• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი ეკონომიკა

რას ნიშნავს „ტუჩსაცხის ეფექტი“?

ივლისი 17, 2024
in ეკონომიკა
რას ნიშნავს „ტუჩსაცხის ეფექტი“?
გაზიარება

„ტუჩსაცხის ეფექტი“ თავს იჩენს მაშინ, როდესაც მომხმარებლები მცირე ფუფუნების საგნებზე ფულს ჯერ კიდევ ხარჯავენ რეცესიის, ეკონომიკური ვარდნის დროს ან როდესაც პირადად მათ ცოტა ნაღდი ფული აქვთ. ისინი არ ფლობენ საკმარის ფულად რესურსებს მასშტაბური ძვირადღირებული ნივთების შესაძენად, თუმცა მაინც ბევრი ადამიანი გამონახავს ფულს ისეთი ფუფუნების საგნის შესაძენად, როგორიც არის, მაგალითად, პრემიუმ ხარისხის ტუჩსაცხი. ამ მიზეზით, კომპანიები, რომლებიც სარგებლობენ „ტუჩსაცხის ეფექტით“, როგორც წესი, გამოირჩევიან გამძლეობით ეკონომიკური ვარდნის დროსაც კი.

„ტუჩსაცხის ეფექტის“ თეორია პირველად შემოიღო ლეონარდ ლაუდერმა, კოსმეტიკური საშუალებების კომპანიის — Estée Lauder-ის ყოფილმა მმართველმა. ლეონარდმა 2001 წლის სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აღნიშნა, რომ მისმა კომპანიამ ჩვეულებრივზე მეტი ტუჩსაცხი გაყიდა. შედეგად, მან დაასკვნა, რომ „ტუჩსაცხის ეფექტი“ შეიძლება ეკონომიკური ინდიკატორი იყოს.

„ტუჩსაცხის ეფექტის“ გააზრება

როგორც წესი, ჩვეულებრივ საქონელზე, მომხმარებლის შემოსავლის ზრდასთან ერთად, მოთხოვნაც მატულობს. თუმცა დაბალი ხარისხის საქონლის შემთხვევაში, მომხმარებელთა შემოსავლის ზრდა რეალურად ასუსტებს მოთხოვნას და პირიქით.

სწორედ ეს ხდება „ტუჩსაცხის ეფექტის“ შემთხვევაშიც. როდესაც მომხმარებელთა შემოსავალი მცირდება, ისინი უარს ამბობენ მასშტაბური ძვირადღირებული საქონლის შეძენაზე, თუმცა ფულს პატარა ფუფუნების საგნებზე ხარჯავენ.

„ტუჩსაცხის ეფექტი“ არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სწრაფი კვების რესტორნები და კინოთეატრები, როგორც წესი, კარგად მუშაობს რეცესიის დროსაც. ნაღდი ფულის მქონე მომხმარებლებს სურთ მიიღონ ისეთი გამოცდილებები, რომლებიც მათ ფინანსური პრობლემების დავიწყების საშუალებას მისცემს. ისინი ვერ გასწვდებიან მოგზაურობას, თუმცა საღამოს კინოთეატრში გატარებას გადაწყვეტენ და ბიუჯეტსაც შესაბამისად დაარეგულირებენ.

„ტუჩსაცხის ეფექტის“ კიდევ ერთი თეორიული საფუძველი არის ის, რომ ეკონომიკური რეცესიის დროს შრომის ბაზრები უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. ამან შეიძლება სამუშაოს მაძიებლებს უბიძგოს, მეტი დახარჯონ საქონელზე, რომელიც მათ, კონკურენტ კანდიდატებთან შედარებით, უპირატესად წარმოაჩენს. საკუთარ გარეგნობაზე მეტად ზრუნვა და უკეთესი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება შეიძლება ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა იყოს.

„ტუჩსაცხის ეფექტი“, როგორ ეკონომიკური ინდიკატორი

„ტუჩსაცხის ეფექტი“ როგორც ეკონომიკური ინდიკატორი, აზრს მოკლებული არ არის. თუმცა მისი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებას შეიძლება გაუჭირდეს ტუჩსაცხის და მსგავსი პროდუქტების გაყიდვების მონაცემების მოძიება რეგულარული ინტერვალებით, მაგალითად, ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად.

მოკლედ რომ ვთქვათ, უწყვეტი მონაცემების ნაკლებობა ზღუდავს „ტუჩსაცხის ეფექტის“ სარგებლიანობას ეკონომიკური ვარდნის პროგნოზირებისთვის.

შედეგად, „ტუჩსაცხის ეფექტის“ ინდიკატორი შეიძლება დაეხმაროს Estée Lauder-ის მმართველს კომპანიის ბიუჯეტის დაგეგმვაში, თუმცა მას ვერ გამოიყენებს ჩვეულებრივი ინვესტორი, თუ ამ პროდუქტის გაყიდვების უწყვეტ მონაცემებზე წვდომა არ ექნება.

ასევე აღსანიშნავია, რომ თუ ეკონომიკური შეკუმშვა საკმარისად ძლიერია და მომხმარებლების კლებას განაგრძობს, შეიძლება ისინი მცირე ფუფუნების საგნების შეძენასაც კი მოერიდონ.

წინა

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლები Microsoft-თან დაკავშირებით გამოძიებას იწყებენ

შემდეგი

რა ხდებოდა 17 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რა არის ეკონომიკური შოკი?
ეკონომიკა

რა არის ეკონომიკური შოკი?

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
როგორ ზემოქმედებს საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკაზე?
ეკონომიკა

როგორ ზემოქმედებს საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკაზე?

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
რას ნიშნავს „ახალი ეკონომიკა“?
ეკონომიკა

რას ნიშნავს „ახალი ეკონომიკა“?

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
რა არის ეკონომიკური ციკლი?
ეკონომიკა

რა არის ეკონომიკური ციკლი?

by Giorgi
ნოემბერი 4, 2024
რას ნიშნავს „Walmart-ის ეფექტი“?
ეკონომიკა

რას ნიშნავს „Walmart-ის ეფექტი“?

by Giorgi
ოქტომბერი 23, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 17 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 17 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved