• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება რჩევები

6 სტრატეგია საინვესტიციო რისკების შესამცირებლად

ივნისი 20, 2024
in რჩევები
6 სტრატეგია საინვესტიციო რისკების შესამცირებლად
გაზიარება

ფინანსურ ბაზრებზე ინვესტირება მრავალ რისკს შეიცავს. თუმცა სათანადოდ შემუშავებული სტრატეგიების გამოყენებით ინვესტორებს მათი შემცირება და სასურველი შემოსავლის გამომუშავების პოტენციალის გაზრდა შეუძლიათ. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ და შემოგთავაზებთ რამდენიმე სტრატეგიას საინვესტიციო რისკების ეფექტიანად შესამცირებლად.

ჩაატარეთ საფუძვლიანი კვლევა

ნებისმიერი ინვესტიციის განხორციელებამდე აუცილებელია სათანადო გულმოდგინების გამოჩენა და საფუძვლიანი კვლევის ჩატარება. ინვესტიციის საფუძვლების გააზრებამ, მათ შორის კომპანიის ფინანსური სიჯანსაღის, ინდუსტრიაში მისი პოზიციისა და ზრდის პერსპექტივების დადგენამ, შეიძლება არახელსაყრელი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების რისკები მნიშვნელოვნად შეამციროს.

კონკრეტულ კომპანიაში ინვესტირებამდე ინვესტორმა უნდა განიხილოს მისი ფინანსური ანგარიშგება, ინდუსტრიაში არსებული ტენდენციები და კონკურენტული ლანდშაფტი, რათა გრძელვადიანი ზრდის პოტენციალი შეაფასოს.

დივერსიფიკაცია

დივერსიფიკაცია საინვესტიციო რისკების მართვის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ინვესტირებისთვის განკუთვნილი ფულის გადანაწილებით სხვადასხვა აქტივებზე — აქციები, ობლიგაციები, უძრავი ქონება და საქონელი — ინვესტორებს საშუალება ეძლევათ, მთლიან საინვესტიციო პორტფელზე კონკრეტული ინვესტიციის ცუდი წარმადობის გავლენა შეამცირონ. დივერსიფიკაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას აქტივების კლასებშიც — მაგალითად, შეგიძლიათ, ინვესტიცია ჩადოთ სხვადასხვა სექტორში, ინდუსტრიაში და გეოგრაფიულ რეგიონში.

აქტივთა განაწილება

აქტივთა განაწილება გულისხმობს საინვესტიციო პორტფელის დაყოფას სხვადასხვა აქტივთა კატეგორიის მიხედვით რისკისადმი კონკრეტული ინვესტორის ტოლერანტობის, საინვესტიციო მიზნებისა და დროის ჰორიზონტის საფუძველზე. კარგად დაბალანსებული პორტფელი შეიძლება მოიცავდეს აქციების, ობლიგაციებისა და ფულადი სახსრების ეკვივალენტების ნაზავს. აქტივთა განაწილება პერიოდულად გადაიხედება და კორექტირდება რისკის სასურველი დონის შესანარჩუნებლად.

ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება

ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება გულისხმობს რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას მიუხედავად იმისა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ეს სტრატეგია ინვესტირების პროცესიდან ემოციების გამორიცხვაშიც დაგეხმარებათ. ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოების სტრატეგიის დროს გამოყენებული შუალედები თქვენზეა დამოკიდებული — შეგიძლიათ ინვესტიციები ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, კვარტალურად და სხვა, თქვენთვის კომფორტული, ინტერვალებით ჩადოთ.

მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი. თქვენი მიზანი უბრალოდ კონკრეტული თანხის რეგულარული ინტერვალებით ინვესტირებაა. აქციებს ყიდულობთ როგორც მაქსიმალური ფასების, ასევე მათი ვარდნის პირობებში, რათა საბოლოოდ ინვესტიციის საშუალო ღირებულება შეამციროთ.

Investor

საინვესტიციო პორტფელის რეგულარული გადაბალანსება

საინვესტიციო პორტფელის შექმნისას შეიძლება აქტივები ასე გადაანაწილოთ: აქციები – 70%, ობლიგაციები — 30%. პრობლემა ის არის, რომ დროთა განმავლობაში ეს რეალობა იცვლება. დავუშვათ, საფონდო ბირჟის ზრდა ბევრად აღემატება ობლიგაციების ბაზრის წარმადობას. შედეგად, თქვენს პორტფელში არსებული აქციების მთლიანი ღირებულება ბევრად აჭარბებს ობლიგაციებისას, რაც თქვენ მიერ თავდაპირველად დადგენილ წონასწორობას არღვევს. აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში საჭირო იქნება საინვესტიციო პორტფელის რებალანსირება, რათა სასურველი წონასწორობის შენარჩუნება შეძლოთ.

რებალანსირება ნიშნავს ერთი ან მეტი აქტივის გაყიდვას და მიღებული შემოსავლის სხვა აქტივების შესაძენად გამოყენებას, რათა სასურველ განაწილებას მიაღწიოთ. ზემოთ მოყვანილ მაგალითს თუ დავუბრუნდებით, თქვენ ორი არჩევანი გაქვთ: 1. უნდა გაყიდოთ აქციების ნაწილი და მიღებული ფული ობლიგაციებში ჩადოთ; 2. შეიძინოთ მეტი ობლიგაცია, რათა ბალანსი აღადგინოთ.

თავდაცვით აქტივებში ინვესტირება

თავდაცვითი აქტივები, როგორიცაა მაღალხარისხიანი ობლიგაციები, კომუნალური კომპანიების აქციები და დივიდენდური აქციები, როგორც წესი, ნაკლებად ცვალებადია და ბაზრის ვარდნის დროსაც კი სტაბილურ ანაზღაურებას გვთავაზობს. საინვესტიციო პორტფელში მათმა ჩართვამ შეიძლება ინვესტორები საბაზრო რყევების დროს მეტი სტაბილურობით უზრუნველყოს.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ურისკო ინვესტიცია არ არსებობს, ზემოთ მოცემული სტრატეგიები ინვესტორებს რისკების ეფექტიანად მართვაში, მათ შერბილებაში და ფინანსური მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

წინა

სავარაუდოდ, $66-მილიარდიანი ფონდი Nvidia-ში წილს მნიშვნელოვნად გაზრდის, ხოლო Apple-ში — შეამცირებს

შემდეგი

როგორ მოვახერხოთ ერთ საქმეზე ფოკუსირება?

მსგავსი სტატიები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს
რჩევები

ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან
რჩევები

ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად
რჩევები

უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად

by Giorgi
ნოემბერი 7, 2024
საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“

by Giorgi
ოქტომბერი 31, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ მოვახერხოთ ერთ საქმეზე ფოკუსირება?

როგორ მოვახერხოთ ერთ საქმეზე ფოკუსირება?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved