• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 17 აპრილს საფონდო ბირჟაზე?

აპრილი 18, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 17 აპრილს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის ASML Holding, Interactive Brokers, J.B. Hunt Transport Services, Equifax, The Travelers Companies და Urban Outfitters.

ASML Holding

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, ASML Holding კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ნახევარგამტარული მოწყობილობების საწარმოო კომპანიის აქციების ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 28%-ით არის გაუმჯობესებული.

გასულ კვარტალში ASML Holding-ის შემოსავალი წლიურად 22%-ით — $5.62 მილიარდამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $5.87 მილიარდი). ვარდნა გამოწვეული იყო იმით, რომ კომპანია, ხელოვნური ინტელექტის ბუმისთვის მოსამზადებლად, ახალ ტექნოლოგიებზე გადადის.

ASML-ის მთლიანი მარჟა 50.6%-დან 51%-მდე გაუმჯობესდა, მაგრამ საოპერაციო მარჟა 32.7%-დან 26.3%-მდე შემცირდა, რადგან გაიზარდა დანახარჯები კვლევასა და განვითარებაზე, გაყიდვების, ზოგად და ადმინისტრაციულ ხარჯებთან ერთად.

მოგება თითო აქციაზე (EPS) $5.26-დან $3.30-მდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.15-ს.

ASML Holding

აღმასრულებელმა დირექტორმა — პიტერ ვენინკმა განაცხადა: „2024 წელი გარდამავალია მუდმივი ინვესტიციებით, როგორც სიმძლავრის ზრდაში, ისე ტექნოლოგიებში, რათა მზად ვიყოთ ციკლის შემობრუნებისთვის.”

როგორც ჩანს, ახალი ამბები მიუთითებს იმაზე, რომ ჩიპების მწარმოებლები, როგორიცაა Intel, Taiwan Semiconductor და Samsung, არ ჩქარობენ თავიანთი აღჭურვილობების განახლებას, რათა AI-სთან დაკავშირებული მოთხოვნის ტალღისთვის მოემზადონ.

ASML-ის მენეჯმენტის მოლოდინიც მიუთითებს შემოსავლების კლებაზე ერთი წლის განმავლობაში. კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $6.1-$6.7 მილიარდს შეადგენს.

ASML-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $908.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 6 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,069.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,196.00-ს, ხოლო მინიმალური — $949.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ASML-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს.

Interactive Brokers

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Interactive Brokers-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი საბროკერო პლატფორმის აქციების ფასი თითქმის 2%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 29%-ით არის გაუმჯობესებული.

პირველ კვარტალში Interactive Brokers-ის შემოსავალი წლიურად 14%-ით — $1.2 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს შეესაბამებოდა.

კომპანიამ ისარგებლა უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებით — მისმა წმინდა საპროცენტო შემოსავალმა წლიურად 17%-ით მოიმატა და $747 მილიონი შეადგინა. გაუმჯობესება ასევე განაგრძო არასაპროცენტო შემოსავალმა, რომელიც ძირითადად საკომისიოებს მოიცავს. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ით — $456 მილიონამდე გაიზარდა.

კორექტირებულმა EPS-მა კი 21%-ით — $1.64-მდე მოიმატა, რამაც გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $1.63-ს.

Interactive Brokers

გარდა ამისა, Interactive Brokers-ის მომხმარებელთა ანგარიშების რაოდენობა 25%-ით — 2.75 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო მომხმარებელთა საინვესტიციო სესხებმა, კომპანიის შემოსავლის მთავარმა წყარომ, 30%-ით — $51.2 მილიარდამდე მოიმატა. მომხმარებელთა ჯამური კაპიტალი კი 36%-ით — $465.9 მილიარდამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, Interactive Brokers სარგებლობს მაღალი საპროცენტო განაკვეთებით, რადგან წმინდა საპროცენტო მარჟამ 2.24%-დან 2.41%-მდე მოიმატა.

კომპანიის მენეჯმენტს პროგნოზები არ წარმოუდგენიათ, თუმცა კვარტალური დივიდენდი $0.10-დან $0.25-მდე გაზარდა.

Interactive Brokers-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $109.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 8 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $113.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $135.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Interactive Brokers-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას გულისხმობს.

J.B. Hunt Transport Services

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, J.B. Hunt Transport Services-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი სატვირთო და ლოჯისტიკის კომპანიის აქციების ფასი 8%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 14%-ით არის დაკლებული.

J.B. Hunt ორიენტირებულია ინტერმოდალური კონტეინერების გადაზიდვაზე. პირველ კვარტალში მისმა შემოსავალმა წლიურად 9%-ით დაიკლო და $2.94 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.12 მილიარდი). EPS-მა კი $1.22 შეადგინა (პროგნოზი — $1.52).

კომპანიის საოპერაციო შემოსავალი 30%-ით შემცირდა, რაც მოთხოვნის შესუსტებითა და მაღალი ხარჯებით არის გამოწვეული. J.B. Hunt-ის მენეჯმენტმა თქვა, რომ საოპერაციო შემოსავალი შემცირდა უფრო მაღალი ხელფასების, შეღავათების, აღჭურვილობის შენარჩუნების ხარჯებისა და დაზღვევის მზარდი განაკვეთების გამო.

J.B Hunt

სატვირთო ტრანსპორტირება ციკლური ბიზნესია. J.B. Hunt-ს სოლიდური ოპერატორის რეპუტაცია გააჩნია, მაგრამ სატრანსპორტო კომპანია ვერ შეძლებს ბევრი რამის გაკეთებას, თუ მის მომსახურებაზე საკმარისი მოთხოვნა არ იქნება.

J.B. Hunt-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $168.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $208.88-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $234.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი J.B. Hunt-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Equifax

გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Equifax-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი საკრედიტო რეიტინგების კომპანიის აქციების ფასი 9%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ით არის დაკლებული.

პირველ კვარტალში, რომელიც 31 მარტს დასრულდა, Equifax-ის შემოსავალმა $1.389 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.4 მილიარდი). კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე კი $1.5-ს მიაღწია (პროგნოზი — $1.44).

Equifax

რაც შეეხება მომავალს, Equifax-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $1.41-$1.43 მილიარდს შეადგენს, რაც ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.44 მილიარდს. Equifax-ში ასევე მოელიან, რომ მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი $5.72 მილიარდს მიაღწევს, ხოლო EPS — $7.35-ს.

Equifax-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $238.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $285.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $315.00-ს, ხოლო მინიმალური — $225.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Equifax-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

The Travelers Companies

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, The Travelers Companies-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ქონებისა და უბედური შემთხვევებისგან დაზღვევის კომპანიის აქციების ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ით არის გაუმჯობესებული.

პირველ კვარტალში Travelers-ის შემოსავალი წლიურად 15.7%-ით — $10.13 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $10.62 მილიარდს. EPS-მა $4.69 შეადგინა (პროგნოზი — $4.87), გამოწერილი პრემიები კი 8.4%-ით — $10.18 მილიარდამდე გაიზარდა, რაც მოსალოდნელზე ნაკლები იყო.

ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალი 33.1%-ით — $712 მილიონამდე გაიზარდა, რისი მიზეზიც, კომპანიის მენეჯმენტის თქმით, იყო ძლიერი ქარი და სეტყვა შეერთებული შტატების ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში.

The Travelers Companies

აღმასრულებელმა დირექტორმა — ალან შნიცერმა განაცხადა, რომ ამის მიუხედავად Travelers-ის კომბინირებული კოეფიციენტი (მიღებული ზარალი + დანახარჯები/გამომუშავებული პრემია) 1.5 პროცენტული პუნქტით — 93.9%-მდე გაუმჯობესდა, თუმცა მოლოდინებს ეს მაჩვენებელიც ჩამორჩა.

გარდა ამისა, Travelers-ის მენეჯმენტმა კვარტალური დივიდენდის $1-დან $1.05-მდე გაუმჯობესება დააანონსა. გაზრდილ დივიდენდებს 28 ივნისს მიიღებენ ის ინვესტორები, რომლებიც 10 ივნისის მდგომარეობით კომპანიის აქციონერთა რიგებში იქნებიან.

The Travelers Companies-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $207.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $217.42-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $261.00-ს, ხოლო მინიმალური — $186.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი The Travelers Companies-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Urban Outfitters

გუშინ, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საცალო გაყიდვების კომპანიის — Urban Outfitters-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით არის გაუმჯობესებული.

Jefferies-ის ანალიტიკოსმა — კორი ტარლოუმ Urban Outfitters-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი გაყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $42-დან $32-მდე შეამცირა.

ანალიტიკოსი წერს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში კომპანიის Urban Outfitters, Anthropologie და Free People ლოკაციებზე ადგილი ჰქონდა ტრაფიკის მნიშვნელოვან შენელებას. კორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფირმის ძირითადმა ბრენდებმა ისარგებლა მოდის ბოლოდროინდელი ტენდენციებით, შესაძლოა, კომპანიის აქციებს შეექმნას მოკლევადიანი წინაღობები, რადგან Urban Outfitters-ის აღდგენა, სავარაუდოდ, მარტივი არ იქნება და, როგორც ჩანს, Anthropologie & Free People-ის ზრდა ზომიერია.

Urban Outfitters

ანალიტიკოსმა დასძინა, რომ კომპანიას ასევე უწევს სარეკლამო ზეწოლასთან და გაზრდილ კონკურენციასთან გამკლავება. მან მიუთითა კონკურენტი Gap-ის მაღაზიებში ტრაფიკის გაზრდაზე და ბაზრის წილის პოტენციურ დაკარგვაზე.

Urban Outfitters-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $37.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $45.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $52.00-ს, ხოლო მინიმალური — $39.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Urban Outfitters-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.

წინა

რას ნიშნავს კონკურენტული უპირატესობა?

შემდეგი

ძლიერი კვარტალური შედეგების მიუხედავად, Abbott Labs-ის აქციების ფასი შემცირდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ძლიერი კვარტალური შედეგების მიუხედავად, Abbott Labs-ის აქციების ფასი შემცირდა

ძლიერი კვარტალური შედეგების მიუხედავად, Abbott Labs-ის აქციების ფასი შემცირდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved