• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები კვლავ უცვლელად შეინარჩუნა

ივნისი 13, 2024
in სიახლეები
Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები კვლავ უცვლელად შეინარჩუნა
გაზიარება

როგორც საყოველთაოდ მოსალოდნელი იყო, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა (Fed) განაგრძო ზეწოლა ინფლაციასა და ეკონომიკაზე 2001 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებით. თუმცა მომავალში ამ მაჩვენებლების კლებაა მოსალოდნელი.

ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტმა (FOMC), ორგანომ, რომელიც ცენტრალური ბანკის მონეტარულ პოლიტიკას ადგენს, საპროცენტო განაკვეთები 5.25%-5.5%-იან დიაპაზონში შეინარჩუნა. ამ ნაბიჯზე Fed-ის ოფიციალური პირები მანამდეც მიანიშნებდნენ, ამიტომ გადაწყვეტილება ფინანსურ ბაზრებზე უკვე მოსალოდნელი იყო.

ამასთან, Fed-ის ოფიციალურმა პირებმა ივარაუდეს, რომ წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთები 0.25%-ით შემცირდება. ეს ბევრად ნელი ტემპია, ვიდრე ამ მაჩვენებლის სამი მეოთხედი პროცენტული პუნქტით შემცირება, რის შესახებაც მათ, ბოლო კვარტალური პროგნოზის გაკეთებისას, მარტში განაცხადეს.

„ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ მიზანშეწონილი არ იქნება საპროცენტო განაკვეთების დიაპაზონის შემცირება, სანამ არ მივიღებთ უფრო მეტ დასტურს, რომ ინფლაციის დონე სამიზნე მაჩვენებლისკენ — 2%-სკენ მტკიცედ მიემართება. ჯერჯერობით არსებული მონაცემები შესაბამისი თავდაჯერებით ვერ უზრუნველგვყოფს” — განაცხადა Fed-ის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა პრესკონფერენციაზე.

განაკვეთების შემცირება კვლავ მოსალოდნელია

თავდაპირველად, Fed-ის ოფიციალური პირები და ბაზრის მონაწილეები უფრო ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი განაკვეთების შემცირების პერსპექტივის მიმართ. მიმდინარე წლის განმავლობაში მოსალოდნელი იყო საპროცენტო განაკვეთების 0.25%-ით შემცირება 6 ცალკეულ შემთხვევაში. თუმცა ყველაფერი შეიცვალა, რადგან აშშ-ში 2024 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ინფლაცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე ექსპერტები პროგნოზირებდნენ. ამან კი Fed-ის წარმომადგენლები აიძულა, ეთქვათ, რომ ფასების ზრდასთან საბრძოლველად, მაღალ საპროცენტო განაკვეთებს უფრო დიდხანს შეინარჩუნებდნენ.

ზედიზედ ორმა შედარებით მოკრძალებულმა ინფლაციის ანგარიშმა გააცოცხლა იმედები საპროცენტო განაკვეთების ადრეულად შემცირებასთან დაკავშირებით. მათ შორის იყო გუშინ გამოქვეყნებული CPI-ის (სამომხმარებლო ფასების ინდექსი) ანგარიში, რომელმაც აჩვენა, რომ მაისში აშშ-ში ინფლაცია უცვლელი იყო.

შემცირებული საპროცენტო განაკვეთები ზეიმის მიზეზი იქნება თითქმის ყველასთვის, ვისაც ფულის სესხება სურს, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუწყოს საკრედიტო ბარათის პროცენტისა და იპოთეკის განაკვეთების შემცირებას, რომლებიც ახლოსაა ბოლო ათწლეულების უმაღლეს ნიშნულებთან.

ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ ინფლაციის წინააღმდეგ პროგრესი მიღწეულია, მაგრამ ეს ჯერ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ განაკვეთები შემცირდეს.

„გასული წლის განმავლობაში ინფლაცია შემცირდა, მაგრამ ის კვლავ მაღალია. ბოლო თვეებში დაფიქსირდა მცირე პროგრესი ინფლაციის სამიზნე 2%-იანი დონისკენ” — ნათქვამია FOMC-ის ოფიციალურ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების არსებულ დონეზე შენარჩუნება მოსალოდნელი იყო, ბაზარზე წლის განმავლობაში მათი უფრო მეტად შემცირების იმედი არსებობდა. გუშინ აქციების ფასები გაიზარდა მას შემდეგ, რაც ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მაისში ფასების ზრდა მოსალოდნელზე უფრო დაბალი იყო. თუმცა შემდეგ FOMC-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წელს საპროცენტო განაკვეთების მხოლოდ ერთხელ (0.25%-ით) შემცირებაა მოსალოდნელი.

გარდა ამისა, პროგნოზების თანახმად, თუ და როდესაც ინფლაცია სამიზნე 2%-იან წლიურ დონეს მიაღწევს, სესხებზე ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთები, რომლებიც პანდემიამდე არსებობდა, შეიძლება აღარ დაბრუნდეს. Fed-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათი მოლოდინით, 2026 წლის შემდეგ საპროცენტო განაკვეთების დიაპაზონი 2.75%-3%-ს მიაღწევს. შედარებისთვის, პანდემიის დაწყების წინა დღეს საპროცენტო განაკვეთები 1%-1.25%-ს შეადგენდა.

„ხალხი ნელ-ნელა იაზრებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, საპროცენტო განაკვეთები პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდეს“ — განაცხადა ჯერომ პაუელმა.

წინა

რა ხდებოდა 12 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

Apple-ისა და Microsoft-ის ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის ტიტულისთვის გრძელდება

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Apple-ისა და Microsoft-ის ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის ტიტულისთვის გრძელდება

Apple-ისა და Microsoft-ის ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის ტიტულისთვის გრძელდება

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved