• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი ეკონომიკა

რას ნიშნავს „Walmart-ის ეფექტი“?

ოქტომბერი 23, 2024
in ეკონომიკა
რას ნიშნავს „Walmart-ის ეფექტი“?
გაზიარება

ტერმინი „Walmart-ის ეფექტი“ გამოიყენება იმ ეკონომიკური ზემოქმედების აღსაწერად, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესი განიცდის მაშინ, როდესაც მსხვილი კომპანია, როგორიც არის Walmart, ამ ლოკაციაზე მაღაზიას ხსნის. როგორც წესი, „Walmart-ის ეფექტი“ ვლინდება მცირე საცალო ფირმების მიერ ბაზრის იძულებით დატოვებაში და კონკურენტი ფირმების თანამშრომლების ხელფასების შემცირებაში. ამ მიზეზის გამო ბევრი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი ეწინააღმდეგება თავის ტერიტორიაზე Walmart-ის მაღაზიების გახსნას.

როგორ მუშაობს „Walmart-ის ეფექტი“?

„Walmart-ის ეფექტს“ თავისი დადებითი მხარეც აქვს მას შეუძლია შეაკავოს ინფლაცია და ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროდუქტიულობის ოპტიმალური დონის შენარჩუნებას. გარდა ამისა, მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს მილიარდობით დოლარის დაზოგვის საშუალებას აძლევს, მაგრამ მან ასევე შეიძლება კონკრეტულ ლოკაციაზე ხელფასების შემცირება და კონკურენტული გარემოს დაზარალება გამოიწვიოს.

Walmart მიმწოდებლებისგან დაძინებით მოითხოვს, რომ მათ კომპანიას პროდუქცია დაბალ ფასებში მიაწოდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მიმწოდებლები იძულებულნი გახდნენ, განიცადონ ზარალი, თუ ისინი პროდუქციის გაყიდვას Walmart-ის მეშვეობით გადაწყვეტენ.

Walmart-ის გავლით საქონლის გაყიდვამ შეიძლება გაზარდოს მომხმარებელთა ინფორმირებულობა კონკრეტული პროდუქტის შესახებ; თუმცა მისი ბაზრისთვის მიწოდების ღირებულება, შესაძლოა, მიმწოდებელს დაეკისროს. ამან შეიძლება ისინი აიძულოს, მოიძიონ იაფი ალტერნატივები თავიანთი პროდუქტის წარმოებისთვის, რამაც შეიძლება მათი საქონლის წარმოებაში სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ან ნაკლებად ძვირი მასალების გამოყენება გამოიწვიოს.

Walmart-ის გავლენა

„Walmart-ის ეფექტი“ განპირობებულია ამ კომპანიის მასშტაბებით და საბაზრო გავლენით. Walmart აშშ-ში 5,200-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. ამასთან ის არის უმსხვილესი დამსაქმებელი შეერთებულ შტატებში. ასეთი მასშტაბის მქონე საცალო ვაჭრობის კომპანიას შეუძლია გავლენა იქონიოს საბითუმო მოვაჭრეების მიერ დაწესებულ ფასზე, ამის ფუფუნება კი ბევრ ფირმას არ გააჩნია.

შედეგად, Walmart-ს ეძლევა შესაძლებლობა, პროდუქცია, სხვა ადგილობრივ ბიზნესებთან შედარებით, უფრო დაბალ ფასებში გაყიდოს. მას შეიძლება ჰქონდეს ძლიერი გავლენა, რომელიც სცილდება საცალო ბაზარს და წარმოებაზეც ზემოქმედებს. გარდა ამ უპირატესობისა, Walmart ისტორიულად აკონტროლებს თანამშრომლების ანაზღაურებას ისე, რომ კონკურენტ კომპანიებს ხელფასების შემცირება უჭირთ.

როდესაც კონკრეტულ ლოკაციაზე Walmart-ის მაღაზია იხსნება, დაბალი ფასები და პროდუქციის დიდი არჩევანი მომხმარებლების დიდ რაოდენობას იზიდავს. შესაბამისად, ადგილობრივი საცალო მოვაჭრეები ზარალდებიან.

ტერმინი „Walmart-ის ეფექტი“ პირველად გამოყენებულ იქნა 1990-იან წლებში. ჯილდოს მფლობელმა რეპორტიორმა და New York Times-ის ბესტსელერმა ავტორმა — ჩარლზ ფიშმანმა კი 2006 წელს დაწერა წიგნი სახელწოდებით Wal-Mart Effect, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ ზემოქმედებს Walmart ეკონომიკაზე. ამ წიგნში ჩარლზი სცილდება ამ ეფექტის დადებით და უარყოფით მხარეებს ადგილობრივი ბიზნესისთვის და ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, თუ როგორ შეუძლია Walmart-ს პოზიტიური და ნეგატიური გავლენა იქონიოს მომხმარებლებზე.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

ამერიკული კორპორაციების მოკლე ისტორია

შემდეგი

„გათავისუფლდით დესტრუქციული ჩვევებისგან“ — უორენ ბაფეტის რჩევა

მსგავსი სტატიები

რა არის ეკონომიკური შოკი?
ეკონომიკა

რა არის ეკონომიკური შოკი?

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
როგორ ზემოქმედებს საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკაზე?
ეკონომიკა

როგორ ზემოქმედებს საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკაზე?

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
რას ნიშნავს „ახალი ეკონომიკა“?
ეკონომიკა

რას ნიშნავს „ახალი ეკონომიკა“?

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
რა არის ეკონომიკური ციკლი?
ეკონომიკა

რა არის ეკონომიკური ციკლი?

by Giorgi
ნოემბერი 4, 2024
რა არის უმუშევრობის განაცხადი?
ეკონომიკა

რა არის უმუშევრობის განაცხადი?

by Giorgi
აგვისტო 9, 2024
მეტი
შემდეგი
„გათავისუფლდით დესტრუქციული ჩვევებისგან“ — უორენ ბაფეტის რჩევა

„გათავისუფლდით დესტრუქციული ჩვევებისგან“ — უორენ ბაფეტის რჩევა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved