• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

დღეს ჯანდაცვის ტექნოლოგიების კომპანია Philips-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა

აპრილი 29, 2024
in სიახლეები
დღეს ჯანდაცვის ტექნოლოგიების კომპანია Philips-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა
გაზიარება

დღეს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, ჯანდაცვის ტექნოლოგიების კომპანია Philips-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა.

ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანიის შემოსავალმა 4.14 მილიარდ ევროს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — 4.18 მილიარდი ევრო). მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი 0.26 ევრო შეადგინა (პროგნოზი — 0.289 ევრო).

Philips-ის EBITA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადებისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) წლიურად 119%-ით — 457 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვებმა1 კი 11%-ით მოიმატა და 4.5 მილიარდი ევრო შეადგინა.

Comps კომპანიის Diagnostic & Treatment განყოფილებაში 14%-ით გაიზარდა, Connected Care სეგმენტში — 10%-ით, ხოლო Personal Care მიმართულებაში — 7%-ით. თუმცა ჩინეთიდან მოთხოვნის შენელებამ შეკვეთების 9%-იანი ვარდნა გამოიწვია.

აღმასრულებელმა დირექტორმა — როი ჯეიკობსმა Philips-ის ძლიერი შედეგები კომპანიის მიწოდების ჯაჭვის საიმედოობის გაძლიერებას და გამარტივებული საოპერაციო მოდელის შექმნას მიაწერა.

როის თქმით, კომპანიის გაუმჯობესებული ეფექტიანობის გამო, იგი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში Philips-ის EBITDA-ს 10%-11%-ით გაუმჯობესდება (ძველი პროგნოზი — მაღალი ერთნიშნა პროცენტული მატება). კომპანიაში ასევე მოელიან, რომ გაყიდვები 6%-7%-ით გაიზრდება (წინა პროგნოზი — საშუალო ერთნიშნა პროცენტული მატება).

Philips-ის პრობლემები

მიმდინარე წლის დასაწყისში Philips-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია შეწყვეტს ძილის აპნოეს მოწყობილობების გაყიდვას აშშ-ში მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ისინი მომხმარებლებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იუსტიციის დეპარტამენტის განკარგულების შესაბამისად, რომელიც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) წარმოადგენს.

Philips-ის მენეჯმენტმა თქვა, რომ კომპანია აშშ-ში არ გაყიდის ახალ CPAP ან BiPAP ძილის თერაპიის ან რესპირატორული მოვლის სხვა მოწყობილობებს, სანამ დადგენილების შესაბამისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ეს პროცესი 2021 წელს დაიწყო. ამ მოწყობილობებში, გარკვეული საწმენდი მასალების გამოყენებისას, პოლიესტერზე დაფუძნებული პოლიურეთანის ქაფი იშლება, რამაც მომხმარებლებში, FDA-ს წარმომადგენლების თქმით, კიბო და სხვა დაზიანებები გამოიწვია. მათი განცხადებით ამ მოწყობილობებთან დაკავშირებით არსებობს 100,000 საჩივარი და 385 გარდაცვალების შემთხვევა.

თუმცა მიმდინარე თვის დასაწყისში FDA-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს: „არ მივიჩნევთ, რომ ტესტირებისა და ანალიზის შედეგები, რომელიც Philips-მა დღემდე გააზიარა, ადეკვატურია იმ რისკების სრულად შესაფასებლად, რომლებიც კომპანიის მოწყობილობებით არის გამოწვეული“. FDA-ის ოფიციალური პირების განცხადებით, საჭიროა დამატებითი ტესტირება და Philips-ის მენეჯმენტი ამას დათანხმდა.

დღეს, კვარტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ კი, Philips-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ამ მოწყობილობების უკან გაწვევის პროცესის დასრულება კომპანიისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

Philips-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა გავიგეთ გასულ კვირას ტექნოლოგიური გიგანტების კვარტალური ანგარიშებიდან?

შემდეგი

საინვესტიციო სტრატეგიები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
საინვესტიციო სტრატეგიები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

საინვესტიციო სტრატეგიები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved