• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება რჩევები

ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს

ნოემბერი 15, 2024
in რჩევები
ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს
გაზიარება

უორენ ბაფეტი, Berkshire Hathaway-ის ცნობილი აღმასრულებელი დირექტორი, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინვესტორად ითვლება. ბაფეტმა დააგროვა ფასდაუდებელი გამოცდილება და ცოდნა, რომელიც ფინანსური სამყაროს საზღვრებს სცილდება და ინვესტორს ბიზნეს სამყაროში ყველასთვის საყვარელ ფიგურად აქცევს. იგი ხშირად უზიარებს თავის ცოდნას საზოგადოებას როგორც ინვესტირების, ასევე სხვა, ცხოვრებისეული საკითხების შესახებ.

დღევანდელ სტატიაში უორენ ბაფეტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიტყვებზე გავამახვილებთ ყურადღებას: „ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს“.

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულმა ინვესტორმა საყვარელი საქმიანობა, ანუ ინვესტირება სულ რაღაც 11 წლის ასაკში დაიწყო. ასე რომ, ბაფეტი აშკარად ამ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება. გარდა იმისა, რომ ინვესტორი ძალიან წარმატებულია, როგორც ცნობილია, ის და მისი დიდი ხნის პარტნიორი — ჩარლი მანგერი (გარდაიცვალა გასული წლის ნოემბერში) სამსახურში სიხარულით დადიოდნენ.

მოდით, უორენ ბაფეტის ზემოთ აღნიშნულ სიტყვებს უფრო ყურადღებით დავუკვირდეთ და გავიაზროთ, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი საყვარელი საქმიანობით დაკავება და როგორ გაზრდის ის თქვენს შანსებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი გახდეთ.

მეტად სავარაუდოა, რომ საქმეს მეტი გულმოდგინებით შეუდგებით

თუ ხედავთ, რომ თქვენს საქმიანობაში არსებული გამოწვევების გადალახვა შრომატევადია, დიდია შანსი, რომ მათი თავიდან აცილება მოგინდეთ. თუმცა, თუ საქმე თქვენს საყვარელ სფეროს ეხება, გამოწვევებს საინტერესო თავსატეხებად აღიქვამთ და, შესაძლოა, თქვენთვის მათი ამოხსნა სახალისო პროცესი იყოს. ამიტომ, მეტად სავარაუდოა, რომ მათთან შეჭიდებას დროსა და ძალისხმევას დაუთმობთ.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ სტრესმა შეგაწუხოთ

ალბათ, სტრესისგან სრულიად თავისუფალი ცხოვრება არ არსებობს. სინამდვილეში სტრესი ზოგჯერ კარგია და ჩვენში ახალი შესაძლებლობების, ძალის აღმოჩენაშიც გვეხმარება. უფრო ადვილია გავუმკლავდეთ სტრესს, რომელიც ჩვენს საყვარელ საქმიანობას ახლავს თან. თუმცა, თუ ჩვენთვის არასასურველ სფეროში ვმოღვაწეობთ ეს თავადვე დიდი სტრესია, რასაც ემატება ის სირთულეები, რომლებიც ნებისმიერი სამუშაო პროცესისთვის არის დამახასიათებელი. საყვარელი საქმის შემთხვევაში კი, ამ უკანასკნელს აკომპენსირებს ის, რაც გვამოძრავებს — სიყვარული.

მეტად მოსალოდნელია, რომ თქვენს მომხმარებლებს გაუგებთ

თუ ისეთ სფეროში მუშაობთ, რომელიც გიყვართ, სავარაუდოდ, მომხმარებელთან მეტ სიახლოვეს იგრძნობთ და შეძლებთ, სწორად აღიქვათ ის, რისი ნახვაც მათ თქვენს პროდუქტებსა და სერვისებში სურთ. ეს უფრო რთულია იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული საქმე მხოლოდ პოტენციური შემოსავლის გამო გიზიდავთ.

მეტად სავარაუდოა, რომ თქვენს თანამშრომლებს გაუგებთ

თუ მუსიკოსი ხართ და პარალელურად მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიას მართავთ, ალბათ, თქვენს თანამშრომლებს კარგად გაუგებთ, რადგან ყველას ერთი დიდი საერთო ინტერესი გაგაერთიანებთ. ადამიანები, რომლებიც ერთი სფეროთი არიან დაინტერესებულები, როგორც წესი, ერთმანეთთან საერთო ენას სწრაფად პოულობენ. ჯანსაღი სამუშაო გარემოსთვის კი სწორი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მეტად მოსალოდნელია, რომ იამაყებთ და კმაყოფილი იქნებით თქვენი საქმიანობით

შეიძლება გქონდეთ მაღალი ანაზღაურება და მუშაობდეთ პოზიციაზე, რომელიც ბევრი ადამიანისთვის საოცნებოც კია, თუმცა ძნელია იამაყოთ საქმით, რომელიც არ გაინტერესებთ და ბედნიერებას ვერ განიჭებთ. ამის საპირისპიროდ, ბევრი ადამიანი შეიძლება დაკმაყოფილდეს შედარებით დაბალანაზღაურებადი სამსახურითაც იმ შემთხვევაში, თუ ის საყვარელი საქმიანობით იქნება დაკავებული.

უფრო დიდია ალბათობა, რომ გამორჩეული იქნებით

საქმის სიყვარული ერთადერთი ინგრედიენტი არ არის, მაგრამ ის თქვენს წარმატებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. თუ საყვარელ საქმეს აკეთებთ, უფრო მაღალი ხარისხის შედეგს მიაღწევთ და მოახერხებთ ისეთი გამოწვევების გადალახვას, რომლებიც მათთვის უინტერესო საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს უკან დახევას აიძულებს.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

რას ნიშნავს „ახალი ეკონომიკა“?

შემდეგი

რას ნიშნავს აქციის ბეტა?

მსგავსი სტატიები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან
რჩევები

ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად
რჩევები

უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად

by Giorgi
ნოემბერი 7, 2024
საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“

by Giorgi
ოქტომბერი 31, 2024
რატომ არის ინვესტირებაში გრძელვადიანი მიდგომა მნიშვნელოვანი?
რჩევები

რატომ არის ინვესტირებაში გრძელვადიანი მიდგომა მნიშვნელოვანი?

by Giorgi
ოქტომბერი 30, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს აქციის ბეტა?

რას ნიშნავს აქციის ბეტა?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved