• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა გავიგეთ გასულ კვირას ტექნოლოგიური გიგანტების კვარტალური ანგარიშებიდან?

აპრილი 29, 2024
in სიახლეები
რა გავიგეთ გასულ კვირას ტექნოლოგიური გიგანტების კვარტალური ანგარიშებიდან?
გაზიარება

გასულ კვირაში კვარტალური ანგარიშები გამოაქვეყნეს ტექნოლოგიურმა გიგანტებმა — Meta Platforms, Alphabet და Microsoft. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კი კვლავ ხელოვნური ინტელექტი (AI) და ამ მიმართულებით მათი მისწრაფებები მოექცა. სამივე კომპანიამ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

Meta-ს აქციების ფასი შემცირდა მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა დააანონსა ხარჯების გაზრდა AI-ში ინვესტირებისთვის. ამავდროულად, Alphabet-ისა და Microsoft-ის აქციების ფასი გაიზარდა, რადგან, როგორც ჩანს, ქლაუდ ტექნოლოგიის სიძლიერე ინვესტორების განწყობაზე პოზიტიურად ზემოქმედებს.

ტექნოლოგიური გიგანტების კვარტალურმა ანგარიშებმა აჩვენა, რომ გასულ კვარტალში AI-ის მონეტიზაციაში მთავარი როლი მათმა მომხმარებელმა საწარმოებმა შეასრულეს. ამ ტიპის შეთავაზებებზე აქცენტი ქლაუდ სეგმენტებზე ფოკუსირებით გაგრძელდება.

AI ხარჯები იზრდება

Meta-ს მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები დაჩრდილა კომპანიის გეგმებმა, გაზარდოს ხარჯები AI ინვესტიციებზე, რამაც სოციალური მედიის გიგანტის აქციების ფასის შემცირება გამოიწვია. ალბათ, ინვესტორებს აღელვებთ ის, თუ რამდენად სწრაფად მოიტანს ინვესტიცია ანაზღაურებას, მიუხედავად იმისა, რომ, ანალიტიკოსების თქმით, მენეჯმენტის ამ ნაბიჯმა შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში AI სივრცეში Meta-ს პოზიცია გააუმჯობესოს.

Alphabet-ის მენეჯმენტმაც ხაზი გაუსვა გაზრდილ ხარჯებს, რომლებიც AI ინვესტიციებით არის გამოწვეული.

Microsoft-ის ფინანსურმა დირექტორმა — ემუ ჰუდმა განაცხადა, რომ, მენეჯმენტის მოლოდინით, კაპიტალური ხარჯები მატერიალურად გაიზრდება ქლაუდ და AI ინფრასტრუქტურებში ინვესტირების შედეგად.

ფინანსურმა დირექტორმა თქვა, რომ 2025 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, კაპიტალური ხარჯები გაიზრდება, თუმცა მომავალი წლის განმავლობაში ეს დანახარჯები დამოკიდებული იქნება მოთხოვნის სიგნალებზე და კომპანიის სერვისების ათვისების ხარისხზე.

მოიტანს გაზრდილი ხარჯები სარეკლამო შემოსავალს?

მართალია, Meta-ს მენეჯმენტი ხაზს უსვამს კომპანიის ადრეულ წარმატებას AI ტექნოლოგიების გამოყენებაში, მაგრამ, ანალიტიკოსების აზრით, ინვესტორებს სჭირდებათ მეტი სიცხადე იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ამას წვლილი შეიტანოს კომპანიის არსებულ სტრუქტურაში.

„მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება აღმავლობა შეზღუდული იყოს“ — წერენ Wedbush-ის ანალიტიკოსები. მათი თქმით, ინვესტორებს სჭირდებათ მეტი ინფორმაცია 2025 წლის დანახარჯების პოტენციურ დონესთან დაკავშირებით, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ კომპანიას ზრდის მოლოდინების დაკმაყოფილება შეუძლია.

Meta თითქმის მთელ შემოსავალს რეკლამირებიდან იღებს და მენეჯმენტი აქტიურად ეძებს გზებს, მის გასაზრდელად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ცუკერბერგმა აღნიშნა: „Facebook-ზე პოსტების დაახლოებით 30% მოწოდებულია ჩვენი ხელოვნური ინტელექტის რეკომენდაციის სისტემის მიერ. ეს მაჩვენებელი ბოლო 2 წლის განმავლობაში 2-ჯერ გაიზარდა. Instagram-ზე კი ნაჩვენები კონტენტის 50% AI-ის მიერ არის რეკომენდებული“.

Alphabet ასევე მიზნად ისახავს, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სარეკლამო შემოსავლების ზრდას. კომპანიის მთავარმა ბიზნეს ოფიცერმა — ფილიპ შინდლერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ეხმარება გენერაციული ხელოვნური ინტელექტი რეკლამების განმთავსებლებს თავიანთ აუდიტორიაზე უკეთესი წვდომის მოპოვებაში. მისი თქმით, ინსტრუმენტებს, როგორიცაა Gemini, ასევე შეუძლია რეკლამებისთვის საჭირო სურათები და ტექსტები შექმნას.

ქლაუდ სეგმენტი

Alphabet-ის ბოლო Google Cloud Next კონფერენციაზე, ტექნოლოგიური გიგანტის ასობით მომხმარებელი კომპანიის წარმომადგენელმა ისაუბრა ქლაუდ პლატფორმის გენერაციული ინტერნეტის ინსტრუმენტების გამოყენებაზე. მომხმარებლებს შორის არიან, მაგალითად, Mercedes Benz და Walmart.

Alphabet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — სუნდარ პიჩაიმ თქვა, რომ კომპანიის მიზანია განახორციელოს ინვესტიციები, რათა ამ მიმართულებით ლიდერული პოზიცია შეინარჩუნოს. მისი თქმით, გაზრდილი კაპიტალური ხარჯები ხელს შეუწყობს ქლაუდ ტექნოლოგიის გაუმჯობესებას და კომპანიას AI მოდელების შესაძლებლობების გაფართოებაში დაეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინიციატივები ინვესტორებისთვის მთავარია, Microsoft-ის მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები ქლაუდ სეგმენტის სიძლიერემ განაპირობა.

ემი ჰუდმა განმარტა, რომ სამუშაო დატვირთვის ოპტიმიზაცია, რომელსაც მომხმარებლებმა Microsoft-ის Azure-ის საშუალებით მიაღწიეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გადამწყვეტია ამ ტექნოლოგიისგან სასურველი ფასეულობის მისაღებად.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები ამ კომპანიების აქციებს?

Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $443.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $547.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $610.00-ს, ხოლო მინიმალური — $430.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 40-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $406.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $477.41-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $550.00-ს, ხოლო მინიმალური — $440.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 34 ანალიტიკოსიდან 32-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $172.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 38 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $189.79-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $220.00-ს, ხოლო მინიმალური — $146.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 38 ანალიტიკოსიდან 31-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 26 აპრილს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

დღეს ჯანდაცვის ტექნოლოგიების კომპანია Philips-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
დღეს ჯანდაცვის ტექნოლოგიების კომპანია Philips-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა

დღეს ჯანდაცვის ტექნოლოგიების კომპანია Philips-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved