• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

სავარაუდოდ, $66-მილიარდიანი ფონდი Nvidia-ში წილს მნიშვნელოვნად გაზრდის, ხოლო Apple-ში — შეამცირებს

ივნისი 20, 2024
in სიახლეები
სავარაუდოდ, $66-მილიარდიანი ფონდი Nvidia-ში წილს მნიშვნელოვნად გაზრდის, ხოლო Apple-ში — შეამცირებს
გაზიარება

ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი, ტექნოლოგიურ კომპანიებზე ორიენტირებული ETF (საბირჟო ვაჭრობის ფონდი), სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში მასიურ ცვლილებას განახორციელებს.

მოსალოდნელია, რომ პარასკევს, კვარტალური გადაბალანსებისას, Technology Select Sector SPDR Fund (XLK) იძულებული იქნება, Nvidia-ს მილიარდობით დოლარის ღირებულების აქციები შეიძინოს და Apple-ის წილი მკვეთრად შეამციროს. ამჟამად ამ ფონდის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $66 მილიარდს შეადგენს.

„მასიური რებალანსირება მოხდება (თითქმის დარწმუნებული ვარ)“ — განაცხადა ჯეიმს სეიფარტმა, Bloomberg Intelligence-ის ETF-ის კვლევის ანალიტიკოსმა გასულ პარასკევს. „XLK-ს მოუწევს, მიმდინარე ფასებით გაყიდოს Apple-ის დაახლოებით $12.6 მილიარდის ღირებულების აქციები და Nvidia-ში თავისი წილი $10.9 მილიარდით გაზარდოს. ეს ტრანზაქციები განხორციელდება 21 ივნისს. თუმცა საჭიროა დასტური S&P/SPDR-ისგან“.

CNBC-სთვის გაკეთებულ კომენტარებში მეთიუ ბარტოლინი, SPDR America’s Research-ის ხელმძღვანელი State Street-ში, რომელიც XLK-ს მართავს, ჯეიმს სეიფარტის მათემატიკას დაეთანხმა. S&P Global-ის წარმომადგენლებმა ინდექსში პოტენციური ცვლილებების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

რა ხდება?

XLK მიჰყვება Technology Select Sector Index-ს, რომელიც შედგება ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სექტორში მოქმედი S&P 500-ის კომპანიების აქციებისგან. მთლიანობაში მათი რაოდენობა 65-ს შეადგენს და მათ შორის არის აშშ-ის სამი ყველაზე ძვირადღირებული კომპანია: Nvidia, Microsoft და Apple.

ფონდი თეორიულად საბაზრო კაპიტალიზაციის (market cap) მიხედვით არის შეწონილი. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მაღალია კომპანიის market cap, მით უფრო მეტი გავლენა აქვს მას ფონდის ღირებულებასა და მისი აქციების ფასზე. თუმცა რეალობა უფრო კომპლექსურია. დივერსიფიკაციის წესებიდან გამომდინარე, არც ერთი კომპანია არ შეიძლება ფონდის 25%-ზე მეტს შეადგენდეს. S&P Global, ინდექსის მენეჯერი, თითოეული აქციის წონას 23%-მდე ზღუდავს გარკვეული ბუფერის შესაქმნელად.

Nvidia, Microsoft და Apple

დიდი ხნის განმავლობაში, ინდექსში მხოლოდ Apple და Microsoft იყვნენ კომპანიები, რომლებიც ამ 23%-იან ლიმიტს მიუახლოვდნენ. მაგრამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში Nvidia-ს ისტორიული მიღწევების წყალობით, ახლა ინდექსში სამი კომპანიაა, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაციას $3 ტრილიონს აჭარბებს. ისინი ერთად ინდექსის 60%-ზე მეტს შეადგენენ.

ერთი შეხედვით, Nvidia-ს ზრდა წყვეტს შეწონვის პრობლემას. მისი წონა გაიზარდა და, შესაბამისად, Apple-ისა და Microsoft-ის წილები 23%-ს ჩამოსცდა.

თუმცა ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ — კომპანიების ჯამი, რომელთა წონაც 4.8%-ზე მეტია, არ შეიძლება მთლიანი ინდექსის 50%-ს აღემატებოდეს.

სწორედ ამიტომ აქვთ Apple-ს, Microsoft-სა და Nvidia-ს ასეთი მკვეთრად განსხვავებული წონები ინდექსში.

Microsoft, Apple, and Nvidia weights in the S&P Technology Select Sector Index (Data as of June 14, 2024)

თუ ყველა კომპანია, რომლის წონაც 4.8%-ზე მეტია, კუმულატიურად ინდექსის 50%-ს აღემატება, ისინი საბაზრო კაპიტალის მიხედვით ფასდება, ხოლო მათგან ყველაზე პატარას წონა მაქსიმუმ 4.5%-მდე მცირდება.

ინდექსის რებალანსირება ხორციელდება კვარტალურად, მარტის, ივნისის, სექტემბრის და დეკემბრის მესამე პარასკევს, თითოეული კომპანიისთვის წინა კვირის ბოლოს დაფიქსირებულ საბაზრო კაპიტალიზაციაზე დაყრდნობით.

იქიდან გამომდინარე, რომ Nvidia-ს „free float-კორექტირებული“1 საბაზრო კაპიტალიზაცია Apple-ს უსწრებს პარასკევის სავაჭრო დღის ბოლოს მჭიდრო რბოლის შემდეგ, ინდექსმა ახლა თავისი წილი ამ უკანასკნელში თითქმის 80%-ით უნდა შეამციროს.

„ნებისმიერ ETF-ს, რომელიც მიჰყვება ამ ინდექსს, მოუწევს Nvidia-ს აქციებს შეძენა, ხოლო Apple-ის წილის შემცირება“ — განაცხადა ჯორჯ სმიტმა, LPL Financial-ის პორტფელის სტრატეგმა.

რას ნიშნავს ეს აქციებისთვის?

ფსონები მაღალია თითოეული კომპანიის აქციის მფლობელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ XLK თავისთავად დიდი ფონდია, ის შეიძლება არ იყოს ერთადერთი, რომელსაც პორტფელის კორექტირება მოუწევს ინდექსის გადაბალანსების შემდეგ. მაშინაც კი, თუ ეს ასე იქნება, მხოლოდ მის პორტფელში ცვლილებებს შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს Nvidia-სა და Apple-ის აქციებზე.

ნებისმიერი ფონდის მიერ ერთი კვირის განმავლობაში კომპანიის მილიარდობით დოლარის ღირებულების აქციების ყიდვა ან გაყიდვა აუცილებლად იქონიებს გავლენას მათ ფასებზე. თუმცა Nvidia-ს აქციების სტიმული, რომელიც შეიძლება ინდექსის რებალანსირებამ განაპირობოს, შესაძლოა, გასულ კვირაში განხორციელებულმა აქციების დაყოფამ შეამციროს. ახლა, როდესაც ბაზარზე Nvidia ათჯერ მეტი აქციაა, მყიდველებს და გამყიდველებს შეუძლიათ, ტრანზაქციები უფრო მეტი სიზუსტით განახორციელონ.

ამის საპირისპიროდ, XLK-ის მიერ Apple-ის აქციების გაყიდვამ შეიძლება გამოიწვიოს მოთხოვნა-მიწოდების შეუსაბამობა, რაც დროებით აქციების ფასის სისუსტეს განაპირობებს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-სა და Apple-ის აქციებს?

Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $136.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $130.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.9%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 38-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $214.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $210.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $275.00-ს, ხოლო მინიმალური — $164.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

კონტენტი მოწოდებულია საინფორმაციო მიზნით და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას. ყველა ინვესტიცია შეიცავს რისკს, ამიტომ აუცილებელია, ინვესტირებამდე საკუთარი კვლევა ჩაატაროთ.


[1] სრული საბაზრო კაპიტალიზაციის გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა აქცია, როგორც აქტიური, ისე არააქტიური. „free float-კორექტირებული“ მეთოდი კი გამორიცხავს „ჩაკეტილ“ (სიტუაცია, როდესაც ინვესტორს ფასიანი ქაღალდების გაყიდვის უფლება არ აქვს) აქციებს, როგორებიც არის ინსაიდერების, პრომოუტერებისა და მთავრობების მფლობელობაში არსებული აქციები.

წინა

Fed-ის ოფიციალური პირებმა საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს

შემდეგი

6 სტრატეგია საინვესტიციო რისკების შესამცირებლად

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
6 სტრატეგია საინვესტიციო რისკების შესამცირებლად

6 სტრატეგია საინვესტიციო რისკების შესამცირებლად

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved