• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი ეკონომიკა

რას ნიშნავს „ომის ეკონომიკა“?

იანვარი 31, 2024
in ეკონომიკა
რას ნიშნავს „ომის ეკონომიკა“?
გაზიარება

„ომის ეკონომიკა“ წარმოადგენს ქვეყნის წარმოების სიმძლავრის და განაწილების ორგანიზებას კონფლიქტის პერიოდში. „ომის ეკონომიკამ“ უნდა შეიტანოს არსებითი კორექტივები სამომხმარებლო წარმოებაში, რათა თავდაცვითი წარმოების საჭიროებები დააკმაყოფილოს. „ომის ეკონომიკაში“ მთავრობებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ გაანაწილონ თავიანთი ქვეყნის რესურსები ძალიან ფრთხილად, რათა მიაღწიონ სამხედრო გამარჯვებას და, ამავდროულად, დააკმაყოფილონ სასიცოცხლოდ აუცილებელი შიდა სამომხმარებლო მოთხოვნები.

„ომის ეკონომიკის“ გააზრება

„ომის ეკონომიკა“ პრიორიტეტს ანიჭებს იმ საქონლისა და მომსახურების წარმოებას, რომელიც მხარს უჭერს ომში გამარჯვებას და ასევე ცდილობს ეკონომიკის მთლიანობაში გაძლიერებას.

კონფლიქტის დროს მთავრობამ შეიძლება უპირატესობა მიანიჭოს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ხარჯები. ქვეყანა შეიძლება ასევე ორიენტირდეს ნორმირებაზე, რომელიც მთავრობის მიერ საქონლისა და მომსახურების, ასევე რესურსების განაწილებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ომის დროს, თითოეულ მთავრობას თავისი ეკონომიკის რეკონფიგურაციის მიმართ განსხვავებული მიდგომა გააჩნია.

ქვეყანაში, რომელიც „ომის ეკონომიკაშია“ გადასახადებისგან მიღებული ფულადი სახსრები თავდაცვისთვის გამოიყენება. ამასთან, თუ სახელმწიფო დიდი მოცულობის სესხს იღებს, ეს თანხები შეიძლება ძირითადად ჯარს და ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდეს. ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც არ არის კონფლიქტი, საგადასახადო შემოსავალი და ნასესხები ფული შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფრასტრუქტურისა და საშინაო პროგრამების, მაგალითად განათლების, გასაუმჯობესებლად.

„ომის ეკონომიკას“ ხშირად საფუძვლად უდევს აუცილებლობა, როდესაც მთავრობა გრძნობს, რომ ქვეყანას სჭირდება, პრიორიტეტად ეროვნული თავდაცვა აქციოს. „ომის ეკონომიკა“ ხშირად უფრო მეტ ინდუსტრიულ, ტექნოლოგიურ და სამედიცინო მიღწევებს ავლენს, რადგან ის განსაკუთრებულ კონკურენციაში იმყოფება და, შესაბამისად, ზეწოლის ქვეშ არის, რომ შექმნას უკეთესი თავდაცვის პროდუქტები დაბალ ფასად. თუმცა, ამ ფოკუსის გამო, „ომის ეკონომიკის“ მქონე ქვეყნებმა შეიძლება ასევე განიცადოს შიდა განვითარებისა და წარმოების შემცირება.

ომის ეკონომიკის მაგალითი

მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური ქვეყნები და მათ წინააღმდეგ ომში ჩართულ სახელმწიფოები „ომის ეკონომიკის“ პირობებში მოქმედებდნენ. მათ შორის იყვნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და გერმანია.

აშშ-ის მთავრობა „ომის ეკონომიკაზე“ გადავიდა პერლ ჰარბორზე იაპონიის თავდასხმის შემდეგ, გაზარდა გადასახადები და გამოუშვა საომარი ობლიგაციები (სახელმწიფოს მიერ გაცემული სავალო ფასიანი ქაღალდი ომის ან კონფლიქტის დროს სამხედრო ოპერაციების დასაფინანსებლად), რათა საომარი მოქმედებები დაეფინანსებინა. შეიქმნა ომის წარმოების საბჭო (WPB — War Production Board), რომლის მიზანიც ომისთვის საჭირო რესურსების გამოყოფა იყო. ცნობილია, რომ მთელს შეერთებულ შტატებში ქალები მონაწილეობდნენ „ომის ეკონომიკაში“ სამხედრო წარმოების სამუშაოებზე და სხვა თანამდებობებზე. ამ ადგილებს ადრე იკავებდნენ მამაკაცები, რომელთაგან ბევრი მეორე მსოფლიო ომს შეუერთდა.

მნიშვნელოვანი საკითხები

იქიდან გამომდინარე, რომ ომმა ზოგჯერ შეიძლება ტექნოლოგიური და სამედიცინო პროგრესის დაჩქარება გამოიწვიოს, შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკა ომის შემდეგ მნიშვნელოვნად გაძლიერდეს. ეს მოხდა აშშ-ის შემთხვევაში პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდგომ პერიოდებში. თუმცა, ზოგიერთი ეკონომისტი ამტკიცებს, რომ სამხედრო ხარჯების უსარგებლო ბუნება საბოლოოდ ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ წინსვლას აფერხებს.

წინა

თებერვალში Walmart-ის აქციები 1/3 პროპორციით დაიყოფა

შემდეგი

რა ხდებოდა 31 იანვარს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რა არის ეკონომიკური შოკი?
ეკონომიკა

რა არის ეკონომიკური შოკი?

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
როგორ ზემოქმედებს საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკაზე?
ეკონომიკა

როგორ ზემოქმედებს საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკაზე?

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
რას ნიშნავს „ახალი ეკონომიკა“?
ეკონომიკა

რას ნიშნავს „ახალი ეკონომიკა“?

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
რა არის ეკონომიკური ციკლი?
ეკონომიკა

რა არის ეკონომიკური ციკლი?

by Giorgi
ნოემბერი 4, 2024
რას ნიშნავს „Walmart-ის ეფექტი“?
ეკონომიკა

რას ნიშნავს „Walmart-ის ეფექტი“?

by Giorgi
ოქტომბერი 23, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 31 იანვარს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 31 იანვარს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved