირებული.

გარდა ამისა, ოთხშაბათს, ბაზრის დახურვის შემდეგ, კვარტალურ ანგარიშს კიდევ ერთი ცნობილი ბრენდი — Levi Strauss წარადგენს.

წინა

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

შემდეგი

საინვესტიციო რჩევები კენეთ გრიფინისგან

მსგავსი სტატიები

Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
დღეს, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, Meta Platforms კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს
სიახლეები

JPMorgan-ისა და Jefferies-ის ანალიტიკოსები Meta-ს AI ამბიციებს დადებითად აფასებენ

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
საინვესტიციო რჩევები კენეთ გრიფინისგან

საინვესტიციო რჩევები კენეთ გრიფინისგან

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved