• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება რჩევები

გრძელვადიანი სტრატეგიის უპირატესობა ინვესტირებაში

ოქტომბერი 4, 2024
in რჩევები
გრძელვადიანი სტრატეგიის უპირატესობა ინვესტირებაში
გაზიარება

ზოგადად ინვესტირება გულისხმობს ფულის დაბანდებას აქტივში იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში მისი ღირებულება გაიზრდება. მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინვესტიციები კი ბუნებით განსხვავებულია და, შესაბამისად, მათთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინები არსებობს.

თუ ინვესტიციის, მაგალითად, კონკრეტული აქციის ღირებულება ღია ბაზარზე დროთა განმავლობაში იზრდება, გარკვეულ მომენტში ინვესტორი დივესტირებას მიმართავს, რათა ფასის გაძვირებით ისარგებლოს. მეორე მხრივ, როდესაც ინდივიდი მოკლევადიან სტრატეგიაზე ფოკუსირდება, შეიძლება მან დროის მოკლე მონაკვეთში ყიდვისა და გაყიდვის მრავალი ტრანზაქცია განახორციელოს მოგების მაქსიმალურად გასაზრდელად.

გრძელვადიანი ინვესტირება

გრძელვადიანი ინვესტირება, როგორც წესი, გულისხმობს აქტივების შეძენას და შენარჩუნებას ხანგრძლივი პერიოდის, ხშირად წლების ან თუნდაც ათწლეულების განმავლობაში. ინვესტორები, რომლებიც ამ მიდგომას იყენებენ, ყურადღებას ამახვილებენ იმ აქტივების ფუნდამენტურ სიძლიერეზე, რომელსაც ფლობენ და თვლიან, რომ დროთა განმავლობაში ბაზარი მათ ნამდვილ ღირებულებას „დაინახავს“. ეს სტრატეგია ხშირად ასოცირდება ტრანზაქციის დაბალ ხარჯებთან და ნაკლებად ხშირ ვაჭრობასთან.

გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორები სარგებლობენ რთული პროცენტის ეფექტით. ინვესტირების დროს ის თავს იჩენს მაშინ, როდესაც თქვენ მიერ გამომუშავებული შემოსავალი თავად იწყებს კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავებას. რაც უფრო მეტი დრო გექნებათ ინვესტირებისთვის, მით უფრო მეტად შეძლებთ რთული პროცენტის ეფექტით სარგებლობას.

აღსანიშნავია, რომ გრძელვადიანი მიდგომის მქონე ინვესტორებზე ნაკლებად მოქმედებს ბაზრის მოკლევადიანი რყევები და არასტაბილურობა. მათ შეუძლიათ, გაუძლონ ბაზრის ვარდნას და გადალახონ დროებითი წარუმატებლობა, თუ მათი ინვესტიციები აღდგება და გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზრდება.

გარდა ამისა, გრძელვადიანი საინვესტიციო მიდგომა, როგორც წესი, გულისხმობს ნაკლები ტრანზაქციის განხორციელებას, რაც უფრო მცირე საკომისიო ხარჯებს იწვევს. ხშირ ვაჭრობასთან შედარებით, ამან შეიძლება დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს წმინდა მოგება.

მოკლევადიანი ინვესტირება

მეორე მხრივ, მოკლევადიანი ინვესტირება, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ტრეიდინგი, მოიცავს აქტივების ყიდვასა და გაყიდვას უფრო მოკლე დროში, ზოგჯერ დღეებში, საათებში ან თუნდაც წუთებში. მოკლევადიანი ინვესტორები მიზნად ისახავენ, ბაზარზე ფასების მერყეობით სარგებლობას, თავიანთი გადაწყვეტილებების წარმართვის მიზნით, ხშირად ეყრდნობიან ტექნიკურ ანალიზს და ბაზრის ტენდენციებს. მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიანმა ინვესტირებამ შეიძლება მოიტანოს სწრაფი მოგება, მას ასევე ახასიათებს ტრანზაქციის უფრო მაღალი ხარჯები და დიდი რისკი.

მოკლევადიან ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა, მაქსიმალური და სწრაფი მოგების მისაღებად ფასების მოკლევადიანი მოძრაობები გამოიყენონ. აქტიური ვაჭრობით და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებით, ტრეიდერების მიზანია, მოკლე დროში ფართო ბაზრის წარმადობას აჯობონ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ტრეიდინგი ინდივიდისგან მოითხოვს დიდ დროსა და ძალისხმევას, ამასთან ის საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

მოკლევადიანი მიდგომის გამოყენებისას, შეიძლება ტრეიდერებმა სწრაფად გახსნან და დახურონ პოზიციები, შეცვალონ თავიანთი სტრატეგიები ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებისგან სარგებლის მისაღებად ან რისკების შესამცირებლად. სწორი მოქმედებებისთვის კი ოსტატობაა საჭირო.

გრძელვადიანი ინვესტირების უპირატესობა

ბევრი ადამიანისთვის პენსიაზე გასვლისთვის დაზოგვა და ინვესტირება მთავარ გრძელვადიან პროექტს წარმოადგენს. მართალია, არის სხვა მიზნებიც, რომლებიც მრავალწლიან ძალისხმევას მოითხოვს — მაგალითად, ავტომობილის ან სახლის შეძენა, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობისთვის ინვესტირების დაწყების მიზანს პენსიაზე მშვიდად გასვლა წარმოადგეს. ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო სამყაროში რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე შებიჯება და რეგულარულად ინვესტირება.

აქციები, ურთიერთდახმარების ფონდები და გაცვლითი სავაჭრო ფონდები (ETF) შეიძლება იყოს გრძელვადიანი ან მოკლევადიანი ინვესტიციები, იმის მიხედვით, თუ რა ვადით შეინარჩუნებს მათ ინვესტორი.

როგორც გრძელვადიანი პერსპექტივის, ისე რთული პროცენტის ეფექტის გამოყენებით, ინდივიდუალურ ინვესტორებს შეუძლიათ, პენსიაზე გასვლამდე დარჩენილი წლები მნიშვნელოვანი სარგებლის მისაღებად გამოიყენონ.

ინვესტირებისას გრძელვადიანი პერსპექტივის შენარჩუნებას მრავალი ცნობილი ინვესტორი გვირჩევს. მაგალითად, პიტერ ლინჩმა ერთხელ თქვა, რომ 10-20 წლიან ვადაში აქციების წარმადობა შედარებით პროგნოზირებადია. რაც შეეხება 2-3 წლიანი პერიოდის პროგნოზს, ამისთვის შეგიძლიათ მონეტა ააგდოთ.

აქციების ყიდვა-გაყიდვისას პიტერი არ ცდილობდა ეწინასწარმეტყველა საერთო საბაზრო ეკონომიკის მიმართულება. მას მტკიცედ სჯერა, რომ მოკლევადიანი რყევების პროგნოზირება დროდ და ძალისხმევად არ ღირს. თუ თქვენ მიერ შერჩეული კომპანია ძლიერია, დროთა განმავლობაში მისი აქციების ღირებულება გაიზრდება.

წინა

3 რამ, რაც ინვესტირებამდე აუცილებლად უნდა გააკეთოთ

შემდეგი

3 მარტივი გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

მსგავსი სტატიები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს
რჩევები

ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან
რჩევები

ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად
რჩევები

უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად

by Giorgi
ნოემბერი 7, 2024
საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“

by Giorgi
ოქტომბერი 31, 2024
მეტი
შემდეგი
3 მარტივი გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

3 მარტივი გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved