• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 29 აპრილს საფონდო ბირჟაზე?

აპრილი 30, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 29 აპრილს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Domino’s Pizza, Chevron, Meta Platforms და Ford Motor.

Domino’s Pizza

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Domino’s Pizza-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი პიცის სარესტორნო ქსელის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. შედეგებზე დადებითად იმოქმედა ლოიალობის პროგრამამ და გარიგებამ Uber Eats-თან, რომლებმაც გაყიდვების ზრდა გამოიწვია.

წლის დასაწყისიდან Domino’s Pizza-ს აქციების ფასი დაახლოებით 28%-ით არის გაუმჯობესებული.

2024 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოს უდიდესი პიცის კომპანიის შემოსავალი წლიურად 5.9%-ით — $1.08 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც ანალიტიკოსების პროგნოზს $6.62 მილიონით გადააჭარბა. მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) კი 22.2%-ით მოიმატა და $3.58-ს მიაღწია (პროგნოზი — $3.40). ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 კი 5.6%-ით გაუმჯობესდა.

Domino’s Pizza-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — რასელ ვეინერმა თქვა, რომ comps-ის ზრდა კომპანიის ახალი და გაუმჯობესებული Domino’s Rewards ლოიალობის პროგრამამ განაპირობა. გარდა ამისა, მისი თქმით, Domino’s-მა აამოქმედა Uber Eats-ის მარკეტინგი და კომპანიაში მიზნად ისახავენ, რომ წლის დასრულებისას ამ ახალ არხზე გაყიდვების 3% ან მეტი მოდიოდეს.

Domino’s Pizza

Domino’s Pizza-ს კვარტალში 164 ლოკაცია დაემატა და ამ მაჩვენებელმა მთლიანობაში 20,755-ს მიაღწია. მენეჯმენტმა გაიმეორა ადრინდელი პროგნოზები სრული წლისთვის — გაყიდვების 7%-ით ან უფრო მეტით ზრდა და 1,100 ან მეტი ახალი ლოკაციის გახსნა.

Domino’s Pizza-ს აქციების ამჟამინდელი ფასი $527.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $510.24-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $580.00-ს, ხოლო მინიმალური — $405.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Domino’s Pizza-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Chevron

პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Chevron-მა კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. მას შემდეგ კი ნავთობკომპანიის აქციების ფასი თითქმის 1%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით არის გაუმჯობესებული.

პირველ კვარტალში Chevron-ის შემოსავალი წლიურად 4.1%-ით ­— $48.7 მილიარდამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $50.7 მილიარდი). კორექტირებულმა EPS-მა კი 17.5%-ით დაიკლო და $2.93 შეადგინა (პროგნოზი — $2.92). გასული კვარტლის

შედეგები კარგად ასახავს მომგებიანობის მართვის სირთულეებს მუდმივად დინამიკურ ენერგეტიკულ სექტორში.

მაჩვენებელი 2024 წლის I კვარტალი ანალიტიკოსების პროგნოზები 2023 წლის I კვარტალი წლიური ცვლილება
მთლიანი მოგება $5.5 მილიარდი არ არის ცნობილი $6.6 მილიარდი -16.3%
კორექტირებული EPS $2.93 $2.92 $3.55 -17.5%
შემოსავალი $48.7 მილიარდი $50.7 მილიარდი $50.8 მილიარდი -4.1%
წმინდა მოგება $5.5 მილიარდი არ არის ცნობილი $6.57 მილიარდი -16%
ნავთობის წმინდა წარმოება 1.57 მილიონი ბარელი დღეში  არ არის ცნობილი 1.17 მილიონი ბარელი დღეში +35%

Chevron არის წამყვანი გლობალური ენერგეტიკული კორპორაცია, რომელიც ნავთობის, ბუნებრივი აირისა და გეოთერმული ენერგიის ინდუსტრიის ყველა ასპექტშია ჩართული. კომპანიის ოპერაციები მოიცავს როგორც ძიებას, წარმოებას და დამუშავებას, ისე მარკეტინგსა და ტრანსპორტირებას. ბოლო დროს მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა Chevron-ის წარმოების შესაძლებლობების გაფართოებაზე და, ამავდროულად, ნაკლები ნახშირბადის გამომყოფი ენერგიის წყაროებზე. სტრატეგიული ინვესტიციები განახლებად ენერგიაში და ეფექტიანობა ტრადიციულ ოპერაციებში მისი მომავალი ზრდის გასაღებია.

ბოლოდროინდელი ბიზნეს გადაწყვეტილებები, მათ შორის 2023 წელს PDC Energy-ის შეძენა და განახლებადი ენერგიისკენ სწრაფვა აჩვენებს ენერგეტიკულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან Chevron-ის ადაპტირების შესანიშნავ უნარს. ეს სტრატეგიული ნაბიჯები მნიშვნელოვანია კომპანიისთვის, რადგან გლობალური აქცენტი კეთდება მდგრადობაზე და უფრო სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლაზე.

Chevron

Chevron-ის პირველი კვარტლის საკვანძო მაჩვენებლები წარმოაჩენს მიღწევებისა და გამოწვევების ნიუანსურ ლანდშაფტს:

  • კომპანიის EPS-მა ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს გადააჭარბა, თუმცა ოდნავ, რაც მიუთითებს გონივრულ ფინანსურ და ოპერაციულ მენეჯმენტზე, თუნდაც ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბაზრო ფასების ცვლილების ფონზე.
  • შემოსავალი მოლოდინს ჩამორჩა, რაც ხაზს უსვამს იმ სირთულეებს, რომლებიც კონკურენტულ და არასტაბილურ ბაზარზე გაყიდვების გაზრდისას წარმოიქმნება. გლობალური ეკონომიკური პირობები და ნავთობის ფასის მერყეობა კომპანიის ფინანსურ სიჯანსაღეში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
  • წლიურად წმინდა მოგების 16%-იანი კლება, ხოლო კორექტირებული EPS-ის 17.5%-ით შემცირება მიუთითებს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე ზეწოლაზე. ეს მაჩვენებლები წარმოაჩენს გამოწვევებს, რომლებსაც Chevron აწყდება ბაზრის ცვალებადი პირობების ფონზე მომგებიანობის შენარჩუნებაში.
  • ნავთობის ყოველდღიური მოპოვების წლიური 35%-იანი ზრდა ასახავს Chevron-ის ძალისხმევას, მართოს ფასების ცვლილებები და შეინარჩუნოს შემოსავლის ზრდა მიუხედავად ამ პირობებისა. ნავთობის მოპოვების მატება, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო PDC-ის შეძენით და უფრო მაღალი წარმოებით პერმისა და დენვერ-იულსბურგის აუზებში.
  • Chevron განაგრძობს აქციონერების დაჯილდოებას. კომპანიამ $3 მილიარდი გამოყო კვარტალური დივიდენდებისთვის ($1.63 თითო აქციაზე) და კიდევ $3 მილიარდი აქციების გამოსყიდვისთვის.

რაც შეეხება მომავალს, მოსალოდნელია, რომ განახლებად ენერგიასა და სტრატეგიულ შესყიდვებზე ფოკუსირება, როგორიც არის Hess-ის შეძენა $53 მილიარდად, ბაზარზე Chevron-ის პოზიციას გააძლიერებს.

Chevron-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $166.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $186.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $206.00-ს, ხოლო მინიმალური — $156.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chevron-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Meta Platforms

გუშინ Meta Platforms-ის აქციების ფასმა 2%-ზე მეტით დაიკლო სამუშაო ძალის შემცირების შესახებ ცნობების და იმის ფონზე, რომ, შესაძლოა, ევროპულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა სოციალური მედიის გიგანტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყონ.

წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 25%-ით არის გაუმჯობესებული.

შესაძლოა, ევროკომისიამ მალე დაიწყოს გამოძიება Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მშობელი კომპანიის წინააღმდეგ. Financial Times-ის ინფორმაციით გამოძიების საგანს წარმოადგენს ის, თუ როგორ უმკლავდება კომპანია წინასაარჩევნოდ დეზინფორმაციას რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

გამოძიების შედეგიდან გამომდინარე, Meta-ს შეიძლება დაეკისროს მნიშვნელოვანი ჯარიმები ევროპის Digital Services Act კანონის მიხედვით.

ამ საკითხთან დაკავშირებით Meta-ს მენეჯმენტს კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო ევროკომისიის წარმომადგენლებმა განცხადების გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

Meta Platforms

ამავდროულად, Washington Post იტყობინება, რომ სოციალური მედიის კომპანიის ზედამხედველობის საბჭომ (დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც თვალს ადევნებს კონტენტს კომპანიის პლატფორმებზე) ზოგიერთი მუშაკი მოსალოდნელი გათავისუფლებების შესახებ გააფრთხილა.

Washington Post-ის ინფორმაციით, საბჭოს თავმჯდომარემ — სტივენ ნილმა რეკომენდაცია გაუწია სამუშაო ძალის მიზანმიმართულ შემცირებას და აღნიშნა, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გააუმჯობესებს საბჭოს ოპერაციებს მისი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებზე ფოკუსირებით.

აღსანიშნავია, რომ Meta Platforms-მა კვარტალური ანგარიში გასულ კვირაში გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი 2024 წლის I კვ. ანალიტიკოსების პროგნოზები 2023 წლის I კვ. წლიური ცვლილება (%)
შემოსავალი $36.46 მლრდ. $36.27 მლრდ. $28.65 მლრდ. 27%
განზავებული EPS $4.71 $4.34 $2.20 114%
წმინდა მოგება $12.37 მლრდ. $11.35 მლრდ. $5.71 მლრდ. 117%

Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $433.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $530.93-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $593.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 39-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Ford Motor

გუშინ Ford Motor-ის აქციების ფასი მცირედით — 0.30%-ით შემცირდა, რადგან ფედერალურმა მარეგულირებლებმა განაცხადეს, რომ დაიწყეს გამოძიება ფატალური ავარიების შესახებ, რომლებიც ავტომწარმოებლის თვითმართვის ფუნქციასთან არის დაკავშირებული.

წლის დასაწყისიდან Ford-ის აქციების ფასი დაახლოებით 5%-ით არის გაუმჯობესებული.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) განაცხადა, რომ მისი დეფექტების გამოძიების ოფისი (ODI) იკვლევს ორ ავარიას, რომელშიც Ford Mustang Mach-E ელექტრომობილები ფიგურირებს. ამ ავარიებმა სამი ფატალური შემთხვევა გამოიწვია.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ორივე ავტომობილს, გაჩერებულ მანქანებთან შეჯახებამდე, ჩართული ჰქონდა კომპანიის უკონტაქტო მძღოლის დამხმარე სისტემა — BlueCruise. მათ აღნიშნეს, რომ წელს ორივე ინციდენტი ღამით მოხდა, სან ანტონიოსა და ფილადელფიაში.

NHTSA-ში ამბობენ, რომ BlueCruise არის Ford-ის Co-Pilot360 Active 2.0 პაკეტის ნაწილი, რომელსაც გააჩნია მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიების ნაკრები, მათ შორის ნაწილობრივი მართვის ავტომატიზაციის მახასიათებლები, რომლებიც უზრუნველყოფს ზოლისა და სიჩქარის შენარჩუნებას იმ მოლოდინით, რომ მძღოლი აქტიურად აკონტროლებს სისტემის მუშაობას. NHTSA-ს წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ BlueCruise ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეულ გზებზე და იყენებს მძღოლის მონიტორინგის კამერაზე დაფუძნებულ სისტემას მისი ყურადღების გასაკონტროლებლად.

Ford Motor

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ODI შეაფასებს BlueCruise-ის წარმადობას დინამიკურ მართვასა და მძღოლის მონიტორინგში.

Ford-ის წარმომადგენლების თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანია NHTSA-სთან თანამშრომლობს.

Ford-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $13.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $14.31-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $21.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.75-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ford-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

წინა

საინვესტიციო სტრატეგიები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

შემდეგი

ჩინეთში ილონ მასკის ვიზიტის შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასი საგრძნობლად გაიზარდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ჩინეთში ილონ მასკის ვიზიტის შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასი საგრძნობლად გაიზარდა

ჩინეთში ილონ მასკის ვიზიტის შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასი საგრძნობლად გაიზარდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved