• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

საინვესტიციო სტრატეგიები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

აპრილი 29, 2024
in ინვესტიციის ანბანი
საინვესტიციო სტრატეგიები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
გაზიარება

ინვესტირების უზარმაზარ და დინამიკურ სამყაროში წარმატება ხშირად დამოკიდებულია ინვესტორის მიზნებზე, რისკისადმი შემწყნარებლობასა და დროის ჰორიზონტზე მორგებული კარგად გააზრებული საინვესტიციო სტრატეგიის დანერგვაზე. ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომია უამრავი საინვესტიციო სტრატეგია, დაწყებული კონსერვატიული მიდგომებით, დასრულებული უფრო აგრესიული მეთოდებით. დღევანდელ სტატიაში კი რამდენიმე ყველაზე ცნობილ საინვესტიციო სტრატეგიას განვიხილავთ.

საინვესტიციო მიზნების გააზრება

კონკრეტულ საინვესტიციო სტრატეგიებში ჩაღრმავებამდე აუცილებელია, ინვესტორმა საინვესტიციო მიზნები განმარტოს. რა სურს მას — გრძელვადიანი ზრდა, შემოსავლის გამომუშავება, კაპიტალის შენარჩუნება, თუ ამ მიზნების კომბინაცია? გარდა ამისა, ინვესტორმა უნდა შეაფასოს რისკისადმი საკუთარი ტოლერანტობის დონეს — რისკის დონე, რომლის მიმღებლობაც გააჩნია ინვესტორს, ინვესტიციის ღირებულების ცვალებადობის გათვალისწინებით.

მიზნებისა და რისკის პროფილის გააზრებით, ინვესტორებს შეუძლიათ, შეარჩიონ საინვესტიციო სტრატეგიები, რომლებიც მათ ფინანსურ მიზნებსა და პრეფერენციებს შეესაბამება.

დივერსიფიკაცია — ნებისმიერი საინვესტიციო პორტფელის ფუნდამენტი

დივერსიფიკაცია არის ინვესტირების ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც, რისკის შესამცირებლად, საინვესტიციო თანხის სხვადასხვა აქტივთა კლასებზე, ინდუსტრიებზე, გეოგრაფიულ რეგიონებსა და საინვესტიციო პროდუქტებზე გადანაწილებას გულისხმობს.

დივერსიფიკაციის მიზანი შემოსავლის მაქსიმალურად გაზრდა არ არის. დროის გარკვეულ მონაკვეთებში ინვესტიციების შეზღუდულ ვარიანტებზე კონცენტრირებულმა პორტფელმა შეიძლება დივერსიფიცირებულს აჯობოს, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც წესი, საპირისპირო სურათს ვიღებთ.

დივერსიფიკაციის ერთ-ერთი გასაღები არის ისეთი ინვესტიციების ფლობა, რომლებიც მსგავს ბაზრებზე განსხვავებული წარმადობით ხასიათდება. მაგალითად, როდესაც აქციების ფასები იზრდება, ზოგადად, ობლიგაციების შემოსავლიანობა ეცემა. პროფესიონალები ამბობენ, რომ აქციებსა და ობლიგაციებს შორის ნეგატიური კორელაცია არსებობს. იმ იშვიათ მომენტებშიც კი, როდესაც აქციების ფასები და ობლიგაციების შემოსავლიანობა ერთი და იმავე მიმართულებით მოძრაობს (ორივე იზრდება ან ორივე მცირდება), აქციებს, როგორც წესი, გაცილებით დიდი ცვალებადობა ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ფასი ბევრად მეტად იზრდება/მცირდება, ვიდრე — ობლიგაციების შემოსავლიანობა.

მიუხედავად იმისა, რომ კარგად დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პორტფელში ყოველი ინვესტიცია ერთმანეთთან ნეგატიური კორელაციაში არ იქნება, დივერსიფიკაციის მიზანია ისეთი აქტივების ყიდვა, რომელთა ფასებიც იდენტური მოძრაობებით არ ხასიათდება.

პასიური vs აქტიური ინვესტირება

პასიური ინვესტორები, ფასიანი ქაღალდების ან სხვა პროდუქტების ყიდვისას მიჰყვებიან სტრატეგიას „buy and hold”. იმის ნაცვლად, რომ თავიანთი პოზიციები შემდეგი შესაძლებლობისთანავე გაყიდონ, ასეთი ინვესტორები წლების ან ათწლეულების განმავლობაშიც კი იცდიან.

პასიური ინვესტორები ეთანხმებიან პასიური ინვესტიციის ძირითად დაშვებას იმის შესახებ, რომ ფართო ბაზარი, საბოლოოდ, ყოველთვის გაიზრდება.

პასიური ინვესტორების მიზანია მინიმუმამდე დაიყვანონ საინვესტიციო ხარჯები და რისკები, ხოლო ანაზღაურება მაქსიმალურად გაზარდონ. ბაზრის საფუძვლიანად გამოკვლევის ნაცვლად, ასეთი ინვესტორები კარგად დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შექმნაზე არიან ორიენტირებულნი. ასეთი პორტფელი, ცალკეულ აქციებთან ერთად, ხშირად მოიცავს გაცვლით სავაჭრო ფონდებს (ETF) და ერთობლივ საინვესტიციო ფონდებს.

პასიური ინვესტორები, ხშირად უგულებელყოფენ ტექნიკურ ინდიკატორებს და ამის ნაცვლად გრძელვადიან ტენდენციაზე ორიენტირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრატეგიის მოკლევადიანი მოგება შეიძლება მცირე იყოს, გრძელვადიან პერსპექტივაში მას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია.

Investor

აქტიური ინვესტორები საფონდო ბირჟაზე დიდი მოგების მიღებისკენ ისწრაფვიან. ისინი თავად ირჩევენ ფასიან ქაღალდებს. აქტიურ ინვესტორებს ერთი მიზანი აქვთ: აჯობონ ბაზრის საშუალო ანაზღაურებას. ისინი ამას სხვადასხვა სტრატეგიის საშუალებით აკეთებენ, მაგრამ მთავარი საფუძველს მოკლევადიანი რყევებით და გრძელვადიანი ტენდენციებით სარგებლობა წარმოადგენს.

აქტიური ინვესტირება დიდ დროს, ძალისხმევას მოითხოვს და საინვესტიციო პორტფელში შემავალი ფასიანი ქაღალდების ღრმა ანალიზს მოიცავს. ამრიგად, ბევრი აქტიური ინვესტორი ყოველდღიურ ვაჭრობას მიმართავს, თუმცა ყველა მათგანი არა, რადგან ზოგიერთ აქტიურ ინვესტორს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მოგების მიღება სურს.

ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება

ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება არის დროში გამოცდილი საინვესტიციო სტრატეგია, რომლის პიონერადაც ლეგენდარული ბენჟამინ გრეჰემი ითვლება. ამ სტრატეგიის ძირითადი პრინციპი გულისხმობს მოცემულ მომენტში ბაზარზე დაუფასებელი ფასიანი ქაღალდების იდენტიფიცირებას, მათ შეძენას და გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნებას. როდესაც ბაზარი ასეთი აქციის რეალურ ფასს „დაინახავს“ ინვესტორები მოგების მიღებას შეძლებენ.

ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორები ირწმუნებიან, რომ ბაზარი ირაციონალურია. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ფასდაკლებით შეძენილი აქციებისგან მომავალში ინვესტორმა სარგებელი მიიღოს.

იმისათვის, რომ წარმატებული ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორი იყოთ, მნიშვნელოვანია უამრავი კვლევა ჩაატაროთ და არა მხოლოდ თქვენთვის სასურველი აქციები, არამედ მთლიანად ბაზრები შეისწავლოთ.

ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება

ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება გულისხმობს საშუალოზე მაღალი შემოსავლის და მოგების ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიების შერჩევას. ამ სტრატეგიის მიმდევარი ინვესტორები უპირატესობას ანიჭებენ ფირმებს ინოვაციური პროდუქტებით, რევოლუციური ტექნოლოგიებით და ძლიერი კონკურენტული უპირატესობებით, რომლებიც მომავალი ზრდის მანიშნებელია. მიუხედავად იმისა, რომ მზარდი პოტენციალის აქციების ფასი შეიძლება საშუალო ნიშნულზე მაღალი იყოს, ზრდაზე ორიენტირებული ინვესტორები მზად არიან, გადაიხადონ პრემია კომპანიებისთვის, რომლებსაც განვითარების ძლიერი პერსპექტივები გააჩნია.

წინა

დღეს ჯანდაცვის ტექნოლოგიების კომპანია Philips-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა

შემდეგი

რა ხდებოდა 29 აპრილს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 29 აპრილს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 29 აპრილს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved