• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

უორენ ბაფეტის 5 შესანიშნავი რჩევა

სექტემბერი 22, 2023
in ინვესტიციის ანბანი
უორენ ბაფეტის 5 შესანიშნავი რჩევა
გაზიარება

უორენ ბაფეტს უყვარს ახალგაზრდებისთვის რჩევების მიცემა ცხოვრების, ჯანმრთელობისა და, რა თქმა უნდა, ინვესტირების შესახებ. მაგრამ იმ მოსაზრებების უმეტესი ნაწილი, რომელსაც ინვესტორი ახალგაზრდებს წლების განმავლობაში უზიარებდა, რეალურად, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სასარგებლოა. დღევანდელ სტატიაში კი ბაფეტის 5 შესანიშნავ რჩევას შემოგთავაზებთ.

  1. გამოიყენეთ რთული პროცენტის ძალა

„დრო თქვენი მეგობარია, ხოლო იმპულსი — მტერი“, ამბობს ბაფეტი. რთული პროცენტის მექანიზმი მოქმედებს მაშინ, როდესაც ინვესტიციებში ჩადებული ფული, თავად იწყებს კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავებას. წარმოიდგინეთ, რომ $1,000 მოცულობის ინვესტიციას დებთ და წლიურ 10%-იან ანაზღაურებას იღებთ. პირველ წელს მიიღებთ $100-ს. თუ $100-ის რეინვესტირებას განახორციელებთ, ახლა თქვენ მიიღებთ $1,100-ის 10%-ს . მომავალ წელს მიიღებთ $1,210-ის 10%-ს და ა. შ. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დრო და რთული პროცენტი ინვესტირებისას.

Power of Time
  1. გაიაზრეთ ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები

ეს არც ისე მიმზიდველი რჩევაა. თუმცა ბაფეტის უზარმაზარი ქონება აგებულია მის უნარზე, გააანალიზოს კომპანიები და გაიგოს, რომელ მათგანში ინვესტირება მოუტანს გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან სარგებელს. ეს უნარი კი ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების გაგებით იწყება.

„ბუღალტერია ბიზნესის ენაა და იმისთვის, რომ ბიზნესის შეფასება შეძლოთ, თქვენთვის ის ისეთივე კომფორტული უნდა იყოს, როგორც მშობლიური ენა“ — განაცხადა მან CNBC-სთან ინტერვიუში რამდენიმე წლის წინ.

  1. თავი აარიდეთ ვალს

რა თქმა უნდა, ეს უფრო რთულია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის, ვიდრე ბაფეტისთვის იყო მათ ასაკში, რადგან დღეს, სტუდენტური დავალიანების გარეშე, განათლების მიღება შეიძლება რთული იყოს.

მიუხედავად ამისა, ბაფეტმა თქვა, რომ განათლების ფასეულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ მიიღებს მას. მართალია, ლეგენდარული ინვესტორისთვის საკუთარ თავში ინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, მისი აზრით, უნივერსიტეტში მიმავალმა სტუდენტებმა გულდასმით უნდა შეაფასონ ამ ინვესტიციის ფასეულობა იმ ფულთან შედარებით, რომლის დახარჯვაც მათ მოუწევთ. მათ ასევე უნდა შეაფასონ კრედიტი, რომლის აღებაც ამ მიზნის მისაღწევად იქნება საჭირო.

  1. სკეპტიკურად შეხედეთ სწრაფად გამდიდრების შესაძლებლობებს

ბაფეტმა ერთხელ აღნიშნა, რომ სწრაფი გამდიდრების მცდელობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფინანსური შეცდომაა. „ნელი ნაბიჯებით წარმატების მიღწევა საკმაოდ ადვილია, თუმცა ამას ვერ ვიტყვით სწრაფად გამდიდრებაზე“ — ამბობს ინვესტორი.

  1. გამოიყენეთ რეალური შესაძლებლობები

უორენ ბაფეტის ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამია: „შესაძლებლობები იშვიათად მოდის. როდესაც ოქრო წვიმს, მოიმარჯვეთ სათლი და არა — სათითე“.

ეს სულაც არ ეწინააღმდეგება წინა რჩევას. მთავარია, სათანადოდ გაანალიზოთ კომპანია, რათა ზედმეტად კარგი, არარეალურად სწრაფი გამდიდრების სქემა და ნამდვილად ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობა ერთმანეთისგან გაარჩიოთ.

წინა

ვინ არის ჩარლი მანგერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

შემდეგი

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას ნიშნავს სინანულის თეორია?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს სინანულის თეორია?

by Giorgi
ნოემბერი 29, 2023
რას მოიცავს ძირითადი სამომხმარებლო სექტორი?
ინვესტიციის ანბანი

რას მოიცავს ძირითადი სამომხმარებლო სექტორი?

by Giorgi
ნოემბერი 29, 2023
რას მოიცავს ტექნოლოგიური სექტორი?
ინვესტიციის ანბანი

რას მოიცავს ტექნოლოგიური სექტორი?

by Giorgi
ნოემბერი 22, 2023
ფსიქოლოგიური ხაფანგები, რომლებსაც ინვესტორები უნდა მოერიდონ
ინვესტიციის ანბანი

ფსიქოლოგიური ხაფანგები, რომლებსაც ინვესტორები უნდა მოერიდონ

by Giorgi
ნოემბერი 29, 2023
შეცდომები, რომლებიც თქვენს ფინანსურ მომავალს დააზარალებს
ინვესტიციის ანბანი

შეცდომები, რომლებიც თქვენს ფინანსურ მომავალს დააზარალებს

by Giorgi
ნოემბერი 20, 2023
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რას ნიშნავს სინანულის თეორია?
  • რას მოიცავს ძირითადი სამომხმარებლო სექტორი?
  • Amazon-მა ახალი ჩიპები დააანონსა და საკუთარი ჩეთბოტი — Amazon Q გამოუშვა

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved