• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება რჩევები

რას გულისხმობს უორენ ბაფეტის „90/10“ სტრატეგია?

ოქტომბერი 7, 2024
in რჩევები
რას გულისხმობს უორენ ბაფეტის „90/10“ სტრატეგია?
გაზიარება

2013 წელს ლეგენდარულმა ინვესტორმა — უორენ ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის აქციონერებისთვის მიწერილ წერილში რეკომენდაცია გაუწია თავის „90/10“ სტრატეგიას. ეს მეთოდი ითვალისწინებს საინვესტიციო კაპიტალის 90%-ის დაბანდებას აქციების დაბალ ხარჯიან საინდექსო ფონდებში, ხოლო დარჩენილი 10%-ით დაბალრისკიანი სახელმწიფო ობლიგაციების შეძენას.

ეს მიდგომა განსხვავდება მრავალი გავრცელებული საინვესტიციო სტრატეგიისგან, რომელიც საინვესტიციო პორტფელში აქციების უფრო ნაკლები, ხოლო ობლიგაციების მეტი წილის ფლობას გულისხმობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინვესტორი საპენსიო ასაკს უახლოვდება.

როგორ მუშაობს „90/10“ სტრატეგია?

უკვე ათწლეულებია, რაც უორენ ბაფეტის ყოველწლიურ წერილებს მოუთმენლად ელიან Berkshire-ის აქციონერები და ის ინვესტორები, რომლებსაც სურთ, მას მიბაძონ. მისი 2013 წლის წერილი ეხებოდა სხვადასხვა თემას, ერთი აბზაცი კი მიეძღვნა „90/10“ სტრატეგიას. აი, რა თქვა მან:

რასაც აქ გირჩევთ, არსებითად იდენტურია გარკვეული ინსტრუქციებისა, რომლებიც ჩემს ანდერძში დავწერე. ანდერძი ითვალისწინებს, რომ ნაღდი ფული გადაეცემა ნდობით აღჭურვილ პირს ჩემი მეუღლის სასარგებლოდ. (ინდივიდუალური ანდერძებისთვის ნაღდი ფული უნდა გამოვიყენო, რადგან ჩემს საკუთრებში არსებული Berkshire-ის აქციები სრულად გადანაწილდება გარკვეულ ფილანთროპიულ ორგანიზაციებზე ჩემი ანდერძის ამოქმედების შემდეგ ათი წლის განმავლობაში). ჩემი რჩევა, ნდობით აღჭურვილი პირისთვის, მარტივია: განათავსეთ ფულის 10% მოკლევადიან სახელმწიფო ობლიგაციებში, ხოლო 90% — ძალიან დაბალ ხარჯიან S&P 500 ინდექსის ფონდში (რეკომენდაციას ვუწევ Vanguard-ს.) მე მჯერა, რომ ამ სტრატეგიის გრძელვადიანი შედეგები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ის, რასაც ინვესტორების უმეტესობა მიაღწევს, იქნება ეს საპენსიო ფონდები, ინსტიტუტები, თუ კერძო პირები.

„90/10“ სტრატეგიის მაგალითი

დავუშვათ, ინვესტორი, რომელსაც „90/10“ სტრატეგიის გამოყენება სურს, $100,000-ის ოდენობით საინვესტიციო თანხას ფლობს. მას შეუძლია, $90,000 დააბანდოს S&P 500 ინდექსის ერთობლივ საინვესტიციო ფონდში ან ETF-ში (გაცვლითი სავაჭრო ფონდი), ხოლო დარჩენილი $10,000 აშშ-ის მოკლევადიან სახაზინო ობლიგაციებში ჩადოს.

მოკლევადიანი სახაზინო ობლიგაციები წარმოადგენს დავალიანებას, რომელიც გამოშვებულია ფედერალური მთავრობის მიერ ერთ წლამდე ვადით. მათი შეძენა შესაძლებელია უშუალოდ მთავრობისგან, ბროკერების მეშვეობით, ასევე ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ან ETF-ის სახით.

საკომისიო გადასახადის მინიმალურ ნიშნულზე შენარჩუნება

ერთი მიზეზი, რის გამოც ბაფეტი მხარს უჭერს საინდექსო ფონდებში ინვესტირებას არის ის, რომ მათ, როგორც წესი, ყველაზე დაბალი საკომისიო ხარჯები აქვს. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი პასიურად იმართება. იმის ნაცვლად, რომ საინვესტიციო მენეჯერებმა მიიღონ გადაწყვეტილებები, თუ როდის და რომელი აქციები იყიდონ ან გაყიდონ, ამ ფონდების მიზანია, უბრალოდ გაიმეოროს კონკრეტული საფონდო ინდექსის წარმადობა, როგორიც არის, მაგალითად, S&P 500. ეს ინდექსი კი 500 მსხვილი ამერიკული კორპორაციის აქციებს მოიცავს.

გარდა ამისა, მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ინდექსის წარმადობის დაჯაბნა ნებისმიერ მოცემულ წელს და კიდევ უფრო ცოტა ახერხებს ამის გაკეთებას ყოველწლიურად.

ეს არ ნიშნავს რომ ყველა საინდექსო ფონდი ერთნაირია. ზოგიერთი მათგანი ხარჯების შემცირებას სხვებზე უკეთ ახერხებს. ასე რომ, S&P 500 ინდექსის ფონდებს შორის არჩევანის გაკეთებისას უნდა გაითვალისწინოთ მათი წარმადობა (რომელიც, სავარაუდოდ, ძალიან მსგავსი იქნება) და წლიური ხარჯების კოეფიციენტები (რომლებიც შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს).

„90/10“ სტრატეგიის კრიტიკა

„90/10“ სტრატეგიის კრიტიკის მთავარ საფუძველს მისი მაღალი რისკი და უკიდურესი არასტაბილურობის პოტენციალი წარმოადგენს. ამ მიდგომის საპირისპიროდ არსებობს კიდევ ერთი ცნობილი ძველი წესი, რომლის მიხედვითაც 100-ს უნდა გამოაკლოთ თქვენი ასაკი, რათა დაადგინოთ, პორტფელის რა ნაწილს უნდა მოიცავდეს აქციები. ამ სტრატეგიის მიხედვით, თუ, მაგალითად, 40 წლის ხართ თქვენი დანაზოგის 60% აქციებში უნდა დააბანდოთ, ხოლო 40% — ობლიგაციებში. არსებობს ამ წესის ვარიაციები, რომლებიც ამ ტოლობაში 100-ის ნაცვლად 110-ის ან 120-ის გამოყენებას გულისხმობს იმის გათვალისწინებით, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კვლავ იზრდება.

აქციებში საინვესტიციო თანხის 90%-ის დაბანდება საკმაოდ სარისკოდ ჟღერს და, შესაძლოა, ასეთმა პორტფელმა ბაზრის ვარდნის დროს მნიშვნელოვანი მოკლევადიანი ზარალი განიცადოს. ეს შეიძლება ინვესტორებისთვის ემოციურად რთული იყოს, შესაბამისად, მსგავსი სტრატეგია ნაკლებად შესაბამისი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რისკისადმი ნაკლები ამტანობით ან უფრო მოკლე საინვესტიციო ჰორიზონტით ხასიათდებიან.

წინა

საინტერესო ფაქტები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ

შემდეგი

რეი დალიოს 5-საფეხურიანი პროცესი წარმატების მისაღწევად

მსგავსი სტატიები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს
რჩევები

ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან
რჩევები

ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად
რჩევები

უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად

by Giorgi
ნოემბერი 7, 2024
საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“

by Giorgi
ოქტომბერი 31, 2024
მეტი
შემდეგი
რეი დალიოს 5-საფეხურიანი პროცესი წარმატების მისაღწევად

რეი დალიოს 5-საფეხურიანი პროცესი წარმატების მისაღწევად

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved