• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 17 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 18, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 17 ივლისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინდელი სავაჭრო სესია Nasdaq Composite და S&P 500 ინდექსებმა მკვეთრი შემცირებით დაასრულა, რადგან ჩიპების მწარმოებელი და ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები შემცირდა.

გუშინ Nasdaq Composite თითქმის 2.8%-ით შემცირდა და სავაჭრო დღე დაასრულა ყველაზე დაბალ ნიშნულზე 1 ივლისის შემდეგ; S&P 500-მა კი 1.4%-ით დაიკლო. Dow Jones Industrial Average (DJIA) 0.6% გაიზარდა და ზედიზედ მეორედ დაიხურა რეკორდულ ნიშნულზე.

ოთხშაბათს ჩიპების მწარმოებელი კომპანიების აქციები დაეცა იმის გამო, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთში ნახევარგამტარული აღჭურვილობის ექსპორტზე შეზღუდვების გამკაცრებას განიხილავს. გარდა ამისა, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის მოქმედმა კანდიდატმა — დონალდ ტრამპმა Bloomberg Businessweek-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტაივანმა შეერთებულ შტატებს სამხედრო დაცვისთვის ფული უნდა გადაუხადოს. ეს აღძრავს ეჭვებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ ჩიპების ინდუსტრიაზე იმოქმედოს.

ამ სექტორში გუშინ ყველაზე მეტად დაზარალდა ASML (ASML) — მისი აქციების ფასი 13%-ზე მეტით შემცირდა. ჩიპების ინდუსტრიის სხვა კომპანიებმა — Nvidia (NVDA), Advanced Micro Devices (AMD), Qualcomm (QCOM), Broadcom (AVGO), Arm Holdings (ARM) და Taiwan Semiconductor (TSM) — ასევე მკვეთრი ვარდნა განიცადეს.

გუშინ სხვა ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასებიც შემცირდა, როგორებიც არიან: Apple (AAPL), Microsoft (MSFT), Amazon (AMZN) და Alphabet (GOOGL).

GlobalFoundries-ის (GFS) აქციების ფასი გაიზარდა — ნახევარგამტარების კომპანია ფლობს საწარმოო სიმძლავრეებს შეერთებულ შტატებში. მისმა აქციებმა გუშინ აღმასვლა განიცადა, რადგან კომპანიას შეუძლია, ისარგებლოს სავაჭრო შეზღუდვების გამკაცრებით და აშშ-ში ჩიპების დამზადების „გაძლიერებით“, იმის ფონზე, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობა იზრდება. GlobalFoundries გუშინ Nasdaq-ის ყველაზე კარგი წარმადობის კომპანიებს შორის იყო.

უკვე მეორე დღეა, რაც Dow Jones-ის ყველაზე წარმატებული კომპანია UnitedHealth-ია (UNH). სამშაბათს, მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა. გუშინ კი ეს მაჩვენებელი 4.5%-ით გაუმჯობესდა.

ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ში ძირითადი საფონდო ინდექსების ზრდას განაპირობებდა დიდი კაპიტალიზაციის ტექნოლოგიური აქციები და მოლოდინები, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთებს სექტემბერში შეამცირებს.

რამდენადაც ბაზრის მონაწილეები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ ფედერალური ბანკი მზადაა, განაკვეთები შეამციროს, ინვესტორები, ცნობილი ტექნოლოგიური კომპანიების ნაცვლად, ფულს აბანდებენ დაბალი კაპიტალიზაციის აქციებში, რომლებზეც სესხის აღების დაბალი ხარჯები პოზიტიურად ზემოქმედებს. გუშინ Russell 2000 მცირე კაპიტალიზაციის აქციების ინდექსი 1.1%-ით შემცირდა, მაგრამ გასული კვირის განმავლობაში დაახლოებით 10%-ით გაუმჯობესდა.

მოლოდინის ზრდამ, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი სექტემბერში საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს, გასული კვირის განმავლობაში მცირე კაპიტალიზაციის აქციების ფასების ზრდა განაპირობა.

New York Stock Exchange

მიზეზი ის არის, რომ დაბალი განაკვეთები მომგებიანია მცირე კომპანიებისთვის, რომლებსაც ზოგადად აქვთ უფრო მაღალი ვალი, ვიდრე უფრო დიდ ფირმებს. შესაბამისად, მცირე კომპანიები შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყოს ეკონომიკური ზეწოლის მიმართ. CME Group-ის FedWatch ინსტრუმენტის მიხედვით, რომელიც განაკვეთის ცვლილებებს ფედერალური ფონდების ფიუჩერსული ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით პროგნოზირებს, ტრეიდერების აზრით, არსებობს 100%-იანი შანსი, რომ Fed საპროცენტო განაკვეთებს სექტემბერში გასამართ შეხვედრაზე შეამცირებს.

ინვესტორები ყურადღებით ადევნებენ თვალს ეკონომიკურ მონაცემებს და Fed-ის ოფიციალური პირების კომენტარებს საპროცენტო განაკვეთების შემცირების გეგმების შესახებ ისევე, როგორც კომპანიების კვარტალურ ანგარიშებს.

აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების სარგებელი, რომელიც საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინის ფონზე კლებულობს, 4.16%-მდე დაეცა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია.

გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Johnson & Johnson, Starbucks და Amazon.

Johnson & Johnson

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Johnson & Johnson-მა (JNJ) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის აქციების ფასი თითქმის 4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ით არის დაკლებული.

კვარტალური შედეგები

2024 წლის მეორე კვარტალში Johnson & Johnson-ის შემოსავალი წლიურად 4%-ზე მეტით — $22.45 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $22.34 მილიარდს. ფარმაცევტული გიგანტის კორექტირებულმა მოგებამ თითქმის 2%-ით მოიმატა და $6.8 მილიარდს, ანუ თითო აქციაზე (EPS) $2.82-ს მიაღწია (პროგნოზი  — $2.72).

თუმცა ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა მოგებამ თითო აქციაზე $1.93 შეადგინა, რაც უოლ სტრიტის პროგნოზს $0.16-ით ჩამორჩა.

Johnson & Johnson-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გასულ კვარტალში მისი ინოვაციური მედიცინის — ანუ ფარმაცევტული — კატეგორიის გაყიდვებმა 5.5%-ით მოიმატა და თითქმის $14.5 მილიარდს მიაღწია. კომპანიაში აღნიშნეს, რომ კარგი შედეგი გამოწვეულია ისეთი პროდუქტებით, როგორებიც არის, მაგალითად სიმსივნის მედიკამენტები (Darzalex და Erleada) და ფსორიაზის სამკურნალო პრეპარატი — Tremfya.

Johnson & Johnson

Johnson & Johnson-ის სამედიცინო ტექნოლოგიების კატეგორიის გაყიდვები კი კვარტალში წლიურად 2%-ით — დაახლოებით $8 მილიარდამდე გაიზარდა.

მომავლის პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს,  Johnson & Johnson-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი $88-$88.4 მილიარდს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული მოგება თითო აქციაზე — $9.97-$10.07-ს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $10.01).

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Johnson & Johnson-ის აქციებს?

Johnson & Johnson-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $157.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $174.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $215.00-ს, ხოლო მინიმალური — $160.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Johnson & Johnson-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 13 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Starbucks

მალე Starbucks-ის (SBUX) მომხმარებლები კომპანიის ზოგიერთ ლოკაციაზე მხოლოდ კოფეინით არ „დაიმუხტებიან“.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავის ქსელი მუშაობს Mercedes-Benz-თან, რათა ამერიკელ მომხმარებლებს თავის 100 ლოკაციაზე ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები შესთავაზოს. შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში გერმანული ავტომწარმოებელი თავის 400-კილოვატიან მოწყობილობებს Starbucks-ის ლოკაციებზე განათავსებს Interstate 5-ის ავტომაგისტრალის გასწვრივ, დასავლეთ სანაპიროზე.

გასულ წელს Mercedes-Benz-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ შეუერთდებოდა Tesla-ს (TSLA) ჩრდილოეთ ამერიკის დამუხტვის სტანდარტის (NACS) ქსელს.

Starbucks

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Starbucks-ის აქციებს?

Starbucks-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $75.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $88.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $112.00-ს, ხოლო მინიმალური — $75.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Starbucks-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 27 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 18-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Amazon

Adobe Analytics-ის ანალიზის თანახმად, სამშაბათს Amazon-ის Prime Day-ის დაწყების ფონზე, აშშ-ში მომხმარებლების მიერ საცალო ვაჭრობის კომპანიების პროდუქტებზე დახარჯულმა ფულმა $7.2 მილიარდს მიაღწია.

Adobe Analytics-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ შედეგად, ეს გახდა 2024 წლის ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის დღე. სამშაბათს დაფიქსირებული გაყიდვები 12%-ით აღემატება გასული წლის Prime Day-ის პირველი დღის იმავე მაჩვენებელს.

გასულ წელს Prime Day-ის ორდღიანი ღონისძიების განმავლობაში ონლაინ შოპინგის გაყიდვებმა $12.7 მილიარდს მიაღწია.

Amazon

ანალიზმა ასევე დაადგინა, რომ „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ (BNPL) პროგრამების პოპულარობა იზრდება. სამშაბათს BNPL ვარიანტის გამოყენებით განხორციელებულმა შესყიდვებმა $540 მილიონი შეადგინა, რაც 17%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. Adobe ელოდება, რომ მთლიანი BNPL შესყიდვები დაახლოებით $1.1 მილიარდს მიაღწევს, ხოლო გაყიდვები მთლიანი ღონისძიების განმავლობაში — $14 მილიარდს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Amazon-ის აქციებს?

Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $188.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 44 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $223.05-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $200.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.7%-იან ზრდას გულისხმობს.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რას ნიშნავს „ტუჩსაცხის ეფექტი“?

შემდეგი

გუშინ Nvidia-ს და ნახევარგამტარების ინდუსტრიის სხვა კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად შემცირდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გუშინ Nvidia-ს და ნახევარგამტარების ინდუსტრიის სხვა კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად შემცირდა

გუშინ Nvidia-ს და ნახევარგამტარების ინდუსტრიის სხვა კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად შემცირდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved