• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Amazon ფულს?

ოქტომბერი 31, 2024
in ინდუსტრიები
როგორ გამოიმუშავებს Amazon ფულს?
გაზიარება

Amazon-მა, მსოფლიოში უდიდესმა ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანიამ, სწრაფად მოიცვა ბიზნესების ფართო სპექტრი, მათ შორის თავისი ძირითადი ელექტრონული კომერციის ოპერაციები, ქლაუდ სერვისები და ციფრული რეკლამირება. გარდა ამისა, Amazon ყიდის პროდუქტებს, როგორებიც არის პერსონალური ასისტენტი — Alexa და მისი ეკოსისტემა, Kindle e-reader, Fire TV, ფილმები და სატელევიზიო შოუები Amazon Prime Video პლატფორმის საშუალებით. ელექტრონული კომერციის მიმართულებით ამჟამად Amazon-ის მთავარი კონკურენტები არიან Walmart და Alibaba.

აღსანიშნავია, რომ Amazon ჯეფ ბეზოსმა 1994 წელს საკუთარ გარაჟში დააარსა და თავდაპირველად კომპანია მხოლოდ წიგნების ონლაინ გაყიდვით იყო დაკავებული.

Amazon-ის ფინანსები

საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ამაზონი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ამ მომენტისთვის კი აშშ-ის მასშტაბით ის მეოთხე ადგილს იკავებს $1.77 მილიარდის ტოლი საბაზრო კაპიტალით.

Amazon-მა 2023 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიში მიმდინარე თვის დასაწყისში, 1 თებერვალს წარადგინა. ელექტრონული კომერციის გიგანტის ფინანსურმა მაჩვენებლებმა უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა. Amazon-ის კვარტალური შემოსავალი წლიურად 14%-ით გაუმჯობესდა და $170 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $165.95 მილიარდი), ხოლო წმინდა მოგებამ $10.6 მილიარდ შეადგინა, ანუ EPS $1-ს გაუტოლდა (პროგნოზი — $0.8).

Amazon-ის ქლაუდ გამოთვლების განყოფილების შემოსავალი ყოველ კვარტალში ეტაპობრივად იზრდებოდა. გასულ მეოთხედში ეს მაჩვენებელი წლიურად 13%-ით გაუმჯობესდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმან, რომ Amazon-მა დადო რამდენიმე დიდი გარიგება ცნობილ კომპანიებთან. მათ შორის არიან: Salesforce, BMW, Nvidia, Merck და Amgen.

Amazon-ის ბიზნეს სეგმენტები

Amazon თავის ბიზნესს ყოფს სამ სეგმენტად: ჩრდილოეთ ამერიკა, საერთაშორისო და AWS (Amazon Web Services). ამ სეგმენტებიდან პირველი ორი, Amazon-ის საცალო ბიზნესის გეოგრაფიულ დაყოფას წარმოადგენს. ეს სეგმენტები გამოიმუშავებს შემოსავალს საცალო გაყიდვებიდან ჩრდილოეთ ამერიკასა და დანარჩენ მსოფლიოში, ასევე ამ ტერიტორიებზე გამოწერებისა და ექსპორტის გაყიდვებიდან.

თავის მხრივ, საცალო ვაჭრობა შეიძლება დაიყოს ონლაინ მაღაზიებად, რომლებიც გაყიდვების დიდ ნაწილს მოიცავს და ფიზიკურ მაღაზიებად. გასული წლის მეოთხე კვარტალში ონლაინ გაყიდვებიდან გამომუშავებული შემოსავალი წლიურად 9%-ით — $70.5 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო ფიზიკური მაღაზიების გაყიდვებმა 4%-ით მოიმატა და $5.2 მილიარდი შეადგინა.

ჩრდილოეთ ამერიკა

Amazon-ის წმინდა გაყიდვებში ჩრდილოეთ ამერიკის სეგმენტი დომინირებს. გასულ კვარტალში ეს მაჩვენებელი წლიურად 13%-ით გაუმჯობესდა და $105.5 მილიარდს მიაღწია. ამ სეგმენტის საოპერაციო შემოსავალმა კი $6.5 მილიარდი შეადგინა. შედარებისთვის, 2022 წლის მეოთხე კვარტალში Amazon-მა $0.2 მილიარდის მოცულობის საოპერაციო ზარალი დააფიქსირა.

საერთაშორისო

ამაზონის საერთაშორისო სეგმენტი შედგება კომპანიის საცალო ბიზნესისგან და გამოწერებისგან საერთაშორისო მასშტაბზე ორიენტირებული ონლაინ მაღაზიებისთვის. ის ასევე მოიცავს საექსპორტო გაყიდვებს, მაგრამ არა ჩრდილოეთ ამერიკაზე ორიენტირებული ონლაინ მაღაზიებიდან. გასულ მეოთხედში Amazon-ის საერთაშორისო სეგმენტის გაყიდვები წლიურად 17%-ით — $40.2 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო საოპერაციო ზარალმა $0.4 მილიარდი შეადგინა (2022 წლის მეოთხე კვარტალში — $2.2 მილიარდი).

Amazon Web Services

Amazon-ის ვებ სერვისები (AWS)

AWS, რომელიც კომპანიამ 2006 წელს გამოუშვა, უზრუნველყოფს ქლაუდ სერვისებს ბიზნესებისთვის, სამთავრობო უწყებებისთვის და აკადემიური ინსტიტუტებისთვის ინფორმაციის შესანახად და კონტენტის მისაწოდებლად. Amazon-ის მენეჯმენტი ამბობს, რომ AWS ქმნის ინფრასტრუქტურულ პლატფორმას ქლაუდ სივრცეში სხვადასხვა გადაწყვეტებისთვის, როგორებიც არის აპლიკაციებისა და ვებგვერდების ჰოსტინგი, საწარმოების საინფორმაციო ტექნოლოგიებით (IT) უზრუნველყოფა და კონტენტის მიწოდება.

2023 წლის მეოთხე კვარტალში AWS-ის გაყიდვები წლიურად 13%-ით — $24.2 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო საოპერაციო შემოსავალმა $7.2 მილიარდს მიაღწია. შედარებისთვის, 2022 წლის იმავე პერიოდში, ამ მაჩვენებელმა $5.2 მილიარდი შეადგინა.

Amazon გლობალური ქლაუდ ბაზრის დაახლოებით მესამედს აკონტროლებს. AWS-ის ყველაზე დიდი კონკურენტები კი არიან Microsoft-ის Azure და Alphabet-ის Google Cloud.

Amazon ჯანდაცვის სფეროშიც ვითარდება

ამაზონი ჯანდაცვის სფეროში 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანია ახალ სააბონენტო სერვისს სთავაზობს პრემიუმ წევრებს აშშ-ში. მისი ყოველთვიური ღირებულება $5-ს შეადგენს.

სააბონენტო სერვისი, სახელწოდებით RxPass, 2023 წლის 24 იანვარს ამოქმედდა და უზრუნველყოფს წვდომას ხშირად გამოწერილ გენერიკულ მედიკამენტებზე. კომპანიის მენეჯმენტის თქმით, Amazon-ის დამხმარე პერსონალი ან ფარმაცევტები ყოველთვის ხელმისაწვდომნი იქნებიან მომხმარებლებისთვის მედიკამენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაწოდებლად და პაციენტების ექიმთან კოორდინაციისთვის.

Amazon-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

ვინ იყო ჯესი ლივერმორი? — ინვესტორის ბიოგრაფია

შემდეგი

საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“

მსგავსი სტატიები

რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?
ინდუსტრიები

რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
რას ნიშნავს მზარდი ინდუსტრია?
ინდუსტრიები

რას ნიშნავს მზარდი ინდუსტრია?

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
რა არის ARPU?
ინდუსტრიები

რა არის ARPU?

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
როგორ გამოიმუშავებს Apple ფულს?
ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Apple ფულს?

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
როგორ გამოიმუშავებს Netflix ფულს?
ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Netflix ფულს?

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
მეტი
შემდეგი
საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“

საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved