• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

მიზეზები, თუ რატომ მიაღწია Disney-ის აქციებმა ახალ 52-კვირიან მაქსიმუმს

თებერვალი 13, 2024
in სიახლეები
მიზეზები, თუ რატომ მიაღწია Disney-ის აქციებმა ახალ 52-კვირიან მაქსიმუმს
გაზიარება

Walt Disney-ის აქციების ფასმა 52-კვირიან მაქსიმუმს მიაღწია. ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გასულ ოთხშაბათს კომპანიის მიერ წარდგენილმა კვარტალურმა ანგარიშმა. თუმცა არსებობდა სხვა მნიშნელოვანი ფაქტორებიც, რომლებმაც Disney-ის აქციებს გაუმჯობესებაში ხელი შეუწყო.

ბოლო წლების განმავლობაში დისნეის აქციები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ახლანდელი ნიშნულიდან თითქმის გაორმაგებაა საჭირო იმისთვის, რომ კომპანიის აქციების ფასმა მიაღწიოს ყველა დროის მაქსიმუმს, რომელიც 2021 წლის დასაწყისში დაფიქსირდა. თუმცა ახალი 52-კვირიანი უმაღლესი ნიშნული, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოდით, ამ ზრდის მიზეზები განვიხილოთ.

წარსული საკმაოდ გამამხნევებელია

Disney-ის იდეალური მეოთხედი არ ჰქონია, მაგრამ კრიტიკულ სადღესასწაულო კვარტალში მედია გიგანტისთვის რამდენიმე მოვლენა სასარგებლოდ წარიმართა.

გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, შემოსავალი არ გაზრდილა და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების მოლოდინებს შეესაბამებოდა. რაც შეეხება კორექტირებულ მოგებას თითო აქციაზე (EPS), ის წლიურად 23%-ით — $1.22-მდე გაუმჯობესდა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $1).

მოგების ზრდის დიდი მიზეზი ის იყო, რომ ოპერაციული ზარალი კომპანიის პირდაპირ მომხმარებელზე ორიენტირებული სეგმენტისთვის, რომელსაც სათავეში Disney+ უდგას, $984 მილიონიდან $138 მილიონამდე შემცირდა. დისნეი სწორ გზაზე დგას იმისთვის, რომ ამ ფისკალური წლის ბოლოს სტრიმინგ ბიზნესის მიმართულებით მომგებიანობას მიაღწიოს.

სტრიმინგის სერვისებზე ფასების ზრდა კარგად მუშაობს. შიდა ბაზარზე Disney+-ის გამომწერების რაოდენობა კვარტალურად 1%-ით შემცირდა, მაგრამ ეს ფასიანი ანგარიშებიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავლის 9%-იანი ზრდით დაკომპენსირდა. სტრიმინგ პაკეტებიც წარმატებულია. გასული წლის განმავლობაში სტრიმინგის შემოსავალი 15%-ით გაუმჯობესდა. ESPN-ის წინა წლის ზარალი კი საოპერაციო მოგებამ შეცვალა.

Disney-ის თემატური პარკების, გამოცდილებისა და სამომხმარებლო პროდუქტების სეგმენტის შემოსავალი წლიურად 7%-ით გაიზარდა. საოპერაციო შემოსავალი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაუმჯობესდა. შედეგებზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა საკრუიზო გემებმა და საერთაშორისო თემატურმა პარკებმა იქონია.

Disneyland Park

პერსპექტივები უკეთესია

ფისკალური მეოთხე კვარტალი საკმაოდ ძლიერი იყო. რეალური კატალიზატორები, რომლებმაც კომპანიის აქციების ფასზე პოზიტიურად იმოქმედა, ძირითადად მომდინარეობს მრავალი განცხადებიდან, რომელიც Disney-ს მენეჯმენტმა კვარტალური ანგარიშის წარდგენისას და მას შემდეგ გააკეთა.

11 თვის წინ დისნეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიის მიზანი ფისკალური 2024 წლის ბოლოსთვის წლიურად $5.5 მილიარდის ოდენობით ხარჯების დაზოგვა იყო. ნოემბერში ეს ნიშნული $7.5 მილიარდამდე გაიზარდა. ახლა კი კომპანია დგას სწორ გზაზე იმისთვის, რომ $7.5 მილიარდიან მიზანს მიაღწიოს ან მას გადააჭარბოს.

Fortnite-ის დეველოპერ Epic Games-ში ჩადებული $1.5 მილიარდიანი ინვესტიცია იმედისმომცემია. ცნობილი ონლაინ ვიდეო თამაშის პოპულარობა სულ უფრო იზრდება, Disney კი გეგმავს, მის ფარგლებში გასართობი სამყარო და თამაშები შექმნას.

ასევე აღსანიშნავია, რომ Disney-ის დირექტორთა საბჭოს აქციების გამოსყიდვის უფლება 2018 წლიდან არ გაუცია, მაშინაც კი, როდესაც 2021 წლის პიკის შემდეგ, აქციების ფასი თითქმის განახევრდა. ახლა კი მენეჯმენტმა საბოლოოდ დააანონსა $3 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის გეგმა.

Disney Stock

გარდა ამისა, Disney-მ ახლახან განაახლა თავისი ნახევარწლიური დივიდენდები და გასულ კვირას შემდეგი გადახდა 50%-ით გაზარდა. დივიდენდური შემოსავალი ჯერ კიდევ 1%-ზე ნაკლებია, მაგრამ, აქციების გამოსყიდვასთან ერთად, ეს აქციონერებისთვის მეტი ფულის დაბრუნების საშუალებას წარმოადგენს.

ამასთან, ფილმების მიმართულებით წარმატებით შანსების გასაზრდელად, Disney საკულტო ფრენჩაიზებს იყენებს. ახალი ფილმები Deadpool-ის, Inside Out-ის, Planet of the Apes-ისა და Alien-ის ფრენჩაიზებისთვის დაგეგმილია ფისკალური 2024 წლის ბოლოს. Mufasa: The Lion King გამოვა დეკემბერში, ტექნიკურად დისნეის ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში. გასულ კვირას კი Disney-მ დააანონსა Moana-ს მეორე ნაწილი ნოემბრისთვის.

Disney ინვესტორებს იშვითად სთავაზობს მომავლის პროგნოზებს, თუმცა გასულ კვირას მენეჯმენტმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ფისკალურ 2024 წელს კორექტირებული EPS მინიმუმ 20%-ით — $4.60-მდე გაიზრდება. უოლ სტრიტის მოლოდინი კი $4.27-ს შეადგენს.

ანალიტიკოსების შეფასებები

Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $109.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $115.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $130.00-ს, ხოლო მინიმალური — $82.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 21 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Disney-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

სუპერთასზე PDD Holdings-ის მარკეტინგულმა აქტივობებმა აქციების ფასი გაზარდა

შემდეგი

გუშინ აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებლები გამოქვეყნდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გუშინ აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებლები გამოქვეყნდა

გუშინ აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებლები გამოქვეყნდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved