• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გუშინ Amazon-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

აგვისტო 2, 2024
in სიახლეები
Amazon-მა AI სტარტაპში $2.75-მილიარდიანი ინვესტიცია ჩადო
გაზიარება

გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ელექტრონული კომერციის გიგანტმა — Amazon-მა არც ისე კარგი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და მიმდინარე მეოთხედისთვისაც სუსტი პროგნოზები წარადგინა. დღეს, ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის, კომპანიის აქციების ფასი დღიურად დაახლოებით 10%-ით არის შემცირებული.

კვარტალური შედეგები

2024 წლის მეორე კვარტალში Amazon-ის შემოსავალი წლიურად 10%-ით — $147.98 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $148.67 მილიარდს. მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $1.26-ს მიაღწია და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.03-ს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში Amazon-ის EPS-მა $0.65 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში ამაზონის ვებ სერვისების (AWS) შემოსავალი წლიურად 19%-ით — $26.3 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $26 მილიარდი).

Amazon-ის საცალო ბიზნესი განაგრძობს დუნე ზრდას იმის ფონზე, რომ კონკურენცია მატულობს, ძირითადად ფასდაკლებული პროდუქციის ვებგვერდებიდან, როგორებიც არის Temu და Shein. ეს პლატფორმები ჩინელ მოვაჭრეებს საშუალებას აძლევს, ამერიკელ მომხმარებლებს იაფი ნივთები მიყიდონ.

გაყიდვები კომპანიის ონლაინ მაღაზიების სეგმენტში წლიურად მხოლოდ 5%-ით გაიზარდა. მესამე მხარის გამყიდველებისთვის შეთავაზებული სერვისებიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც მოიცავს საკომისიოს, შეკვეთების შესრულებისა და მიწოდების საფასურებს, უფრო მეტად — 12%-ით გაუმჯობესდა.

Amazon-ის ფინანსური დირექტორის — ბრაიან ოლავსკის თქმით, შემოსავლის ნაკლებობა გამოწვეული იყო იმით, რომ მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ იაფ პროდუქტებს, რაც გაყიდვების დაბალ საშუალო ფასს (ASP) განაპირობებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გასულ კვარტალში AWS-ის შემოსავალი წლიურად 19%-ით გაიზარდა და ამით კომპანიამ ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. თუმცა კომპანიის ეს განყოფილება ფართოვდება უფრო ნელი ტემპით, ვიდრე კონკურენტების — Microsoft-ისა და Google-ის ქლაუდ სეგმენტები. გასულ მეოთხედში ამ ორივე კომპანიის ქლაუდ განყოფილება წლიურად 29%-ით გაიზარდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი მხოლოდ ქლაუდ ინფრასტრუქტურას არ მოიცავს.

ამაზონის რეკლამირების ბიზნესის შემოსავალი კვარტალში წლიურად 20%-ით — $12.77 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $13 მილიარდს. ეს მიმართულება კომპანიისთვის მოგების ერთ-ერთი უდიდესი გენერატორი იყო.

ონლაინ სარეკლამო კომპანიებს შორის ყველაზე ძლიერი კვარტალი Meta-ს ჰქონდა —ამ მიმართულებით კომპანიის შემოსავალი წლიურად 22%-ით გაიზარდა. Google-ის სარეკლამო ბიზნესმა მხოლოდ 11%-იანი აღმასვლა დააფიქსირა, ხოლო Snap-ის იგივე მიმართულება წლიურად 16%-ით გაიზარდა.

მომავლის პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს, Amazon-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $154-$158.5 მილიარდს მიაღწევს. შედარებისთვის, უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზი $158.42 მილიარდს შეადგენს. მენეჯმენტის საპროგნოზო დიაპაზონი მოიცავს Amazon-ის უახლეს Prime Day გაყიდვების ღონისძიებას, რომელიც, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო.

Amazon-ში ასევე მოელიან, რომ მესამე კვარტალში საოპერაციო შემოსავალი $11.5-$15 მილიარდს მიაღწევს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ამ მაჩვენებელმა $11.2 მილიარდი შეადგინა, ხოლო ანალიტიკოსების პროგნოზი $15.3 მილიარდს უტოლდება.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Amazon-ის აქციებს?

Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $162.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 30 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $228.21-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $200.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 40.7%-იან ზრდას გულისხმობს.

Amazon-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

გუშინ Apple-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

შემდეგი

როგორ მივაღწიოთ მიზნებს?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ მივაღწიოთ მიზნებს?

როგორ მივაღწიოთ მიზნებს?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved