• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს სამიზნე ფასი?

ოქტომბერი 20, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს სამიზნე ფასი?
გაზიარება

სამიზნე ფასი წარმოადგენს ანალიტიკოსის პროგნოზს ფასიანი ქაღალდის მომავალი ფასის შესახებ. სამიზნე ფასები შეიძლება ეხებოდეს ყველა სახის ფასიან ქაღალდს, კომპლექსური საინვესტიციო პროდუქტებით დაწყებული, აქციებით და ობლიგაციებით დამთავრებული. აქციის სამიზნე ფასის დადგენისას ანალიტიკოსი ცდილობს, განსაზღვროს თუ რა ნიშნულს მიაღწევს ეს მაჩვენებელი მომდევნო 12 ან 18 თვეში. საბოლოო ჯამში, სამიზნე ფასები დამოკიდებულია იმ კომპანიის შეფასებაზე, რომელიც აქციებს უშვებს.

როგორც წესი, ანალიტიკოსები თავიანთ სამიზნე ფასებს აქვეყნებენ კონკრეტული კომპანიების კვლევის ანგარიშებში, მათი აქციების რეკომენდაციებთან (ყიდვის, გაყიდვის ან ნეიტრალური რეიტინგი) ერთად. აქციების სამიზნე ფასების მონაცემებს ხშირად ფინანსურ საინფორმაციო მედიაში შეხვდებით.

სამიზნე ფასების გააზრება

სამიზნე ფასი არის მაჩვენებელი, რომელსაც ანალიტიკოსი მიიჩნევს სამართლიანად კომპანიის წარსული და პროგნოზირებული ფინანსური მაჩვენებლების გათვალისწინებით.

სამიზნე ფასები ფინანსური ანალიზის ორგანულ ფაქტორს წარმოადგენს. ისინი შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში, ახალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე.

ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს სამიზნე ფასის განსაზღვრას

სამიზნე ფასები ეფუძნება ვარაუდებს ფასიანი ქაღალდის მომავალი მიწოდებისა და მოთხოვნის, ტექნიკური დონისა და ბიზნეს საფუძვლების შესახებ. სამიზნე ფასების დადგენისას გადაწყვეტილების მიღებისას სხვადასხვა ანალიტიკოსი და ფინანსური ინსტიტუტი შეფასების განსხვავებულ მეთოდებს იყენებს და სხვადასხვა ეკონომიკურ პირობებს ითვალისწინებს.

ფუნდამენტური ანალიტიკოსებისთვის, აქციების სამიზნე ფასის დასადგენად ჩვეულ გზას წარმოადგენს კომპანიის P/E (ფასი/მოგება) თანაფარდობაზე ორიენტირება. ეს კოეფიციენტი კომპანიის აქციის ფასის წლიურ EPS-ზე (მოგება თითო აქციაზე) გაყოფით გამოითვლება.

ზოგიერთ შემთხვევაში (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე არასტაბილურ აქციებს ეხება) ანალიტიკოსები, სამიზნე ფასების დასადგენად, სხვა ხერხებსაც მიმართავენ, რაც შეიძლება მოიცავდეს კომპანიის ბალანსისა და სხვა ფინანსური ანგარიშგებების განხილვას, მათ შედარებას ისტორიულ შედეგებთან, მიმდინარე ეკონომიკასთან და კონკურენტულ გარემოსთან, ასევე კომპანიის მენეჯმენტის შესწავლას და სხვა კოეფიციენტების ანალიზს.

ტექნიკური ანალიტიკოსები სამიზნე ფასის დასადგენად იყენებენ ინდიკატორებს, ფასის მოქმედების, სტატისტიკის, ტენდენციებისა და ფასის იმპულსის ანალიზს.

მნიშვნელოვანი საკითხები

ტრეიდერებისთვის

ტრეიდერები, როგორც წესი, აქციებს ყიდიან მაშინ, როდესაც ისინი პოზიციის გახსნისას თავდაპირველად მოსალოდნელ ღირებულებას მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსების სამიზნე ფასებს შეუძლია ტრეიდერებს დაეხმაროს იმის გაგებაში, თუ როდის უნდა იყიდონ და გაყიდონ ესა თუ ის აქცია, ტრეიდერებს შეუძლიათ (და უნდა) განსაზღვრონ საკუთარი სამიზნე ფასები პოზიციების გახსნისა და დახურვისთვის.

ინვესტორებისთვის

ინდივიდუალური ინვესტორებისთვის, დაშვებები, რომლებსაც ანალიტიკოსების სამიზნე ფასები ეფუძნება, ყოველთვის აშკარა არ არის. ინვესტორებმა ანალიტიკოსების სამიზნე ფასები და რეკომენდაციები უნდა გამოიყენონ, როგორც საინვესტიციო კვლევის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც, სხვა რესურსებთან ერთად, შეიძლება კომპანიის ფინანსური და მარეგულირებელი დოკუმენტაციის განხილვასაც მოიცავდეს.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რას ნიშნავს პერსონალური შემოსავალი?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს პერსონალური შემოსავალი?

რას ნიშნავს პერსონალური შემოსავალი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved