• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

საინვესტიციო პორტფელის დაბალანსება – როგორ და როდის?

სექტემბერი 5, 2022
in ინვესტიციის ანბანი
საინვესტიციო პორტფელის დაბალანსება – როგორ და როდის?
გაზიარება

საინვესტიციო პორტფელის დაბალანსება ნიშნავს ისეთი პორტფელის შექმნას, რომელიც თქვენს ინდივიდუალურ რისკებს და საინვესტიციო მიზნებს შეესაბამება. მაგრამ ამის ერთხელ გაკეთება საკმარისი არ არის. უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი საინვესტიციო პორტფელი მუდამ დაბალანსებული იქნება და შეიძლება დროდადრო მისი რებალანსირება მოგიწიოთ.

აი, მოკლე შეჯამება იმისა, თუ რა უნდა იცოდნენ ინვესტორებმა საინვესტიციო პორტფელის ბალანსირებისა და რებალანსირების შესახებ:

  • თქვენი პორტფელის დაბალანსება უზრუნველყოფს, რომ თქვენი საინვესტიციო აქტივების ნაზავი თქვენს რისკისადმი ტოლერანტობის დონეს და საინვესტიციო მიზნებს შეესაბამებოდეს.
  • პორტფელის გადაბალანსება საშუალებას გაძლევთ, რომ დროთა განმავლობაში რისკის სასურველი დონე შეინარჩუნოთ.
  • საინვესტიციო პორტფელის ბალანსი ბუნებრივად ირღვევა, რადგან ინდივიდუალური ინვესტიციების ფასები დროთა განმავლობაში იცვლება.
  • შეგიძლიათ ბალანსი წინასწარ განსაზღვრულ დროს, ან მაშინ განაახლოთ, როდესაც თქვენი იდეალური ნაზავი ირღვევა.
  • რებალანსირება შეიძლება განხორციელდეს ერთი ინვესტიციის გაყიდვით და მეორეს ყიდვით, ან აქციებსა და ობლიგაციებზე დამატებითი სახსრების გამოყოფით.

მოდით, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის თქვენი პორტფელის დაბალანსებისა და რებალანსირების მიზანი და რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი?

რატომ არის პორტფელის დაბალანსება და გადაბალანსება ასეთი მნიშვნელოვანი?

პორტფელის დაბალანსების მიზანია, მიაღწიოთ რისკისა და ანაზღაურების პოტენციალის სასურველ პროპორციებს.

საინვესტიციო პორტფელის შექმნისას შეიძლება აქტივები ასე გადაანაწილოთ: აქციები – 70%, ობლიგაციები – 30%. პრობლემა ის არის, რომ დროთა განმავლობაში ეს რეალობა იცვლება. დავუშვათ, საფონდო ბირჟის ზრდა ბევრად აღემატება ობლიგაციების ბაზრის მატებას. შედეგად, თქვენს პორტფელში არსებული აქციების ღირებულება ბევრად აჭარბებს ობლიგაციების ღირებულებას, რაც თქვენ მიერ თავდაპირველად დადგენილ წონასწორობას არღვევს. აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში საჭირო იქნება საინვესტიციო პორტფელის რებალანსირება, რათა სასურველი წონასწორობის შენარჩუნება შეძლოთ.

როგორ უნდა გადააბალანსოთ თქვენი პორტფელი?

რებალანსირება ნიშნავს ერთი ან მეტი აქტივის გაყიდვას და მიღებული შემოსავლის სხვა აქტივების შესაძენად, რათა სასურველ განაწილებას მიაღწიოთ. ზემოთ მოყვანილ მაგალითს თუ გავაგრძელებთ, თქვენ ან უნდა გაყიდოთ აქციების ნაწილი და მიღებული ფული ობლიგაციებში ჩადოთ, ან იყიდოთ მეტი ობლიგაცია, რათა ბალანსი აღადგინოთ.

ამ ვარიანტებიდან რომელი უფრო მიმზიდველად გეჩვენებათ?

  • გაყიდეთ მაღალეფექტური ინვესტიციები და შეიძინეთ ნაკლებ შემოსავლიანი აქტივები.
  • სტრატეგიულად გაანაწილეთ ახალი ფული. მაგალითად, თუ თქვენს პორტფელში ერთმა აქციამ ზედმეტად ჭარბი წონა შეიძინა, შეგიძლიათ ახალი დეპოზიტი სხვა სასურველ აქციაში ჩადოთ, რათა ბალანსი აღდგეს.

როგორც წესი, მეორე ვარიანტი უფრო ხელსაყრელია, რადგან „ტრადიციული“ გზით რებალანსირება (დამატებითი ფულის ინვესტირების გარეშე) თქვენი ყველაზე წარმატებული აქტივების გაყიდვას გულისხმობს.

დაბალანსებული პორტფელის თქვენეული განსაზღვრება

სამწუხაროდ, დაბალანსებულ პორტფელში თქვენი იდეალური დივერსიფიკაციის დასადგენად სრულყოფილი მეთოდი არ არსებობს.

თქვენთვის საუკეთესო აქტივთა განაწილების განსაზღვრის ერთ-ერთ მეთოდს 110-ის წესი ეწოდება. 110%-ს თქვენი ასაკი გამოაკელით. მაგალითად, თუ 50 წლის ხართ (110 – 50 = 60), გამოვა, რომ თქვენი ფულის 60% აქციებში უნდა დააბანდოთ, ხოლო 40% – ობლიგაციებში.

შეგიძლიათ ეს წესი გამოიყენოთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია თქვენი ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინება. თუ რისკისადმი მეტად ტოლერანტული ხართ და ბაზრის მოკლევადიანი რყევები არ გაწუხებთ, შეიძლება თქვენი პორტფელის მეტი წილი აქციებზე გადანაწილდეს.

მეორეს მხრივ, თუ საფონდო ბირჟის მერყეობა თქვენი სტრესის დონეს ზრდის, მაშინ ობლიგაციების ან ნაღდი ფულის წილი უნდა გაზარდოთ. დაიმახსოვრეთ, რომ დაბალანსებული პორტფელი ინდივიდუალურია და ყველასთვის სხვადასხვაა.

Rebalancing Portfolio

როდის უნდა გადააბალანსოთ პორტფელი?

მას შემდეგ, რაც აქტივთა სამიზნე გადანაწილებას დაადგენთ და დაბალანსებულ პორტფელს შექმნით, ლოგიკური კითხვაა, თუ როდის უნდა გადაააბალანსოთ თქვენი პორტფელი.

რებალანსირების ორი ზოგადი გზა არსებობს. შეგიძლიათ თქვენი პორტფელი გარკვეული დროის ინტერვალში (მაგალითად, ყოველწლიურად) ან მაშინ გადააბალანსოთ, როდესაც ის თქვენ მიერ დადგენილ ბალანსს დაკარგავს. არ არსებობს სწორი ან არასწორი მეთოდი, მაგრამ თუ თქვენი პორტფელის ღირებულება უკიდურესად არასტაბილური არ არის, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ რებალანსირება საკმარისზე მეტია.

პორტფელის რებალანსირების უპირატესობა გრძელვადიანი ინვესტორებისთვის

როდესაც საბაზრო ღირებულება ეცემა, ინსტინქტი გვეუბნება, რომ პოზიციები მანამ გავყიდოთ, სანამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება და როცა აქციების ფასები იზრდება სწორედ მაშინ გვსურს ბაზარზე ფულის შეტანა. ეს არის ადამიანური ბუნება, მაგრამ ასეთი მიდგომა საფონდო ბირჟაზე წარმატების მიღწევაში ხელს შეგიშლით.

დაბალანსებული პორტფელის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომ იძულებული ხართ ძვირად გაყიდოთ და იაფად შეიძინოთ. მაგალითად, თუ საფონდო ბირჟა კრახს განიცდის და აქციების ღირებულების 30%-ს კარგავს, მაშინ ობლიგაციების წილი თქვენს პორტფელში, სავარაუდოდ, ზედმეტად მაღალი გახდება. ბალანსის აღსადგენად შეიძლება გაყიდოთ ობლიგაციების ნაწილი და შეიძინოთ მეტი აქცია მანამ, სანამ ისინი იაფია. დაბალანსებული პორტფელის შექმნა და მის შესანარჩუნებლად ნაბიჯების გადადგმა დაგეხმარებათ, მნიშვნელოვანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას, ემოციებზე ზედმეტად დაყრდნობა თავიდან აიცილოთ.

წინა

ილონ მასკის თქმით, მსოფლიოს მეტი ნავთობი და ბუნებრივი აირი სჭირდება

შემდეგი

6 რამ, რაც რეცესიისთვის მოსამზადებლად ახლავე უნდა გააკეთოთ

მსგავსი სტატიები

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით
ინვესტიციის ანბანი

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

by Giorgi
სექტემბერი 29, 2022
უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?
ინვესტიციის ანბანი

უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2022
რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?

by Giorgi
დეკემბერი 14, 2022
მეტი
შემდეგი
6 რამ, რაც რეცესიისთვის მოსამზადებლად ახლავე უნდა გააკეთოთ

6 რამ, რაც რეცესიისთვის მოსამზადებლად ახლავე უნდა გააკეთოთ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved