• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი საკუთარ თავში ინვესტირება

3 მარტივი გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

ოქტომბერი 4, 2024
in საკუთარ თავში ინვესტირება
3 მარტივი გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
გაზიარება

საკუთარ თავში ჩადებულ ინვესტიციას თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. ამასთან, ის უზრუნველგყოფთ როგორც მომავალი, ასევე მიმდინარე „ანაზღაურებით“.

ყველაზე საიმედო გზა უკეთესი ხარისხის ცხოვრების, წარმატების, პროდუქტიულობისა და კმაყოფილების მისაღწევად არის ფოკუსირება ინვესტირებაზე როგორც პიროვნული, ისე პროფესიული ზრდის თვალსაზრისით. ძალისხმევა, რომელსაც საკუთარ თავში ინვესტირებას ახმართ, დიდ როლს თამაშობს თქვენი ცხოვრების ხარისხის განსაზღვრაში ახლა და მომავალში.

განავითარეთ საკუთარი უნარები

კვალიფიკაციის ამაღლება ყოველთვის უმაღლეს განათლებაში ინვესტირებას არ გულისხმობს — თუმცა ეს ერთ-ერთი ვარიანტია და, შესაძლოა, აუცილებელიც თქვენი კარიერული სფეროდან გამომდინარე. თქვენს ცოდნასა და უნარებში ინვესტირება მრავალი გზით არის შესაძლებელი.

გარდა ამისა, ცოდნისა და უნარების დონის გაფართოება არ შემოიფარგლება მხოლოდ ბიზნეს ასპარეზით და არ არის აუცილებელი ეს ფორმალური იყო. დღესდღეობით უამრავი რესურსი არსებობს ინტერნეტში ვიდეო ლექციების, პოდკასტების, სტატიების და სხვა მრავალი სახით. შეგიძლიათ ტექნოლოგიები ამ მიმართულებით გამოიყენოთ, ყოველდღიურად რაღაც ახალი ისწავლოთ, დახვეწოთ როგორც პიროვნული, ისე პროფესიული უნარები.

გამოიკვლიეთ საკუთარი შემოქმედებითი მხარე

უმეტეს ჩვენგანში არსებობს კრეატიულობის შადრევანი, რომელიც არასოდეს გამოგვიყენებია ან სრული პოტენციალით არ გამოგვივლენია.

ნებისმიერი ფორმის შემოქმედებითობა გვეხმარება, გავიზარდოთ პიროვნულად და პროფესიულად, დავინახოთ პრობლემები და მათი გადაჭრის გზები სხვადასხვა პერსპექტივიდან, გამოვიყენოთ ჩვენი გონების ნაწილები, რომლებიც, შესაძლოა, ადრე გამოუყენებელი იყო. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კრეატიულობას მრავალი სახე აქვს. ეს ბევრად უფრო ფართო მცნებაა, ვიდრე მხატვრობა ან მუსიკოსობა. შემოქმედებითობა ახალი გამოცდილებების მიღებასაც ეხება.

  • შეისწავლეთ ახალი ენა.
  • დაწერეთ რამე (მოთხრობა, ლექსი, ნებისმიერი რამ).
  • გამოიკვლიეთ გარე სამყარო — სცადეთ მებაღეობა, ფრინველებზე დაკვირვება…
  • შექმენით რაიმე ხელშესახები — დახატეთ, გამოძერწეთ, შექმენით სამკაულები ან საკუთარი ტანსაცმელი.

აირჩიეთ აქტივობის ისეთი ფორმა, რომელიც არასოდეს გიცდიათ, გინდოდათ გეცადათ ან ბოლომდე არ გამოგიკვლევიათ.

აღზარდეთ თქვენი გონება და სხეული

როგორც თქვენი გონების, ასევე სხეულის აღზრდა საშუალებას მოგცემთ გქონდეთ მეტი ენერგია, ცოდნა, იდეები, ძალა, ფიზიკური და გონებრივი გამძლეობა.

  • იკითხეთ.
  • გამოიკვლიეთ კულტურა — დაესწარით სპექტაკლებს, მოუსმინეთ სხვადასხვა სტილის მუსიკას.
  • გახდით უფრო ღია ცოდნისადმი — ჩაერთეთ საუბრებში მათთან, ვინც არ გეთანხმებათ. გააანალიზეთ არგუმენტები და შეეცადეთ საპირისპირო თვალსაზრისი დაასაბუთოთ.
  • გონებას აქტიური მდგომარეობა შეუნარჩუნეთ — ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, რომლებიც სტრატეგიებს მოითხოვს, გამოიყენეთ გონება სხვადასხვა გამოთვლის შესასრულებლად.

ამასთან ერთად იზრუნეთ საკუთარ სხეულზე, იკვებეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ, რათა უფრო ენერგიული, ჯანმრთელი იყოთ და საკუთარი გონებრივი რესურსების გამოყენებაც უკეთ შეძლოთ.

წინა

გრძელვადიანი სტრატეგიის უპირატესობა ინვესტირებაში

შემდეგი

რა არის გლობალური ინდუსტრიის კლასიფიკაციის სტანდარტი (GICS)?

მსგავსი სტატიები

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
18 საუკეთესო გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

18 საუკეთესო გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
ოქტომბერი 24, 2024
საკუთარ თავში ინვესტირების ხელოვნება
საკუთარ თავში ინვესტირება

საკუთარ თავში ინვესტირების ხელოვნება

by Giorgi
ოქტომბერი 16, 2024
რას ნიშნავს საკუთარ თავში ინვესტირება?
საკუთარ თავში ინვესტირება

რას ნიშნავს საკუთარ თავში ინვესტირება?

by Giorgi
ოქტომბერი 2, 2024
როგორ მივაღწიოთ მიზნებს?
საკუთარ თავში ინვესტირება

როგორ მივაღწიოთ მიზნებს?

by Giorgi
აგვისტო 2, 2024
მეტი
შემდეგი
რა არის გლობალური ინდუსტრიის კლასიფიკაციის სტანდარტი (GICS)?

რა არის გლობალური ინდუსტრიის კლასიფიკაციის სტანდარტი (GICS)?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved