• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი ეკონომიკა

რა არის ეკონომიკური ციკლი?

ნოემბერი 4, 2024
in ეკონომიკა
რა არის ეკონომიკური ციკლი?
გაზიარება

ეკონომიკური ციკლი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ბიზნეს ციკლი, აღნიშნავს ეკონომიკურ რყევებს გაფართოებისა და შეკუმშვის პერიოდებს შორის. ფაქტორები, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), საპროცენტო განაკვეთები, მთლიანი დასაქმება და სამომხმარებლო დანახარჯები დაგეხმარებათ, მიმდინარე ეკონომიკური ციკლის ეტაპი განსაზღვროთ.

ეკონომიკური პერიოდების გააზრება ინვესტორებსა და კომპანიების მმართველ გუნდებს ეხმარება იმის დადგენაში, თუ როდის არის ინვესტიციების განხორციელების ან ფულის გამოტანის დრო, რადგან თითოეული ციკლი ზემოქმედებს აქციებზე და ობლიგაციებზე, ასევე კორპორატიულ მოგებაზე.

ეკონომიკური ციკლის ეტაპები

ეკონომიკური ციკლი წარმოადგენს ეკონომიკის წრიულ მოძრაობას აღმავლობიდან (ექსპანსია) შეკუმშვამდე და პირიქით. ექსპანსიას ახასიათებს ზრდა, ხოლო შეკუმშვას, რეცესიის ჩათვლით, ეკონომიკური აქტივობის კლება, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს. ეკონომიკური ციკლი ოთხი ეტაპისგან შედგება.

აღმავლობა

აღმავლობის დროს ეკონომიკა შედარებით სწრაფი ზრდით ხასიათდება — საპროცენტო განაკვეთები დაბალია, ხოლო წარმოება მატულობს. ზრდასთან დაკავშირებული ეკონომიკური ინდიკატორები, როგორიცაა დასაქმება, ხელფასები, კორპორატიული მოგება, მთლიანი მოთხოვნა, აღმავლობის ეტაპზე შენარჩუნებადი ზრდის ტენდენციას გამოხატავს. ფულის ნაკადი ეკონომიკაში ჯანსაღია, ხოლო მისი ღირებულება — დაბალი. თუმცა ფულის მიწოდების მატებამ, ეკონომიკური ზრდის ფაზაში, შეიძლება ინფლაცია გამოიწვიოს.

პიკი

პიკი ეწოდება ეტაპს, როდესაც ზრდა მაქსიმალურ დონეს აღწევს. ფასები და ეკონომიკური ინდიკატორები შეიძლება დასტაბილურდეს მოკლე პერიოდის განმავლობაში, სანამ ისინი კლებას დაიწყებს. პიკური ზრდა, როგორც წესი, ქმნის გარკვეულ დისბალანსს ეკონომიკაში, რომელიც უნდა გამოსწორდეს. შედეგად, კომპანიების მმართველმა გუნდებმა, როდესაც ისინი ჩათვლიან, რომ ეკონომიკურმა ციკლმა პიკს მიაღწია, შეიძლება ბიუჯეტებისა და ხარჯების გადაფასება დაიწყონ.

შეკუმშვა

შეკუმშვას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ზრდა შენელდება, დასაქმების დონე ეცემა და ფასები სტაგნაციას განიცდის. მოთხოვნის შემცირებისას, შეიძლება კომპანიებმა წარმოების დონე დაუყოვნებლივ არ დააკორექტიროს, რაც გამოიწვევს ზედმეტად გაჯერებულ ბაზრებს ჭარბი მიწოდებით და ფასების კლებას. თუ შეკუმშვა გაგრძელდა, შეიძლება რეცესია კრიზისში გადაიზარდოს.

ფსკერი

ეს ეტაპი დგება მაშინ, როდესაც მიწოდება და მოთხოვნა, აღდგენის დაწყებამდე, უკიდურესად დაბალ დონეს აღწევს. ციკლის ფსკერი წარმოადგენს მტკივნეულ მომენტს ეკონომიკისთვის, სტაგნაციური ხარჯებისა და შემოსავლებით გამოწვეული ფართოდ გავრცელებული ნეგატიური ზემოქმედებით. ფსკერი ინდივიდებსა და კომპანიებს საშუალებას აძლევს, აღდგენის მოლოდინში თავიანთი ფინანსები დააკორექტირონ.

ეკონომიკური ციკლების გაზომვა

საკვანძო მაჩვენებლები განსაზღვრავს, თუ რა ეტაპზეა ახლა ეკონომიკური ციკლი და საითკენ მიემართება ის. აშშ-ის ეკონომიკური ციკლების ოფიციალური თარიღების დამდგენად ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიურო (NBER) მიიჩნევა. უპირველეს ყოვლისა, მშპ-ს ცვლილებებზე დაყრდნობით, NBER ზომავს ეკონომიკური ციკლების ხანგრძლივობას ფსკერიდან ფსკერამდე ან პიკიდან პიკამდე.

1950-იანი წლებიდან აშშ-ის ეკონომიკური ციკლი, საშუალოდ, დაახლოებით ხუთ-ნახევარი წელი გრძელდება. თუმცა, ციკლების ხანგრძლივობებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებები ფიქსირდება, რაც ანგრევს მითს იმის შესახებ, რომ ეკონომიკური ციკლები ჩვეულებრივი ბუნებრივი აქტივობაა, რომელიც ფიზიკურ ტალღებს ან ქანქარის რხევას ჰგავს. მაგრამ არსებობს დებატები იმის შესახებ, თუ რა ფაქტორები უწყობს ხელს ეკონომიკური ციკლის ხანგრძლივობას და საერთოდ რა იწვევს მათ არსებობას.

ეკონომიკური ციკლების მართვა

მთავრობები, ფინანსური ინსტიტუტები და ინვესტორები ეკონომიკური ციკლების მიმდინარეობას და ეფექტებს განსხვავებულად მართავენ. რეცესიის დროს მთავრობამ შეიძლება გამოიყენოს ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა (ხარჯვის დონისა და საგადასახადო განაკვეთების გამოყენება ქვეყნის ეკონომიკაზე ზემოქმედების მიზნით) და აქტიური დეფიციტური ხარჯვა (როდესაც ფისკალური პერიოდის განმავლობაში მთავრობის ხარჯები მის შემოსავლებს აღემატება). გარდა ამისა, ექსპანსიის პერიოდში შესაძლებელია რესტრიქციული ფისკალური პოლიტიკის გამოყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული ეკონომიკის გადახურება.

ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ მონეტარული პოლიტიკა გამოიყენონ. როდესაც ეკონომიკა ვარდნის ფაზაშია, ხარჯებისა და ინვესტიციების გასაზრდელად, შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთების შემცირება ან ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის განხორციელება. გაფართოების დროს ცენტრალურ ბანკს შეუძლია რესტრიქციული მონეტარული პოლიტიკა გაატაროს საპროცენტო განაკვეთების გაზრდის და ეკონომიკაში კრედიტების ნაკადის შენელების საშუალებით.

ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში ინვესტორები ხშირად პოულობენ შესაძლებლობებს ტექნოლოგიების, კაპიტალური საქონლისა და ენერგეტიკის სექტორებში. როდესაც ეკონომიკა კლების ფაზაშია, ინვესტორებს შეუძლიათ კონცენტრირდნენ კომპანიებზე, რომლებიც რეცესიის დროს კარგი წარმადობით ხასიათდება — კომუნალური მომსახურება, სამომხმარებლო პროდუქტები და ჯანდაცვა.

კომპანიების მმართველ გუნდებს, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ურთიერთობას თავიანთ საქმიანობასა და ბიზნეს ციკლებს შორის, შეუძლიათ გამოიყენონ სტრატეგიული დაგეგმვა, რათა თავი მოახლოებული ვარდნისაგან დაიცვან და ბაზარზე ისე პოზიციონირდნენ, რომ ეკონომიკური აღმავლობით მაქსიმალურად ისარგებლონ.

ეკონომიკური თეორიები

მონეტარიზმი ვარაუდობს, რომ მთავრობას შეუძლია ეკონომიკურ სტაბილურობას ფულის მიწოდების ზრდის ტემპის საშუალებით მიაღწიოს. ეს თეორია ეკონომიკურ ციკლს აკავშირებს საკრედიტო ციკლთან — საპროცენტო განაკვეთების ცვლილებები ეკონომიკურ აქტივობას ამცირებს ან ასტიმულირებს.

კეინსიანელები კი ამტკიცებენ, რომ ციკლების წარმოქმნაზე პასუხისმგებელია მთლიანი მოთხოვნის ცვლილებები, გამოწვეული თანდაყოლილი არასტაბილურობითა და საინვესტიციო მოთხოვნის ცვალებადობით. როდესაც საქმიანი განწყობა „უხალისო“ ხდება და ინვესტიციები ნელდება, შედეგად შეიძლება ეკონომიკური უკმარისობა მივიღოთ. ნაკლები ხარჯვა ნიშნავს ნაკლებ მოთხოვნას, რაც ბიზნესებს აიძულებს, სამუშაო ძალის ნაწილი გაათავისუფლოს. კეინსიანელების აზრით, უმუშევრობა ნაკლებ სამომხმარებლო ხარჯებს ნიშნავს და ასეთ დროს მთელი ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. მთავრობის ჩარევისა და ეკონომიკური სტიმულის გარდა კი სხვა მკაფიო გადაწყვეტა არ ჩანს.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

როგორ მივიღოთ რაციონალური საინვესტიციო გადაწყვეტილებები?

შემდეგი

როგორ გამოიმუშავებს AMD ფულს?

მსგავსი სტატიები

რა არის ეკონომიკური შოკი?
ეკონომიკა

რა არის ეკონომიკური შოკი?

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
როგორ ზემოქმედებს საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკაზე?
ეკონომიკა

როგორ ზემოქმედებს საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკაზე?

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
რას ნიშნავს „ახალი ეკონომიკა“?
ეკონომიკა

რას ნიშნავს „ახალი ეკონომიკა“?

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
რას ნიშნავს „Walmart-ის ეფექტი“?
ეკონომიკა

რას ნიშნავს „Walmart-ის ეფექტი“?

by Giorgi
ოქტომბერი 23, 2024
რა არის უმუშევრობის განაცხადი?
ეკონომიკა

რა არის უმუშევრობის განაცხადი?

by Giorgi
აგვისტო 9, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ გამოიმუშავებს AMD ფულს?

როგორ გამოიმუშავებს AMD ფულს?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved