• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

ბაზრის მერყეობა და მცდარი არჩევანი საინვესტიციო სამყაროს ნაწილია

მაისი 11, 2022
in ინვესტიციის ანბანი
ბაზრის მერყეობა და მცდარი არჩევანი საინვესტიციო სამყაროს ნაწილია
გაზიარება

საინვესტიციო კარიერის განმავლობაში თქვენ აუცილებლად დაუშვებთ შეცდომებს, ამას გვერდს ვერ აუვლით. ცნობილმა ინვესტორმა – პიტერ ლინჩმა ერთხელ თქვა, რომ თუ 10-დან 6 აქციის სწორად შერჩევა შეგიძლიათ, მაშინ საქმეს თავს კარგად ართმევთ.

ინვესტირების გზაზე მრავალ დაბრკოლებას შეხვდებით და ეს სავსებით ნორმალურია. მაშინ რატომ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ინდივიდუალურ აქციებში თუ შანსები ჩვენს წინააღმდეგ დიდია?

Investing In Stock Market

გამარჯვებული ინვესტიციები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დამარცხებულები

10-დან 6 სწორი არჩევანი – როგორ შეიძლება წარმატებას მიაღწიოთ თითქმის თანაბარი სწორი და არასწორი არჩევანის გაკეთებით? ადამიანებს მცდარი წარმოდგენა აქვთ, რომ გამარჯვებულ და დამარცხებულ აქციებს ინვესტიციებზე მსგავსი გავლენა აქვთ.

დავუშვათ შეიძინეთ კონკრეტული კომპანიის აქციები, რომელიც მოგვიანებით გაკოტრდა. ყველაზე მეტი რისი დაკარგვაც შეგიძლიათ არის ის ფული, რომელიც თავდაპირველად ჩადეთ, ეს არის თქვენი 100%-იანი ზარალი. თუმცა აქციის ფასი შეიძლება 100%-ზე მეტით გაიზარდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ გამარჯვებულს მრავალი დამარცხებულისგან მოტანილი ზარალის ანაზღაურება შეუძლია.

წარმოიდგინეთ, რომ 10 განსხვავებულ აქციას ყიდულობთ და ფლობთ ათწლეულის განმავლობაში. აქედან 9 აქციის ფასი ნულამდე ეცემა, თუმცა თქვენი მეათე აქციის ფასი 1000%-ით იზრდება. თქვენი აქციების 90%-ის ნულამდე დაცემა დამღუპველი იქნება, მაგრამ ათწლეულის ბოლოს მაინც გამოიმუშავებთ ფულს, რადგან ერთმა გამარჯვებულმა ყველა დამარცხებულის ზარალი აანაზღაურა.

გამარჯვებული აქციის არჩევის შანსები

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ინვესტორის მიზანი გამარჯვებული აქციების პოვნაა, თუმცა რამდენად გავრცელებულია ეს განსაკუთრებული აქციები? Vanguard-მა შეისწავლა ყველა აქცია, რომელიც იყო Russell 3000 Index-ის ნაწილი 1987 დან 2017 წლამდე. ყველა აქციის დაახლოებით 47% დამარცხებულთა რიგებში იყო, რომლებიც არსებობის განმავლობაში უარყოფით მთლიან შემოსავალს აწარმოებდა. ფაქტობრივად, მედიანური აქციების მთლიანი შემოსავალი მხოლოდ 7%-ს შეადგენდა.

იმავდროულად, აქციების მხოლოდ 7%-მა გამოიმუშავა 1,000% ან მეტი მთლიანი შემოსავალი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინდექსი ცუდი აქციების ნაკრები იყო, საფონდო ბირჟის ინდექსისთვის მოგების უმეტეს ნაწილს განსაკუთრებული აქციების მცირე ჯგუფი გამოიმუშავებდა.

რა არის წარმატებისთვის საჭირო?

ბევრი ინვესტორი საუბრობს ინვესტიციების დივერსიფიკაციის, როგორც თავდაცვითი სტრატეგიის შესახებ. რაც არ უნდა ჭკვიანი იყოთ ან რამდენ კვლევასაც არ უნდა ატარებდეთ, ინვესტიციისთვის ყოველთვის საჭიროა მცირე იღბალი. ძალიან ბევრი რამ შეიძლება არასწორად წარიმართოს – მატყუარა მენეჯმენტი, თაღლითობა, კონკურენცია, რეცესია და ა. შ. ბევრი მათგანის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

მაგრამ დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი ნამდვილად ზრდის თქვენი წარმატების შანსებს. დაიმახსოვრეთ, რომ დიდი სიმდიდრის დასაგროვებლად საჭიროა მხოლოდ რამდენიმე გამარჯვებული ინვესტიცია.

წინა

გართობის ინდუსტრიის 3 ტოპ კომპანია, რომელსაც მაისში უნდა დააკვირდეთ

შემდეგი

3 შესანიშნავი აქცია, რომელსაც ახლა $10-ზე იაფად შეიძენთ

მსგავსი სტატიები

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით
ინვესტიციის ანბანი

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

by Giorgi
სექტემბერი 29, 2022
უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?
ინვესტიციის ანბანი

უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2022
რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?

by Giorgi
დეკემბერი 14, 2022
მეტი
შემდეგი
3 შესანიშნავი აქცია, რომელსაც ახლა $10-ზე იაფად შეიძენთ

3 შესანიშნავი აქცია, რომელსაც ახლა $10-ზე იაფად შეიძენთ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved