• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია Microsoft-თან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს

ივნისი 7, 2024
in სიახლეები
აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია Microsoft-თან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს
გაზიარება

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) იძიებს Microsoft-ის კავშირს სტარტაპ Inflection AI-სთან, რათა დაადგინოს, არღვევს თუ არა ტექნოლოგიური გიგანტის ქმედებები შერწყმისა და შეძენის (M&A) ანტიმონოპოლიურ წესებს.

სიახლე გავრცელდა იმ ცნობების ფონზე, რომ მარეგულირებლები პარალელურად აპირებენ ცალკეული გამოძიების დაწყებას Microsoft-ის, OpenAI-ისა და Nvidia-ს ქმედებების, ხელოვნური ინტელექტის (AI) ინდუსტრიაში მათი გავლენის შესახებ.

$650 მილიონიანი გარიგების ფარგლებში Microsoft-მა Inflection-ის გუნდი დაიქირავა

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში Microsoft-მა $650 მილიონი გადაიხადა Inflection-ის ტექნოლოგიის ლიცენზირებისთვის. გარდა ამისა, Wall Street Journal-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ ასევე დაიქირავა Inflection-ის გუნდის უფროსი წევრები და თითქმის ყველა თანამშრომელი.

მარტში ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ AI განყოფილებისთვის დაიქირავა Inflection-ის თანადამფუძნებელი, მუსტაფა სულეიმანი და Inflection-ის მთავარი მეცნიერი, კარენ სიმონიანი. Microsoft-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიის AI განყოფილებას Infection-ის გუნდის კიდევ რამდენიმე წევრი შეუერთდა, მათ შორის ზოგიერთი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული AI ინჟინერი, მკვლევარი და დეველოპერი.

გარდა ამისა, Inflection-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Inflection-2.5, კომპანიის AI მოდელი, Microsoft Azure-ზე განთავსდება.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად არღვევს Microsoft-ის ეს ქმედებები ანტიმონოპოლიურ კანონს

FTC-ის გარიგებამ უნდა დაადგინოს, შეიძლება თუ არა Microsoft-ის $650 მილიონიანი გარიგება Inflection-თან წარმოადგენდეს არაფორმალურ შესყიდვას, რომელიც მთავრობისგან დასტურის საჭიროებას თავს არიდებს.

დიდი ღირებულების M&A გარიგებების დადებისას, კომპანიებს მოეთხოვებათ, მათ შესახებ აცნობონ FTC-ს, რომელიც შემდეგ შესყიდვებს განიხილავს. ამის მიზანია დადგინდეს, ქმნის თუ არა შემოთავაზებული შეთანხმებები რაიმე ანტიმონოპოლიურ სიტუაციას.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული გამონაკლისები, უმეტესწილად, მოქმედი კანონი ავალდებულებს კომპანიებს, შეგვატყობინონ ნებისმიერი გარიგების შესახებ, რომელიც $101 მილიონზე მეტად არის შეფასებული“ — ნათქვამია FTC-ის ვებგვერდზე.

Microsoft-ში კი განაცხადეს: „ჩვენ სერიოზულად ვიღებთ სამართლებრივ ვალდებულებებს, HSR [Hart-Scott-Rodino] აქტის მიხედვით FTC-ს ტრანზაქციების შესახებ შევატყობინოთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ვალდებულებები შევასრულეთ“.

სხვა გამოძიებები

ცალკე, FTC და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი (DOJ) აპირებენ ახალი გამოძიების დაწყებას Microsoft-თან, OpenAI-სა და Nvidia-სთან დაკავშირებით.

The New York Times იტყობინება, რომ, სავარაუდოდ, Microsoft-სა და OpenAI-ზე FTC იქნება ფოკუსირებული, ხოლო Nvidia-სთან დაკავშირებით გამოძიებას DOJ უხელმძღვანელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანტიმონოპოლიური გამოძიებები შეისწავლის კომპანიების ქცევას და გავლენას AI ინდუსტრიაზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, FTC-მ დაიწყო გამოძიება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) ინვესტიციების და პარტნიორობის შესახებ შემდეგ კომპანიებთან დაკავშირებით: Alphabet, Amazon, Anthropic, Microsoft და OpenAI.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ის აქციებს?

Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $416.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $491.90-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 32-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Microsoft-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

გასული თვის განმავლობაში MercadoLibre-ს აქციების ფასი 18%-ზე მეტით გაიზარდა

შემდეგი

ნიშანი, რომელიც „ცუდი“ მენეჯერის გამოვლენაში დაგეხმარებათ — უორენ ბაფეტი

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ნიშანი, რომელიც „ცუდი“ მენეჯერის გამოვლენაში დაგეხმარებათ — უორენ ბაფეტი

ნიშანი, რომელიც „ცუდი“ მენეჯერის გამოვლენაში დაგეხმარებათ — უორენ ბაფეტი

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved