• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება რჩევები

უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად

ნოემბერი 7, 2024
in რჩევები
უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად
გაზიარება

უორენ ბაფეტი ახალგაზრდებს ხშირად უზიარებს გამოცდილებას ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის და, რა თქმა უნდა, მათ შორის ინვესტირების შესახებ. თუმცა მის მისი ფასდაუდებელი რჩევები, როგორც წესი, არა მარტო ახალგაზრდებისთვის, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის არის სასარგებლო. დღეს ლეგენდარული ინვესტორის 4 შესანიშნავ რჩევას შემოგთავაზებთ.

  1. გამოიყენეთ რთული პროცენტის ძალა

უორენ ბაფეტი ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორია, რომელიც „buy-and-hold” სტრატეგიას ეყრდნობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლეგენდარული ინვესტორი თავის ინვესტიციებს წლების განმავლობაში ინარჩუნებს, რადგან მას კარგად აქვს გააზრებული საფონდო ბირჟაზე რთული პროცენტისა და დროის ძალა. იმისთვის, რომ თქვენთვისაც უფრო თვალსაჩინო იყოს, თუ ინვესტირებისას რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო, ქვემოთ მოცემულ ფოტოს დააკვირდით.

Investing in S&P 500
  1. მოერიდეთ ვალის აღებას

Berkshire Hathaway-ის ერთ-ერთ ყოველწლიურ შეკრებაზე ბაფეტმა აღნიშნა, რომ მისი უმთავრესი რჩევა ახალგაზრდებისთვის შემდეგია: „უბრალოდ მოერიდეთ ვალს“. დღესდღეობით ახალგაზრდა ადამიანებისთვის ეს უფრო რთული მისიაა, ვიდრე უორენ ბაფეტისთვის იყო მათ ასაკში, რადგან ამჟამად, სტუდენტური დავალიანების გარეშე, ფორმალური განათლების მიღება შეიძლება საკმაოდ რთული იყოს.

თუმცა ლეგენდარული ინვესტორი ამ მხრივ ერთ საინტერესო შენიშვნას აკეთებს — იგი მიიჩნევს, რომ განათლების ფასეულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იღებს მას. მართალია, უორენ ბაფეტისთვის საკუთარ თავში ინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, მისი აზრით, სტუდენტებმა, რომლებსაც სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელება სურთ, ამ ინვესტიციის ფასეულობა უნდა შეადარონ ფულს, რომლის დახარჯვაც მათ უნივერსიტეტისთვის მოუწევთ. მათ ასევე უნდა შეაფასონ კრედიტი, რომლის აღებაც ამ მიზნის მისაღწევად იქნება საჭირო.

  1. დაივიწყეთ სწრაფად გამდიდრება

ბაფეტის თქმით, სწრაფი გამდიდრების მცდელობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფინანსური შეცდომაა. „ნელი ნაბიჯებით წარმატების მიღწევა საკმაოდ ადვილია, თუმცა ამას სწრაფად გამდიდრებაზე ვერ ვიტყვით“ — ამბობს იგი.

  1. გამოიყენეთ რეალური შესაძლებლობები

ლეგენდარული ინვესტორის ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამის თანახმად, „შესაძლებლობები იშვიათად მოდის. როდესაც ოქრო წვიმს, მოიმარჯვეთ სათლი და არა — სათითე“.

ეს სიტყვები წინა რჩევას არ ეწინააღმდეგება. მთავარია, თქვენთვის სასურველი კომპანია სათანადოდ გაანალიზოთ, რათა ზედმეტად კარგი, არარეალურად სწრაფი გამდიდრების სქემისა და ნამდვილად ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობის ერთმანეთისგან გარჩევა შეძლოთ.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

რას ნიშნავს Apple-ის „გალავნიანი ბაღი“?

შემდეგი

რას ნიშნავს ტერმინი „Hot Hand”?

მსგავსი სტატიები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს
რჩევები

ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან
რჩევები

ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“

by Giorgi
ოქტომბერი 31, 2024
რატომ არის ინვესტირებაში გრძელვადიანი მიდგომა მნიშვნელოვანი?
რჩევები

რატომ არის ინვესტირებაში გრძელვადიანი მიდგომა მნიშვნელოვანი?

by Giorgi
ოქტომბერი 30, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს ტერმინი „Hot Hand”?

რას ნიშნავს ტერმინი „Hot Hand”?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved