• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი ინდუსტრიები

რას ნიშნავს მზარდი ინდუსტრია?

დეკემბერი 25, 2024
in ინდუსტრიები
რას ნიშნავს მზარდი ინდუსტრია?
გაზიარება

მზარდი ინდუსტრია არის ეკონომიკის ის სექტორი, რომელიც, სხვებთან შედარებით, საშუალოზე მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდება. ხშირ შემთხვევაში ეს არის ახალი ინდუსტრია, რომელიც წარსულში არ არსებობდა. მისი ზრდა ამ სფეროში მოღვაწე კომპანიების მიერ შეთავაზებულ პროდუქტებსა და სერვისებზე არსებული მოთხოვნის შედეგია. მზარდი ინდუსტრიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ტექნოლოგიური სექტორი, რომლის პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, რამაც ამ სფეროს კომპანიებს დიდი სარგებელი მოუტანა.

მზარდი ინდუსტრიების გააზრება

მზარდი ინდუსტრიის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი.

ერთ-ერთი მათგანია ინოვაციური ტექნოლოგიების გამოჩენა, რომლებიც მეწარმეებს და სტარტაპებს ინდუსტრიასთან დაკავშირებული ახალი პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაში ეხმარება. ტექნოლოგიების მუდმივად ცვალებადი ბუნების გათვალისწინებით, ასეთ სფეროებში ინვესტირების საფუძველი მომავალი ექსპონენციური ზრდის იმედია.

სმარტფონების ინდუსტრია, რომელმაც რამდენიმე ინოვაციური ტექნოლოგია ერთ პროდუქტში გააერთიანა, ამ ათწლეულის დასაწყისში მზარდ სექტორად იქცა. ბოლო დროს ასეთი მიდგომის მაგალითებს ვირტუალური რეალობა (VR) და მანქანათმცოდნეობა წარმოადგენს. VR არის იმერსიული, კომპიუტერის მიერ შექმნილი სცენარი, რომელსაც რეალური ცხოვრებისეული გამოცდილების სიმულირება შეუძლია. ის მრავალ სფეროში გამოიყენება, დაწყებული თამაშებით, დასრულებული სამედიცინო სკოლებში სასწავლებლად.

ზრდას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს რეგულაციების ცვლილებებმა. მაგალითად, აშშ-ში ჯანდაცვის ინდუსტრიის ზრდა ძირითადად გამოწვეულია დაზღვევასთან დაკავშირებული რეგულაციების ცვლილებებით. ელექტროენერგიის ბაზრების დერეგულაციამ და მდგრადი ცხოვრების შესახებ უფრო მეტმა ინფორმირებულობამ ასევე გამოიწვია ის, რომ ინვესტორებმა თავიანთი ფულის განახლებადი ენერგიის კომპანიებში ინვესტირება დაიწყეს.

ელექტრომობილების ინდუსტრიის ლიდერი — Tesla არის კომპანიის მაგალითი, რომელიც რეგულაციების ცვლილებით და ტექნოლოგიური განვითარებით სარგებლობს. ინვესტორები დაინტერესდნენ კომპანიით უფრო მწვანე მომავლის იმედიდან და Tesla-ს უახლესი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე.

მესამე ფაქტორი, რომელიც ინდუსტრიების ზრდას განაპირობებს, ცხოვრების წესისა და მომხმარებლების პრეფერენციების ცვლილებაა. მეტი თავისუფალი დროის, ასევე ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტირების ვარიანტების ხელმისაწვდომობის გამო, მომხმარებლებმა მეტი მოგზაურობა დაიწყეს. გაიზარდა სამოგზაურო აპლიკაციებისა და ვებგვერდების რაოდენობა. მოგზაურობასთან დაკავშირებულმა სტარტაპებმა, როგორიცაა Airbnb და Uber, ამ ყველაფრისგან მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღეს.

მზარდი ინდუსტრიების მახასიათებლები

მზარდი ინდუსტრიების განსაკუთრებული მახასიათებლები მოიცავს მასში გაერთიანებული კომპანიებს მიერ თანმიმდევრულ და სწრაფად მზარდ გაყიდვებს, ინვესტიციების შემოდინებას. ამას ხშირად შეიძლება თან ახლდეს დიდი აჟიოტაჟი პრესაში. მზარდი ინდუსტრიები, როგორც წესი, შედარებით არასტაბილურ და სარისკო აქციებს მოიცავს. ხშირად ინვესტორები მზად არიან საკუთარ თავზე ეს რისკი აიღონ, რათა, პოტენციურად, დიდი სარგებელი მიიღონ.

დამატებითი რისკები, რომლებიც მზარდ ინდუსტრიებს ახასიათებს, შეიძლება მოიცავდეს ფულადი სახსრების ხარჯვის მაღალ მაჩვენებელს, მომხმარებელთა და ინვესტორების აღელვებულობის მიუხედავად მომგებიანობის ნაკლებობას, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ წარუმატებლობას, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროგრესს.

ზრდის ინდუსტრიები და CAGR

ინვესტიციის ამჟამინდელი სიცოცხლისუნარიანობისა და მომავალი პოტენციალის განსაზღვრისას ბევრი ანალიტიკოსი ნაერთ წლიურ ზრდის ტემპს (CAGR) იყენებს. CAGR არის ინვესტიციის საშუალო წლიური ზრდის ტემპი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში განსაზღვრულ პერიოდში და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მზარდი, ასევე სხვა ტიპის ინდუსტრიის კომპანიების შემთხვევაში.

ნაერთი წლიური ზრდის ტემპი შემდეგი ფორმულით გამოითვლება:

n წლები — ინვესტიციის ფლობის პერიოდის ხანგრძლივობა.

CAGR ფართოდ გამოიყენება ინვესტიციის საშუალო ზრდის გამოსათვლელად. მაგალითად კონკრეტული აქციის ფასის ღირებულება შეიძლება ერთ წელს 6%-ით გაიზარდოს, შემდეგ 3%-ით შემცირდეს და მომდევნო წელს 2%-ით გაიზარდოს. არათანმიმდევრული წლიური ზრდის შემთხვევაში, CAGR შეიძლება გამოყენებულ იქნას ინვესტიციის პროგრესის უფრო ფართო სურათის წარმოსაჩენად. თუმცა ეს მაჩვენებელი არ ითვალისწინებს გარე ფაქტორებს, როგორიცაა ბაზრის არასტაბილურობა.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

შემდეგი

როგორ ზემოქმედებს ინფორმაციული მიკერძოება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე?

მსგავსი სტატიები

რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?
ინდუსტრიები

რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
რა არის ARPU?
ინდუსტრიები

რა არის ARPU?

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
როგორ გამოიმუშავებს Apple ფულს?
ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Apple ფულს?

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
როგორ გამოიმუშავებს Netflix ფულს?
ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Netflix ფულს?

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
რას ნიშნავს Apple-ის „გალავნიანი ბაღი“?
ინდუსტრიები

რას ნიშნავს Apple-ის „გალავნიანი ბაღი“?

by Giorgi
ნოემბერი 7, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ ზემოქმედებს ინფორმაციული მიკერძოება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე?

როგორ ზემოქმედებს ინფორმაციული მიკერძოება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved