• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება რჩევები

7 ეფექტიანი სტრატეგია საინვესტიციო რისკების შესამცირებლად

ივლისი 23, 2024
in რჩევები
7 ეფექტიანი სტრატეგია საინვესტიციო რისკების შესამცირებლად
გაზიარება

რისკი მრავალ ადამიანს ინვესტირების დაწყებაში ხელს უშლის. თუმცა უნდა გვახსოვდეს ლეგენდარული ინვესტორის — ბენჟამინ გრეჰემი სიტყვები: „წარმატებული ინვესტირება არა რისკის თავიდან აცილებაში, არამედ მის მართვაში მდგომარეობს“.

საინვესტიციო რისკის სრულად არიდება შეუძლებელია, თუმცა მის სამართავად ეფექტიანი სტრატეგიების დანერგვა საინვესტიციო სამყაროში ჩვენი წარმატების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

დღეს სწორედ ამ საკითხებს მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ პრაქტიკულ სტრატეგიებს საინვესტიციო რისკების შესამცირებლად.

  1. დაადგინეთ, რისკისადმი რამდენად ტოლერანტული ხართ

რისკისადმი ტოლერანტობა წარმოადგენს რისკის დონეს, რომლის მიმღებლობაც ინვესტორს, ინვესტიციის ღირებულების ცვალებადობის გათვალისწინებით, გააჩნია. ის ინვესტირების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ხშირად განსაზღვრავს ინდივიდის მიერ შერჩეული ინვესტიციების ტიპსა და მოცულობას.

მაგალითად, თუ ადამიანი ახალგაზრდაა, ოჯახი ჯერ არ შეუქმნია და ნაკლები ფინანსური პასუხისმგებლობა აკისრია, მაშინ ის უფრო ამტანია რისკების მიმართ, ვიდრე სხვა ინვესტორი, რომელიც დაქორწინებულია და შვილების სწავლის საფასურს იხდის.

თუმცა მხოლოდ ინვესტორის ასაკს არ უნდა მიექცეს ყურადღება. მნიშვნელოვანია, კონკრეტული ინდივიდის პიროვნული თვისებები. შეიძლება ინვესტორი ახალგაზრდა იყოს, მაგრამ საკუთარ თავზე მაღალი რისკის აღება მისთვის ძალიან სტრესული იყოს. ამ შემთხვევაში კი ერთ-ერთი გამოსავალი ნაკლებად რისკიან ინვესტიციებზე ფოკუსირებაა.

  1. შეადგინეთ გადაუდებელი საჭიროების ფონდი

გადაუდებელი საჭიროების, ანუ სარეზერვო, ფონდი წარმოადგენს გადანახულ ფულს, რომლის გამოყენებასაც ადამიანი ფინანსურად რთულ პერიოდებში შეძლებს. ამ ფონდში არსებული თანხით ინვესტორს გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვა შეუძლია.

გადაუდებელი საჭიროების ფონდი მოქმედებს, როგორც ფინანსური „უსაფრთხოების ბადე“ (დაზღვევა), რომელიც მოულოდნელი ფინანსური კრიზისის დროს სიმშვიდის შენარჩუნების საშუალებას მოგცემთ. ის, როგორც წესი, მინიმუმ 3-6 თვის საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად საკმარის თანხას მოიცავს და ფინანსურად რთულ პერიოდებში ვალის აღებისგან ან ინვესტიციების გაყიდვისგან თავის შეკავების საშუალებას გაძლევთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია bear market-ის პერიოდში, რადგან თუ ამ დროს ინვესტიციების გაყიდვის აუცილებლობის წინაშე დადგებით, აქციების შემცირებული ფასებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ფინანსურ ზარალს განიცდით.

  1. ჩადეთ ინვესტიცია თანმიმდევრულად და ფოკუსირდით გრძელვადიან პერსპექტივაზე

კონკრეტული ინვესტიციების შესაძენად და გასაყიდად შესაფერისი საუკეთესო დროების გამოცნობა ძალიან რთულია. ამაში წარმატებას ხშირად ძალიან გამოცდილი ინვესტორებიც კი ვერ აღწევენ. ამის ნაცვლად, სჯობს თანმიმდევრულობასა და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირდეთ.

ამისთვის გამოგადგებათ ისეთი სტრატეგიები, როგორებიც არის, მაგალითად, ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება ან „მესამედებით ინვესტირების“ მეთოდი.

  1. ორიენტირდით დივერსიფიკაციაზე

დივერსიფიკაცია არის სტრატეგია, რომლის მიზანიც არის რისკების შემცირება საინვესტიციო თანხის სხვადასხვა აქტივზე, სექტორსა და რეგიონზე განაწილებით. ამ სტრატეგიის გამოყენება ინვესტორებს საშუალებას აძლევს, თავიანთ საინვესტიციო პორტფელზე ნებისმიერი ცუდი წარმადობის მქონე ინვესტიციის ნეგატიური გავლენა შეამცირონ. დივერსიფიკაცია ინვესტორს პოტენციური დანაკარგებისა და მოგების დაბალანსებაში ეხმარება, მას ინდივიდისთვის უფრო სტაბილური და თანმიმდევრული სარგებლის მოტანა შეუძლია.

  1. ჩაატარეთ სიღრმისეული კვლევა

სანამ რაიმე აქციას შეიძენთ, მისი გამომშვები კომპანიის შესახებ საფუძვლიანი კვლევა ჩაატარეთ. შეამოწმეთ მისი ფინანსური ანგარიშგება, შეაფასეთ კონკურენტული უპირატესობა, მმართველი გუნდის გამოცდილება და იყავით ინფორმირებული ინდუსტრიის ტენდენციების შესახებ. ამ ცოდნით შეიარაღების შემდეგ კი შეძლებთ, ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოთ და თქვენთვის არახელსაყრელი შედეგების მიღების ალბათობა შეამციროთ.

  1. განიხილეთ ლურჯი ჩიპის აქციებში ინვესტირება

ითვლება, რომ ტერმინი — „ლურჯი ჩიპი“ მომდინარეობს პოკერიდან, სადაც ლურჯი ფერის ჩიპი ყველაზე ღირებულია. ლურჯი ჩიპის აქციები კი მსხვილი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე, ბაზარზე მყარად დამკვიდრებულ კომპანიებს ეკუთვნის. ისინი საიმედო შემოსავლის გამომუშავებაში წარმატების ხანგრძლივი გამოცდილებითა და თავიანთ ინდუსტრიაში ან სექტორში ლიდერობით გამოირჩევიან.

თუმცა, სანამ „ლურჯი ჩიპის სექტორიდან“ კონკრეტულ კომპანიას შეარჩევთ, მნიშვნელოვანია, პოტენციური ვარიანტები საფუძვლიანად გამოიკვლიოთ და ფული ისეთ აქციებში დააბანდოთ, რომლებიც თქვენს საინვესტიციო სტრატეგიას, რისკისადმი ტოლერანტობის დონეს და სხვა მახასიათებლებს შეესაბამება.

  1. საინვესტიციო პორტფელი რეგულარულად აკონტროლეთ

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინების შემდეგ, პორტფელის რეგულარულად კონტროლი არ დაივიწყოთ. გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტირება იმას არ ნიშნავს, რომ ფული დააბანდოთ და შემდეგ საკუთარი საინვესტიციო პორტფელი დაივიწყოთ. მნიშვნელოვანია, რეგულარულად ადევნოთ თვალი მის წარმადობას და პერიოდული მიმოხილვები ჩაატაროთ.

საბაზრო პირობები ცვალებადია, ასევე იცვლება კონკრეტული აქციებისა და სექტორების წარმადობა. ამიტომ პერიოდულად საჭირო გახდება საინვესტიციო პორტფელის ხელახლა დაბალანსება. ეს საშუალებას მოგცემთ, შეინარჩუნოთ აქტივთა სასურველი განაწილება, რომელიც თქვენს საინვესტიციო მიზნებს შეესაბამება.

წინა

ხვალ Tesla კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

შემდეგი

ხვალ Alphabet კვარტალურ ანგარიშს წარადგენს

მსგავსი სტატიები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს
რჩევები

ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან
რჩევები

ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად
რჩევები

უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად

by Giorgi
ნოემბერი 7, 2024
საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“

by Giorgi
ოქტომბერი 31, 2024
მეტი
შემდეგი
ხვალ Alphabet კვარტალურ ანგარიშს წარადგენს

ხვალ Alphabet კვარტალურ ანგარიშს წარადგენს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved