• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“

ოქტომბერი 31, 2024
in რჩევები
საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“
გაზიარება

ოსკარზე ნომინირებული ფილმი — „უოლ სტრიტის მგელი“ დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე, რომელიც ჯორდან ბელფორტის თაღლითური სქემის ისტორიას მოგვითხრობს. თუმცა ამ ფილმმა გამოიწვია მწვავე დაპირისპირება აშშ-ში ჯორდანის მიერ მოტყუებული 1,500-ზე მეტი მსხვერპლის წარმომადგენელ ასოციაციასა და რეჟისორ მარტინ სკორსეზეს შორის. მართლაც, ფილმი ნაწილობრივ მოკლებულია რეალობას, როდესაც საქმე ჯორდან ბელფორტის თაღლითობის მსხვერპლთა ასახვას ეხება.

ვინ იცის, ამ ფილმის ნახვის შემდეგ, რამდენმა ადამიანმა წარმოიდგინა თავი ახალგაზრდა ბროკერის ადგილზე, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში მილიარდერი გახდა? გამჭრიახმა ინვესტორებმა კი, ამ შესანიშნავ ფილმში, ღირებული საინვესტიციო გაკვეთილების ამოცნობა უნდა შეძლონ. დღეს კი სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და შემოგთავაზებთ 7 გაკვეთილს „უოლ სტრიტის მგლიდან“.

  1. ფრთხილად იყავით „უსახელო“ მცირე საბროკერო კომპანიებთან

უმჯობესია, არ მიანდოთ ფული უცნობ ბროკერს ან კონსულტანტს, რომელიც არ არის დაკავშირებული რომელიმე საკონსულტაციო ფირმასთან. აღსანიშნავია, რომ ამ ასპარეზზეც არსებობენ შესანიშნავი პროფესიონალები, ისევე, როგორც დიდი ისტორიის მქონე, მაგრამ არასანდო კომპანიები. თუმცა იმ ადამიანზე დაყრდნობა, რომელსაც კარიერული გამოცდილება არ გააჩნია ან, რომელსაც კარგად არ იცნობთ, დიდი რისკია.

  1. მხოლოდ მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ნუ დაეყრდნობით

თუ გადაწყვეტთ, საქმე მცირე საბროკერო კომპანიასთან დაიჭიროთ, მინიმუმ იმაში უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ შეგიძლიათ ენდოთ მას, ვინც თქვენს ფულს განაგებს. ამასთან, მხოლოდ მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არ უნდა დაეყრდნოთ — მოიძიეთ რეკომენდაციები დამოუკიდებელი წყაროებისგან

  1. ინფორმაცია კომპანიის შესახებ უნდა იყოს დამაჯერებელი და მკაფიო

საინვესტიციო სამყაროში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის საჭიროა გარკვეული კვლევის ჩატარება. კარგი რეპუტაციის მქონე ფინანსური ფირმები ყველაფერს ღიად აკეთებენ, ამიტომ მათი ქცევისა და ბიზნესის წარმოების შესახებ ინფორმაციის ან რეკომენდაციების მოპოვება რთული არ უნდა იყოს. საეჭვოდ ითვლება ისეთი კომპანიები, რომლებიც რეკლამას ახორციელებენ მხოლოდ ფინანსური წარმადობის შესახებ, მაგრამ მათი საინვესტიციო, თუ სხვა სახის პროცესები გაუმჭვირვალეა.

  1. ეთიკას ნუ დაივიწყებთ

ზღვრის ერთხელ გადალახვის შემთხვევაში, უკან დაბრუნება ძალიან რთულია. „როდესაც საქმიანობა დავიწყე, ეთიკისგან დაცლილი ადამიანი არ ვიყავი. სულს დროდადრო ვყიდდი. ბნელ მხარეზე პაწაწინა შეუმჩნეველი ნაბიჯების სერიით გადავედი“ — ამბობს ჯორდან ბელფორტი თავის ავტობიოგრაფიაში.

  1. უფრთხილდით „ექსკლუზიურ ჯგუფებს“

მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი თაღლითური ტექნიკა მლიქვნელობაა: „ჩემი კლიენტები ექსკლუზიური ჯგუფის წევრები არიან, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მათი ნაწილი გახდეთ“. სწორედ ასე მოიქცა ჯორდან ბელფორტი.

  1. თუ რაღაც რეალობისთვის ზედმეტად კარგი გგონიათ, ალბათ, მართალი ხართ

ყველა ეძებს უმარტივეს და უმოკლეს გზას მიზნის მისაღწევად. გამონაკლისი არც ფინანსებია. როდესაც ვინმე ისეთ რამეს შემოგთავაზებთ, რაც რეალობისთვის ზედმეტად კარგი ჩანს, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, საკუთარ თავს უნდა დაუსვათ ორჯერ მეტი შეკითხვა და ორჯერ მეტი კვლევა უნდა ჩაატაროთ. ისევ და ისევ, ამის შესანიშნავი მაგალითია ის მაცდუნებელი სარგებელი, რომელსაც ჯორდანი კლიენტებს წლების განმავლობაში ჰპირდებოდა.

  1. ფინანსურ მარეგულირებლებს თავიანთი ლიმიტები აქვთ

მარეგულირებელი და საზედამხედველო ორგანოები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მათზე ბრმად დაყრდნობა მაინც გულუბრყვილო ქმედებაა. პირველ რიგში ინვესტორებმა თავად უნდა აკონტროლონ საკუთარი თავი და ის ფინანსური ფირმები, რომლებთანაც საქმეს იჭერენ.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჯორდან ბელფორტის ჩვენება აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის (SEC) მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული კონტროლის შესახებ. „თვითონ სააგენტო უბრალოდ არასწორად მუშაობს. ის უნდა დაიშალოს და უფრო ეფექტიან სამთავრობო უწყებებად ჩამოყალიბდეს. ადრე, ორი წლის მანძილზე, SEC-მა გამომძიებლების ოთხი გუნდი გამოგვიგზავნა. ისინი ბავშვები იყვნენ და ფასიანი ქაღალდების ბიზნესის შესახებ არაფერი იცოდნენ. მაშინ ძალიან ბევრს ვცდილობდი, რომ ჩემი საქმიანობა კანონიერი გამოჩენილიყო. სატყუარებს ვუგდებდით და სანამ ისინი დამაჯერებელი მტკიცებულების ძიებით იყვნენ დაკავებულნი, ჩვენ ფულის მთები გამოვიმუშავეთ“.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

როგორ გამოიმუშავებს Amazon ფულს?

შემდეგი

ყველაფერი საფონდო ბირჟაზე ინვესტირების ფსიქოლოგიის შესახებ

მსგავსი სტატიები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს
რჩევები

ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან
რჩევები

ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად
რჩევები

უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად

by Giorgi
ნოემბერი 7, 2024
რატომ არის ინვესტირებაში გრძელვადიანი მიდგომა მნიშვნელოვანი?
რჩევები

რატომ არის ინვესტირებაში გრძელვადიანი მიდგომა მნიშვნელოვანი?

by Giorgi
ოქტომბერი 30, 2024
მეტი
შემდეგი
ყველაფერი საფონდო ბირჟაზე ინვესტირების ფსიქოლოგიის შესახებ

ყველაფერი საფონდო ბირჟაზე ინვესტირების ფსიქოლოგიის შესახებ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved