• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი ინდუსტრიები

რას ნიშნავს Apple-ის „გალავნიანი ბაღი“?

ნოემბერი 7, 2024
in ინდუსტრიები
რას ნიშნავს Apple-ის „გალავნიანი ბაღი“?
გაზიარება

Apple მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპანიაა, რომლის მოწყობილობებსაც (iPhone, Mac, iPad და ა. შ.) ამჟამად 2 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. Apple-ის დომინირების მრავალი მიზეზი არსებობს და ერთ-ერთი მათგანი კომპანიის „გალავნიანი ბაღი“, ანუ დახურული პლატფორმაა.

ზუსტად რას გულისხმობს Apple-ის დახურული პლატფორმა?

Apple-ის ეკოსისტემამ მოიპოვა სახელწოდება „გალავნიანი ბაღი“ თავისი ეკოსისტემისა და ტექნოლოგიებისადმი დამცავი მიდგომის გამო, მათ შორის მაღალი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით. ასევე არსებობს მთელი რიგი შეზღუდვები, რომლებიც დეველოპერებსა და მისი მოწყობილობების მომხმარებლებზე ვრცელდება.

რა უპირატესობები აქვს „გალავნიან ბაღს“?

Apple-ის მიდგომა განსხვავდება ღია კოდის პლატფორმებისგან, როგორიც არის, მაგალითად, Alphabet-ის Google. „გალავნიან ბაღს“ აქვს რამდენიმე უპირატესობა როგორც Apple-ის მომხმარებლებისთვის, ისე კომპანიის ბიზნესისთვის. მაგალითად, პერსონალურ კომპიუტერებთან შედარებით, Apple-ის Mac-ები ცნობილია იმით, რომ ისინი ნაკლები ხარვეზებით ხასიათდება.

Apple-ის მიდგომა კომპანიას უზრუნველყოფს მეტი კონტროლით თავის მოწყობილობებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე. შედეგად კი ისინი, როგორც წესი, უკეთესად ფუნქციონირებს. „გალავნიანი ბაღი“ ასევე აადვილებს Apple-ის სხვადასხვა მოწყობილობის ერთმანეთთან მუშაობას. მაგალითად, AirPod-ები შექმნილია iPhone-თან, iPad-თან ან Mac-თან დასაკავშირებლად, ხოლო Apple Watch შეუფერხებლად მუშაობს iPhone-თან და მისი მონაცემები iCloud-ზე იტვირთება.

„გალავნიან ბაღს“ ასევე გააჩნია რამდენიმე უპირატესობა Apple-ისთვის, როგორც ბიზნესისთვის. ის ეხმარება კომპანიას, გამოიმუშაოს მოგების მაღალი მარჟა კონკურენციის დაბლოკვით და App Store-ის საკომისიოების საშუალებით.

მიუხედავად იმისა, რომ Apple-ს შეეძლო წარმატებული ყოფილიყო ღია კოდის მოდელითაც, დახურული პლატფორმის მიდგომა კომპანიისთვის შესანიშნავად მუშაობს. ეს ტექნოლოგიურ გიგანტს საშუალებას აძლევს, გააკონტროლოს თავისი პროდუქტის ხაზის ყველა ასპექტი, მათ შორის დიზაინი და პროგრამული უზრუნველყოფა. გარდა ამისა, Apple-ს საშუალება ეძლევა, გამოირჩეს კონკურენტებისგან, როგორიც არის, მაგალითად, Android სისტემის ტელეფონები.

დაბოლოს, Apple-ის „გალავნიანი ბაღი“ კომპანიის ერთი მოწყობილობის მფლობელს აძლევს სტიმულს, Apple-ის სხვა პროდუქტიც შეიძინოს, ან არსებული უფრო ახლით ჩაანაცვლოს.

ოდესმე გაქრება Apple-ის „გალავნიანი ბაღი“?

ყველას არ მოსწონს Apple-ის დახურული პლატფორმა. ზოგიერთი მომხმარებელი ჩივის, რომ ასეთი მიდგომა კომპანიის პროდუქტებს ნაკლებად თავსებადს ხდის სხვა მოწყობილობებთან. სხვები ამტკიცებენ, რომ ეს Apple-ს საშუალებას აძლევს, იყოს რისკისადმი ნაკლებად მიდრეკილი, რაც ხსნის, თუ რატომ დააგვიანა კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის (AI) პროდუქტის გამოშვება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა ახლახან დააანონსა Apple Intelligence.

თუმცა არსებობს გარკვეული ნიშნები იმისა, რომ Apple-ის „გალავნიანი ბაღი“ არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ადრე იყო. მაგალითად, ევროკავშირში მიღებული კანონმდებლობა Apple-ს აიძულებს, გადადგას ნაბიჯები App Store-ის მეტად გასახსნელად.

ამავდროულად, სავარაუდოდ, კომპანია იბრძოლებს დახურული პლატფორმის შესანარჩუნებლად. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, Apple-მა ეს სტრატეგია შეცვალოს, განსაკუთრებით მარეგულირებლების დასამშვიდებლად, მოსალოდნელია, რომ კომპანია „გალავნიანი ბაღის“ მიდგომას შეინარჩუნებს.

Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

როგორ გამოიმუშავებს Nike ფულს?

შემდეგი

უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად

მსგავსი სტატიები

რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?
ინდუსტრიები

რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
რას ნიშნავს მზარდი ინდუსტრია?
ინდუსტრიები

რას ნიშნავს მზარდი ინდუსტრია?

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
რა არის ARPU?
ინდუსტრიები

რა არის ARPU?

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
როგორ გამოიმუშავებს Apple ფულს?
ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Apple ფულს?

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
როგორ გამოიმუშავებს Netflix ფულს?
ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Netflix ფულს?

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
მეტი
შემდეგი
უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად

უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved