• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გასული თვის განმავლობაში MercadoLibre-ს აქციების ფასი 18%-ზე მეტით გაიზარდა

ივნისი 7, 2024
in სიახლეები
გასული თვის განმავლობაში MercadoLibre-ს აქციების ფასი 18%-ზე მეტით გაიზარდა
გაზიარება

გასული თვის განმავლობაში MercadoLibre-ს აქციების ფასი 18%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ლათინოამერიკული ელექტრონული კომერციის ლიდერმა, მიუხედავად არგენტინაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა, კიდევ ერთი ძლიერი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ჩანს, MercadoLibre-ს აქციების ფასი თავდაპირველად მაისის დასაწყისში, კვარტალური შედეგების წარდგენის შემდეგ გაიზარდა. შემდეგ კი, თვის განმავლობაში ნიშნულმა უფრო მაღლა აიწია ფართო საბაზრო ტენდენციების შესაბამისად.

MercadoLibre Stock vs S&P 500 Performance (May)

კიდევ ერთი ძლიერი კვარტალური ანგარიში

MercadoLibre-მ კვარტალური შედეგები 2 მაისს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნა. მომდევნო დღეს კი კომპანიის აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაუმჯობესდა.

კომპანიამ განაგრძო სწრაფი ზრდის სერია როგორც ელექტრონულ კომერციაში, ისე ციფრულ გადახდებში — ვალუტის უცვლელი კურსის პირობებში მთლიანი საქონლის მოცულობა (GMV) წლიურად 71%-ით გაიზარდა, ხოლო გადახდების მთლიანი მოცულობა — 86%-ით.

მთლიანი კვარტალური შემოსავალი წლიურად 36%-ით — $4.33 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც ბევრად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.85 მილიარდს.

MercadoLibre-მ აჩვენა ძლიერი ზრდა ბრაზილიაში, საიდანაც ის შემოსავლის დაახლოებით ნახევარს იღებს. ამ რეგიონში GMV 30%-ით გაიზარდა. კომპანიამ ასევე დააფიქსირა მსგავსი მატება მექსიკაში, კიდევ ერთ წამყვან ბაზარზე.

MercadoLibre-მ ასევე აჩვენა პროგრესი MELI+ ლოიალობის პროგრამის მიმართულებით, რომელიც გთავაზობთ Amazon Prime-ის მსგავს სარგებელს — უფასო მიწოდებას და სტრიმინგ კონტენტს მესამე მხარის სტრიმინგ სერვისებთან პარტნიორობით.

გარდა ამისა, ლათინოამერიკული კომპანიის კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი წლიურად 44%-ით — $477 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $3.97-დან $6.78-მდე მოიმატა. ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $6.03-ს.

თვის დარჩენილ ნაწილში MercadoLibre-ს აქციების ფასი კიდევ უფრო გაიზარდა იმის ფონზე, რომ Nasdaq Composite დაუბრუნდა რეკორდულ მაჩვენებლებს Nvidia-სა და სხვა ტექნოლოგიური გიგანტების ძლიერი კვარტალური შედეგების გამო. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ აშშ-ში საპროცენტო განაკვეთის შემცირება უფრო სავარაუდო გახდა.

რას უნდა მოველოდეთ მომავალში?

MercadoLibre-ს მენეჯმენტს მომავლისთვის პროგნოზები არ წარმოუდგენია, მაგრამ ხაზი გაუსვა გარკვეულ დამატებით ზეწოლას მარჟებზე, რომლებიც დაკავშირებულია მისი საკრედიტო ბიზნესის ზრდასთან და ვადაგადაცილების შემთხვევების მატებასთან, ასევე არგენტინის ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებთან.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები MercadoLibre-ს აქციებს?

MercadoLibre-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1,629.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,960.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $2,200.00-ს, ხოლო მინიმალური — $1,650.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი MercadoLibre-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20.3%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

MercadoLibre-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 6 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია Microsoft-თან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია Microsoft-თან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს

აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია Microsoft-თან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved