• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

ვინ არის ჩარლი მანგერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

სექტემბერი 22, 2023
in ადამიანები
ვინ არის ჩარლი მანგერი? — ინვესტორის ბიოგრაფია
გაზიარება

ჩარლი მანგერი, ინვესტორი და ბიზნესმენი, ცნობილია უორენ ბაფეტთან წარმატებული თანამშრომლობით და საინვესტიციო სამყაროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით. როგორც Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარემ, ჩარლიმ კომპანიის საინვესტიციო ფილოსოფიისა და სტრატეგიის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ადრეული ცხოვრება და განათლება

ჩარლი მანგერი 1924 წელს ომაჰაში დაიბადა. მოზარდობისას იგი უორენ ბაფეტის ბაბუის საკუთრებაში არსებულ სასურსათო მაღაზიაში — Buffett & Son-ში მუშაობდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს იგი მიჩიგანის უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. თუმცა 1943 წელს, მას შემდეგ, რაც 19 წლის გახდა, ჩარლიმ სწავლა მიატოვა და აშშ-ის არმიის საჰაერო ძალებს შეუერთდა, სადაც მეტეოროლოგად გადამზადდა და მეორე ლეიტენანტადაც კი დაწინაურდა. მოგვიანებით ჩარლიმ მეტეოროლოგიის შესწავლა განაგრძო პასადენაში, ქალაქში, რომელიც მის სახლად იქცა.

ჰარვარდის სამართლის სკოლაში ჩარიცხვის შემდეგ (ბაკალავრის ხარისხის გარეშე) მან 1948 წელს სწავლა იურისპრუდენციის დოქტორის წოდებით დაამთავრა. როგორც უძრავი ქონების ადვოკატმა, ადრეულ წლებში მან კალიფორნიაში ცნობილი იურიდიული ფირმა — Munger, Tolles & Olson დააარსა.

სამართლიდან ფინანსებზე გადასვლა

1959 წელს ომაჰაში გამართულ ვახშამზე შეხვედრის შემდეგ, ჩარლი მანგერი და უორენ ბაფეტი წლების განმავლობაში ინარჩუნებდნენ ერთმანეთთან კავშირს. ბაფეტი თავისი საინვესტიციო ფირმის მშენებლობას განაგრძობდა, ხოლო ჩარლი უძრავი ქონების ადვოკატად მუშაობდა.

ბაფეტის რჩევით, ჩარლიმ 1960-იან წლებში უარი თქვა სამართლის პრაქტიკაზე და ინვესტიციების მართვაზე კონცენტრირდა.

სანამ Berkshire Hathaway-ს შეუერთდებოდა, მანგერი საკუთარ საინვესტიციო ფირმას მართავდა, რომელიც, როგორც უორენ ბაფეტმა 1984 წელს აღნიშნა, 1962-1975 წლებში 19.8%-ის ტოლ წლიურ შემოსავალს გამოიმუშავებდა. ეს კი ბევრად უკეთესი შედეგია, ვიდრე იმავე პერიოდში DJIA-ის 5%-იანი ანაზღაურება.

1962 წელს ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის აქციების ყიდვა დაიწყო. 1965 წლისთვის მან უკვე მოიპოვა კომპანიაზე კონტროლი — თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი გახდა. 1978 წელს კი Berkshire-ის ვიცე-თავმჯდომარის პოსტი ჩარლი მანგერმა დაიკავა.

Warren Buffett & Charlie Munger

ბაფეტ-მანგერისეული ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება

ბაფეტი ყოველთვის ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორი იყო — იგი აქტიურად ეძებდა და აანალიზებდა აქციებს, მათ შინაგან ღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდულობდა. ეს იყო სტრატეგია, რომელიც მენტორისგან — ბენჟამინ გრეჰემისგან ისწავლა.

თუმცა, 1989 წელს აქციონერებისადმი მიწერილ წერილში ბაფეტმა აღნიშნა, რომ ჩარლი მანგერის იდეის თანახმად, Berkshire არ უნდა ყოფილიყო ფოკუსირებული მომაკვდავ ბიზნესებში ინვესტირებაზე. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თითო აქციაზე სულ რაღაც $0.25-ის გამოსამუშავებლად მათ არ უნდა შეეძინათ აქციები, რომელთა შინაგანი ღირებულება $1-ს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ფასი — $0.75-ს.

როგორც ბაფეტი განმარტავს, მან კარიერა სწორედ ამ მიდგომით დაიწყო, მანგერმა კი იგი ამ სტრატეგიის არაეფექტურობაში დაარწმუნა — „ჩარლი ამას ადრე მიხვდა; მე უფრო ნელი ამთვისებელი აღმოვჩნდი“.

მანგერთან მუშაობისას ბაფეტმა საბოლოოდ გაიაზრა, რომ მრავალი ხარვეზის მქონე პრობლემური ბიზნესის შეძენისას მიღებულ ნებისმიერ მყისიერ მოგებას მალე დაბალი შემოსავალი გააბათილებდა. ამის ნაცვლად, მანგერსა და ბაფეტს ურჩევნიათ შეიძინონ შესანიშნავი აქცია $1.25-ად (მიმდინარე შინაგანი ღირებულებით — $1), რომელსაც 10 წელიწადში $10-$15-მდე ზრდის პოტენციალი გააჩნია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების Berkshire-სეული ვერსია ფენომენალურად წარმატებული გახდა მანგერის მანტრას წყალობით: „დაივიწყეთ ის, რაც ხელსაყრელი ბიზნესის შესანიშნავ ფასად ყიდვის შესახებ იცით; ამის ნაცვლად, შეიძინეთ შესანიშნავი ბიზნესი ხელსაყრელ ფასად.“

წინა

რას ნიშნავს გავლენაზე დაფუძნებული ინვესტირება?

შემდეგი

უორენ ბაფეტის 5 შესანიშნავი რჩევა

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
უორენ ბაფეტის 5 შესანიშნავი რჩევა

უორენ ბაფეტის 5 შესანიშნავი რჩევა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved