• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

სექტემბერი 25, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

პარასკევს საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Meta Platforms, Coherent, Broadcom, Scholastic და Alibaba.

Meta Platforms

პარასკევს, ანალიტიკოსების დადებითი შეფასებების შემდეგ, სოციალური ქსელების გიგანტის — Meta Platforms-ის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 140%-ით არის გაუმჯობესებული.

Meta 27-28 სექტემბერს გამართავს თავის Connect ღონისძიებას, რომელიც მოიცავს Meta Quest 3-ის გამოშვებას, ასევე ახალ შეთავაზებებს ხელოვნური ინტელექტის (AI), ვირტუალური რეალობის (VR), გაფართოებული რეალობისა (AR) და კომპანიის მეტავერსის ტექნოლოგიის გარშემო.

Citi-ს ანალიტიკოსმა — რონალდ ჯოსიმ თქვა, რომ იგი განსაკუთრებით დაინტერესებულია დეტალებით კომპანიის გენერაციული AI გეგმების შესახებ. მისი მოლოდინით, Meta მესამე კვარტლისთვის ძლიერ ფინანსურ შედეგებს წარადგენს, რადგან კომპანია უფრო ფართო ციფრულ სარეკლამო გარემოში ბაზრის წილს გაზრდის. იგი ასევე მიიჩნევს, რომ გაიზრდება შემოსავალი Reels-ის რეკლამებიდან. რონალდმა Meta-ს აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $385-ის ტოლი სამიზნე ფასი შეუნარჩუნა.

Meta Platforms

ღონისძიებამდე Loop Capital-ის ანალიტიკოსმაც გაიმეორა ყიდვის რეკომენდაცია და სამიზნე ფასი — $375. მისი აზრით, Meta გაფართოებულ რეალობაზე მომავალში კიდევ უფრო ფოკუსირდება.

აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ცუკერბერგმა კომპანიის მომავალი მეტავერსთან დააკავშირა. თუმცა Meta-სთვის კვლავ ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს სოციალური მედიისა და რეკლამირების მიმართულება, ამ უკანასკნელის აღდგენის დაწყებამ კი წელს კომპანიის აქციებს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა. Meta-ს აქციების ფასი თითქმის ერთი წლის წინ დაფიქსირებულ მინიმუმს სამჯერ აჭარბებს.

Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $299.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $376.19-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $435.00-ს, ხოლო მინიმალური — $285.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 41-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Coherent

პარასკევს, მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლის შემდეგ, ოპტიკური ტექნოლოგიების სპეციალისტის — Coherent-ის აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით არის შემცირებული.

Reuters-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ოთხი იაპონური კომპანია — Denso, Hitachi, Mitsubishi და Sumitomo — დაინტერესებულია Coherent-ის სილიციუმის კარბიდის ერთეულის მცირე წილის შეძენით.

საინფორმაციო სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის მენეჯმენტი შეიძლება დათანხმდეს ერთი ან რამდენიმე მსურველის წინადადებას საერთო ღირებულებით $4-$5 მილიარდამდე.

სილიკონის კარბიდის ჩიპები პოპულარულია ელექტრომობილების (EV) ინდუსტრიაში, რადგან ისინი, ტრადიციულ სილიკონის ჩიპებთან შედარებით, უფრო ეფექტურია.

Coherent

ეს ახალი ამბავი გავრცელდა მას შემდეგ, რაც Coherent-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ შეისწავლის ვარიანტებს სილიციუმის კარბიდის ოპერაციებისთვის. ნაღდი ფულის მიღება კი მკვეთრად გააუმჯობესებს კომპანიის ბალანსს, რომელიც ამჟამად $4.3 მილიარდის მოცულობის ვალს მოიცავს.

Coherent-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $31.30-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $42.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $63.00-ს, ხოლო მინიმალური — $35.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Coherent-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 35%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Broadcom

Broadcom არის ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია, ნახევარგამტარული და ინფრასტრუქტურული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების ფართო სპექტრის დამპროექტებელი, დეველოპერი, მწარმოებელი და გლობალური მიმწოდებელი.

ხუთშაბათს Broadcom-ის აქციების ვარდნა მოჰყვა ცნობას იმის შესახებ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, Google-ის მშობელი Alphabet 2027 წლისთვის კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტას განიხილავს. Broadcom Alphabet-ს აწვდის ჩიპებს, რომელსაც ეს უკანასკნელი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის იყენებს.

თუმცა პარასკევს Broadcom-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა, რადგან მრავალმა წყარომ ამ ინფორმაციის შესახებ განსხვავებული იდეა წარმოადგინა.

უოლ სტრიტის რამდენიმე ანალიტიკოსმა ეჭვქვეშ დააყენა მოსაზრება, რომ Alphabet Broadcom-თან თანამშრომლობას შეწყვეტს. Truist-ში ამას „შესაძლებელი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო“ უწოდეს და განაცხადეს, რომ, დიდი ალბათობით, ეს ნაბიჯი ფასის შესახებ მოლაპარაკების ერთგვარი ტაქტიკაა.

Broadcom

Bank of America-შიც მსგავსი კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ ეს უფრო კონტრაქტის პირობების შესახებ მოლაპარაკებას ჰგავს, ვიდრე რეალურ საფრთხეს. კვლევითი ფირმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მსგავსი მოლაპარაკება გაიმართა Broadcom-სა და Apple-ს შორის, რის შემდეგაც ამ ორ კომპანიას შორის მრავალწლიანი შეთანხმება გაფორმდა.

გარდა ამისა, Reuters-მა ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ Alphabet-ის წარმომადგენლები Broadcom-თან ურთიერთობაში რაიმე ცვლილებებს ვერ ხედავენ.

როგორც ჩანს, Broadcom-ის ურთიერთობა Google-თან უსაფრთხოდ გამოიყურება. Truist-ში აღნიშნეს, რომ Broadcom-ის AI-სთან დაკავშირებული შემოსავლების 55%-ზე, მთლიანი შემოსავლის 11%-ზე და მოგების 8%-ზე Alphabet არის პასუხისმგებელი, ასე რომ, კომპანიისთვის ამ თანამშრომლობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $829.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $981.81-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,050.00-ს, ხოლო მინიმალური — $900.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Scholastic

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Scholastic-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს საგამომცემლო, საგანმანათლებლო და მედია კომპანიის აქციების ფასი 13%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ით არის დაკლებული.

Scholastic გლობალური კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. ის ბავშვთა წიგნებისა და საგანმანათლებლო მასალების მსოფლიოში ყველაზე დიდი გამომცემელი და დისტრიბუტორია.

Scholastic-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 13%-ით — $228.5 მილიონამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $272.52 მილიონი), ხოლო ზარალმა თითო აქციაზე $2.2 შეადგინა (პროგნოზი — $-1.2).

Scholastic

Scholastic არ ყოფილა იმუნური რთული მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ, რომელიც სამომხმარებლო ხარჯებზე ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ზემოქმედებს.

სუსტმა გაყიდვებმა, სასკოლო კითხვის ღონისძიებებში ჩადებულ ინვესტიციებთან ერთად, გამოიწვია ის, რომ კომპანიამ კვარტლის განმავლობაში $99 მილიონის ოდენობით საოპერაციო ზარალი დააფიქსირა.

პოზიტიური სიახლე ის იყო, რომ Scholastic-ის მენეჯმენტმა დივიდენდური სარგებელი 2.35%-მდე გაზარდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიის საშუალო წლიურმა თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა $70 მილიონი შეადგინა. გასული 12 თვის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა $86 მილიონს მიაღწია. თავისუფალი ფულადი ნაკადების გამომუშავება ხელს შეუწყობს დივიდენდების გადახდას და მენეჯმენტს ზრდის ინიციატივებში ინვესტირების საშუალებას მისცემს.

Alibaba

პარასკევს, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, Alibaba Group-ის აქციების ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 4%-ით არის შემცირებული.

ზრდა მას შემდეგ დააფიქსირა, რაც Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეიძლება ჰონგ-კონგში ტექნოლოგიური გიგანტის Cainiao-ს ლოგისტიკური ბიზნესის პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) მიმდინარე კვირაში შედგეს. Alibaba-ს მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ კომპანია, აქციების გაყიდვით, $1 მილიარდს მოიზიდავს.

Alibaba

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა კომპანიის 6 დამოუკიდებელ ერთეულად დაყოფა მარტში დააანონსა. Alibaba შემდეგ განყოფილებებად დაიყოფა: 1. Cloud Intelligence Group — ქლაუდ გამოთვლების და ხელოვნური ინტელექტის ჩათვლით; 2. Taobao და Tmall — კომპანიის ელექტრონული კომერციის ბიზნესები, რომლებიც შემოსავლის უმეტეს ნაწილზეა პასუხისმგებელი; 3. ადგილობრივი მომსახურება, მათ შორის საკვების მიწოდება; 4. გლობალური ციფრული ბიზნეს ჯგუფი, რომელიც შედგება უცხოეთზე ორიენტირებული ელექტრონული კომერციის ბიზნესებისგან, როგორიცაა Lazada და AliExpress; 5. Cainiao Smart Logistics — კომპანიის ჩინეთში დაფუძნებული ლოჯისტიკური ოპერაციები; 6. The Digital Media და Entertainment Group, სტრიმინგის სერვისების ჩათვლით, როგორიცაა Youku.

ინვესტორები განსაკუთრებით ელიან ქლაუდ სერვისების ბიზნესის გამოყოფას, რამაც შესაძლოა Alibaba-ს კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავების საშუალება მისცეს.

Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $88.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $142.13-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $187.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 61%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

უორენ ბაფეტის 5 შესანიშნავი რჩევა

შემდეგი

რას ნიშნავს გადაუდებელი საჭიროების ფონდი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს გადაუდებელი საჭიროების ფონდი?

რას ნიშნავს გადაუდებელი საჭიროების ფონდი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved