• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი საკუთარ თავში ინვესტირება

როგორ მივაღწიოთ მიზნებს?

აგვისტო 2, 2024
in საკუთარ თავში ინვესტირება
როგორ მივაღწიოთ მიზნებს?
გაზიარება

ოცნებები და მისწრაფებები პიროვნული თუ პროფესიული ზრდის მამოძრავებელი სტიმულია. რომ არა მისწრაფება და მიზნის დასახვა, ვერაფერს მივაღწევდით… თუმცა ოცნებების რეალობად ქცევა უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე სასურველზე ფიქრია. ამისათვის სტრუქტურირებული მიდგომა და ურყევი ერთგულებაა საჭირო. სტატიაში კი გაგიზიარებთ, როგორ შეგიძლიათ ერთგვარი „წარმატების ჩარჩოს“ შექმნა.

განსაზღვრეთ თქვენი ხედვა

პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ, რისი მიღწევა გსურთ რეალურად; რატომაა ეს მიზანი თქვენთვის მნიშვნელოვანი და როგორ იმოქმედებს მისი მიღწევა თქვენს ცხოვრებაზე. ამ კითხვებს დეტალურად უნდა უპასუხოთ — რაც უფრო კონკრეტული იქნებით, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ თქვათ: „მინდა, წარმატებული ვიყო“, აღწერეთ, როგორ გამოიყურება ეს წარმატება თქვენთვის.

გამოიყენეთ SMART მიდგომა

მეტი მკაფიოობისთვის, მიზნები მცირე ნაწილებად დაყავით — ე. წ. SMART მიზნებად.

  • სპეციფიკური: მიზანი უნდა იყოს ნათელი და კონკრეტული. მოერიდეთ ბუნდოვან განცხადებებს;
  • გაზომვადი: დაადგინეთ კრიტერიუმები, რომლებიც პროგრესის კონტროლში დაგეხმარებათ;
  • მიღწევადი: მიზანი უნდა იყოს რეალისტური და მიღწევადი. მიუხედავად იმისა, რომ კარგია დიდ მიზნებამდე მისვლა, მიუღწევადის დასახვამ შეიძლება იმედგაცრუება და სასოწარკვეთა გამოიწვიოს;
  • შესაბამისი: მიზნები უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ღირებულებებს, ინტერესებსა და გრძელვადიან სურვილებს. ასევე, ისინი თქვენი ზოგადი ხედვის ნაწილი უნდა იყოს;
  • დროში შეზღუდული: ყოველთვის მოინიშნეთ გარკვეული ვადა სასურველი მიზნის მისაღწევად. ასე გადაუდებლობის გრძნობა გაგიჩნდებათ, რაც კონცენტრირებაშიც დაგეხმარებათ. 

დაყავით პატარა ნაბიჯებად

ზოგჯერ დიდი მიზნები გადაჭარბებულად გვეჩვენება, რაც ცოტათი გვაშინებს. იმისათვის, რომ ისინი მეტად მართვადი გახდეს, უფრო მცირე, ქმედით ნაბიჯებად დაყავით. თითოეული მათგანი კი საბოლოო მიზანთან უნდა გაახლოებდეთ. 

ასე ვთქვათ, მსგავსი მიდგომით მკაფიო საორიენტაციო „რუკას“ შეიქმნით.

შექმენით სამოქმედო გეგმა

ეს გეგმა უნდა ასახავდეს, რა უნდა გააკეთოთ, როდის გჭირდებათ ამის გაკეთება და როგორ გააკეთებთ ამას. ორგანიზებულობისთვის გამოიყენეთ ისეთი ხელსაწყოები, როგორებიცაა სამუშაოების სიები, კალენდრები ან პროექტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა.

თითოეული ამოცანისთვის მიუთითეთ:

  • საჭირო ქმედება
  • საჭირო რესურსები
  • ბოლო ვადა
  • პოტენციური დაბრკოლებები და გადაწყვეტები

იყავით ერთგული და მოტივირებული

ოცნებების მიღწევა თანმიმდევრულ ძალისხმევას და ერთგულებას მოითხოვს. ამისათვის საუკეთესო გზას წარმოადგენს წარმატების ვიზუალიზაცია — რეგულარულად წარმოიდგინეთ, როგორ აღწევთ მიზანს და ასე მოტივაცია მოგემატებათ.

ასევე, მუდმივად წაახალისეთ თქვენი თავი, როგორც კი თუნდაც მცირე პროგრესს მიაღწევთ. კარგი იქნება, თუ მეგობარს ან ოჯახის წევრს ამ მიღწევების შესახებ გაუზიარებთ — მათგან გამოხატული მხარდაჭერა მეტ თავდაჯერებულობას შეგძენთ.

მნიშვნელოვანია, ამ პროცესში გაჭიანურების ჩვევასაც აჯობოთ — იპოვეთ მისი წარმომქმნელი მიზეზები და დაძლევის გზები. მოქნილობა კი მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ, რადგან ცხოვრება არაპროგნოზირებადია და ზოგჯერ შეიძლება, ცვლილებებთან შეგუება მოგვიწიოს.

აკონტროლეთ პროგრესი

რეგულარულად გადახედეთ თქვენს პროგრესს და დაფიქრდით, რა მუშაობს კარგად ან რა არის გამოსასწორებელი. ეს დაგეხმარებათ, გეზი შეინარჩუნოთ და საჭირო ნაბიჯები გადადგათ სამომავლოდ.

მოთმინება და ადაპტაცია

ოცნებების მიღწევა იშვიათადა სწორხაზოვანი გზა — სანაცვლოდ, ის ბევრ გამოწვევასა და წარუმატებლობას წარმოადგენს. მთავარი კი მოთმინებისა და გამძლეობის შენარჩუნებაა. ამიტომაც, გახსოვდეთ:

  • დარჩით პოზიტიური: შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება სირთულეების ფონზეც კი. ფოკუსირდით გადაწყვეტებზე, ნაცვლად პრობლემებისა;
  • ისწავლეთ წარუმატებლობისგან: შეხედეთ წარუმატებლობას, როგორც სწავლის შესაძლებლობას. გაანალიზეთ, რა მოხდა არასწორად და როგორ შეგიძლიათ სამომავლოდ მსგავსი შეცდომების თავიდან აცილება;
  • განაგრძეთ წინსვლა: დაბრკოლებებს უფლებას ნუ მისცემთ, ხელი ჩაგაქნევინოთ. განაგრძეთ მცირე ნაბიჯების გადადგმა თქვენი მიზნისკენ, მაშინაც კი, თუ პროგრესი ნელია.
წინა

გუშინ Amazon-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

შემდეგი

რა ხდებოდა 2 აგვისტოს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
18 საუკეთესო გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

18 საუკეთესო გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
ოქტომბერი 24, 2024
საკუთარ თავში ინვესტირების ხელოვნება
საკუთარ თავში ინვესტირება

საკუთარ თავში ინვესტირების ხელოვნება

by Giorgi
ოქტომბერი 16, 2024
3 მარტივი გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

3 მარტივი გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
ოქტომბერი 4, 2024
რას ნიშნავს საკუთარ თავში ინვესტირება?
საკუთარ თავში ინვესტირება

რას ნიშნავს საკუთარ თავში ინვესტირება?

by Giorgi
ოქტომბერი 2, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 2 აგვისტოს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 2 აგვისტოს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved