• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Fed-ის ოფიციალური პირებმა საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს

ივნისი 19, 2024
in სიახლეები
Fed-ის ოფიციალური პირებმა საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს
გაზიარება

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კმაყოფილები არიან ინფლაციის ბოლო ვარდნით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აშშ-ს ეკონომიკის მიმართულებაში დარწმუნებულნი იყვნენ.

გასულ კვირაში Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები კვლავ უცვლელად შეინარჩუნა, გუშინ კი Fed-ის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა კომენტარები გააკეთა წელს საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით მათი მოლოდინების შესახებ.

ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს პროგრესს ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ასახული იყო სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) ბოლო ანგარიშში. თუმცა, Fed-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ინფლაცია წლიური 2%-იანი მაჩვენებლისკენ მიემართება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საპროცენტო განაკვეთების შემცირება.

ტომ ბარკინი და ალბერტო მუსალემი

რიჩმონდის ფედერალური რეზერვის პრეზიდენტს — ტომ ბარკინს არ შემოუთავაზებია რაიმე პროგნოზი იმის შესახებ, შეამცირებს თუ არა წელს ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს. მისი თქმით, მიუხედავად ბოლოდროინდელი პროგრესისა, ძნელია იმის გაგება, სრულად უბრუნდება თუ არა ინფლაცია Fed-ის სამიზნე მაჩვენებელს.

„ჩვენ აშკარად განვიცადეთ პროგრესი ინფლაციის თვალსაზრისით. ამას ნაწილობრივ ხელი შეუწყო შემზღუდავმა მონეტარულმა პოლიტიკამ, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გადაჭრამ და შრომის ბაზრის უკეთ დაბალანსებამ” — განაცხადა ტომმა.

ანალოგიურად, სენტ ლუისის Fed-ის პრეზიდენტის — ალბერტო მუსალემის თქმით, მიუხედავად საპროცენტო განაკვეთების ამაღლებული ნიშნულისა, არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ შეიძლება ისინი საკმარისად „შემზღუდავი“ არ იყოს. მისი თქმით, ინფლაციის ბოლო მონაცემებმა აჩვენა, რომ მომხმარებლები მხოლოდ ახლა ხდებიან ფასების ზრდის მიმართ უფრო მგრძნობიარენი.

„იმედი მაქვს, რომ ეს შეიძლება ინფლაციის 2%-იანი სამიზნე მაჩვენებლისკენ პროგრესის განახლებაზე მიუთითებდეს. თუმცა, ტენდენციის ჩამოყალიბებას ერთზე მეტი მონაცემი სჭირდება“ ­— აღნიშნა მუსალემმა.

ალბერტო მუსალემის თქმით, მოსალოდნელია, რომ „თვეები და უფრო სავარაუდოდ კვარტლები“ ​​დასჭირდება ინფლაციის მაჩვენებლების გაუმჯობესებას იმისთვის, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება კომფორტული იყოს. ფაქტობრივად, მან თქვა, რომ იმ საეჭვო შემთხვევაში, თუ ინფლაცია 2%-იან ნიშნულზე მაღლა გაჩერდება, შესაძლოა Fed-მა განაკვეთები კვლავ გაზარდოს.

სიუზან კოლინსი და ოსტან გოლსბი

ბოსტონის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტის — სიუზან კოლინსის თქმით, ინფლაციის პროგრესი „გამამხნევებელია“, მაგრამ ის აჩვენებს, რომ ინფლაციის დონის დაწევას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი.

„გაურკვევლობა და ყოველთვიური მონაცემების (მათ შორის ინფლაციის) ცვალებადობა კვლავ მაღალია. ერთი ან ორი თვის იმედისმომცემ მაჩვენებლებზე გადამეტებული რეაქცია არ უნდა გვქონდეს” — თქვა სიუზანმა.

ჩიკაგოს Fed-ის პრეზიდენტმა — ოსტან გოლსბიმ კი აღნიშნა, რომ 2022 წლის ინფლაციის მწვერვალების მთავარი მამოძრავებელი მიწოდების ჯაჭვის პრობლემები იყო და ლოჯისტიკურმა გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო ფასების ზეწოლის შემცირებას, მათ შორის CPI-ის უახლეს ანგარიშში.

ადრიანა კუგლერი

პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტში გამართულ ღონისძიებაზე, Fed-ის მმართველი საბჭოს წევრმა — ადრიანა კუგლერმა თქვა, რომ მიზანშეწონილია განაკვეთების შემცირების დაწყება მიმდინარე წლის ბოლოს, თუ მონაცემები ფასების ზრდის შენელებაზე მითითებას განაგრძობს. თუმცა, მისი თქმით, ტემპი, რომლითაც Fed მიიღებს გადაწყვეტილებებს, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა უბიძგებს მას მოქმედებისკენ.

„საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით ჩვენი მოქმედებები ძალიან იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა სიტუაციასთან გვექნება საქმე — დეზინფლაციასთან, თუ შრომის ბაზარზე გარკვეულ რეგრესთან. თუ რეალობა ეს უკანასკნელი იქნება, შეიძლება უფრო გონივრული იყოს ნელი ტემპით მოქმედება. საბოლოოდ ყველაფერს განაპირობებს ის, თუ როგორ განვითარდება ეკონომიკური მდგომარეობა“ — განაცხადა ადრიანამ.

წინა

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ თავისი წილი Occidental Petroleum-ში თითქმის 29%-მდე გაზარდა

შემდეგი

სავარაუდოდ, $66-მილიარდიანი ფონდი Nvidia-ში წილს მნიშვნელოვნად გაზრდის, ხოლო Apple-ში — შეამცირებს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
სავარაუდოდ, $66-მილიარდიანი ფონდი Nvidia-ში წილს მნიშვნელოვნად გაზრდის, ხოლო Apple-ში — შეამცირებს

სავარაუდოდ, $66-მილიარდიანი ფონდი Nvidia-ში წილს მნიშვნელოვნად გაზრდის, ხოლო Apple-ში — შეამცირებს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved