• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ბოლო 25 წლის განმავლობაში Nvidia-ს წლიური შემოსავალი დაახლოებით 38,500%-ით გაიზარდა

ივლისი 5, 2024
in სიახლეები
ბოლო 25 წლის განმავლობაში Nvidia-ს წლიური შემოსავალი დაახლოებით 38,500%-ით გაიზარდა
გაზიარება

Nvidia-ს ბოლოდროინდელი წარმატების წყაროს მონაცემთა ცენტრებისთვის შექმნილი AI (ხელოვნური ინტელექტი) ჩიპები წარმოადგენს. თუმცა კომპანიას გააჩნია ინოვაციების ხანგრძლივი ისტორია ისეთ სეგმენტებში, როგორებიც არის პერსონალური გამოთვლები და თამაშები.

Nvidia 1993 წელს დაარსდა და ის საჯარო კომპანია ექვსი წლის შემდეგ, 1999 წელს გახდა. მას შემდეგ ჩიპების მწარმოებელი გიგანტის აქციებმა ინვესტორებს განსაცვიფრებელი ანაზღაურება მოუტანა. გასული თვის ბოლოსთვის კი Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით კომპანია ამჟამად მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.

მოვლენების ასეთი წარმოუდგენელი განვითარება განპირობებული იყო შემოსავლების თანაბრად შთამბეჭდავი ზრდით, რაც ჩრდილავს სხვა ამერიკული $3-ტრილიონიანი კომპანიების — Apple-ისა და Microsoft-ის მიერ დაფიქსირებულ აღმასვლას საჯარო მოღვაწეობის პირველ 25 წელიწადში. მოდით, დეტალებს ჩავუღრმავდეთ.

მოკრძალებული დასაწყისი

Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯენსენ ჰუანგმა ჩიპების მწარმოებელი კომპანია თავის ორ მეგობართან და კოლეგა ინჟინერთან, კრის მალახოვსკისთან და კურტის პრიემთან ერთად დააარსა. 1993 წელს Denny’s-ის რესტორანში შეხვედრისას მათ დეტალები განიხილეს და ამით დაიწყეს თავიანთი მისია, 3D გრაფიკა სათამაშო და მულტიმედია ინდუსტრიაში შემოეტანათ.

Nvidia-მ დაიწყო რამდენიმე გრაფიკული ჩიპის დაპროექტება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, 2D და 3D კომპიუტერული გრაფიკის საშუალებით ვიდეოები და თამაშები გაეცოცხლებინათ. 1995 წელს Nvidia-მ გამოუშვა მულტიმედია პროცესორი — NV1, რომელმაც კომპანიას $10 მილიონის მოცულობის ზარალი მოუტანა. შედეგად, Nvidia თითქმის გაკოტრებამდე მივიდა და მენეჯმენტი იძულებული გახდა, კომპანიის 80 თანამშრომლიდან ნახევარი გაეთავისუფლებინა. 2 წლის შემდეგ Nvidia-მ გამოუშვა გრაფიკული დამუშავების ერთეული (GPU) — RIVA 128. გამოსვლიდან ოთხი თვის განმავლობაში მისი გაყიდვების რაოდენობამ 1 მილიონს მიაღწია.

1999 წელს კი Nvidia-მ შექმნა პირველი ნამდვილი გრაფიკული დამუშავების ერთეული (GPU) GeForce ბრენდის სახელწოდებით. პირველი მოდელი იყო GeForce 256 და ის, Nvidia-ს წინა ჩიპებთან შედარებით, მომხმარებლებს წარმადობაში მნიშვნელოვან ნახტომს სთავაზობდა. შედეგად, GeForce 256 იმ დროისთვის ყველა საუკეთესო ვიდეოთამაშისთვის შესაფერისი GPU იყო.

ფისკალურ 2022 წლამდე (დასრულდა 2022 წლის 30 იანვარს), ვიდეოთამაშები Nvidia-ს შემოსავლების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. იმ წელს სეგმენტმა კომპანიას $12.5 მილიარდის ოდენობით გაყიდვები მოუტანა, რაც Nvidia-ს მთლიანი შემოსავლის 46%-ს შეადგენდა. მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა — თუ როგორ, ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ნახავთ.

Nvidia’s Revenue by Segments

მონაცემთა ცენტრები და ახალი რევოლუცია

ტექნოლოგიური ტიტანები, როგორებიც არიან Microsoft და Amazon, მართავენ უზარმაზარ, ცენტრალიზებულ მონაცემთა ცენტრებს, რომელთა ქირაობაც ბიზნესებს შეუძლიათ მონაცემების შესანახად, გაყიდვების არხების ჰოსტინგისთვის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გუნდების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ამას ქლაუდ გამოთვლა ჰქვია და ის ორგანიზაციებისთვის ადგილზე სერვერის ძვირადღირებული აპარატურის შენახვის საჭიროებას ამცირებს.

მონაცემთა ცენტრები ასევე გამოიყენება, როგორც AI-ის განვითარების ეფექტიანი გზა. კომპიუტერულ სიმძლავრეზე მოთხოვნა იზრდება, ამიტომ კომპანიებს, როგორიცაა Microsoft და Amazon, სულ უფრო მეტი GPU სჭირდებათ. ისინი შექმნილია პარალელური დამუშავებისთვის (რაც ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე ამოცანის შესრულება), ათასობით ინდივიდუალური ბირთვით და ასობით მილიარდი ტრანზისტორით. აქედან გამომდინარე, ტრადიციულ CPU-ებთან შედარებით, ისინი უფრო ეფექტიანია დიდი მოცულობის მონაცემთა დამუშავებისთვის.

Nvidia სწორედ ამ მიზნით აწარმოებს მსოფლიოში საუკეთესო GPU-ებს. მოთხოვნა კვლავ მაღალია მის მოწინავე H100 GPU-ზე, რომელიც ბოლო ოთხი კვარტლიდან თითოეულში კომპანიის მონაცემთა ცენტრის შემოსავლების სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით ზრდაზეა პასუხისმგებელი. თუმცა, Nvidia ემზადება თავისი შემდეგი თაობის მონაცემთა ცენტრის ჩიპების გამოშვებისთვის, რომლებიც Blackwell-ის ახალ არქიტექტურას ეფუძნება.

მაგალითად, კომპანიის მომავალ პროდუქტს — GB200-ს შეუძლია დასკვნის გაკეთება (ცოცხალი მონაცემების მიღება და პროგნოზების გაკეთება) ხუთჯერ სწრაფად, ვიდრე — H100-ს. ეს არა მხოლოდ უფრო მოწინავე AI მოდელებს განაპირობებს, არამედ ამ სფეროს განვითარებას გაცილებით იაფს გახდის, რადგან როგორც წესი, გამოთვლით სიმძლავრისთვის გადასახადი წუთების მიხედვით ანგარიშდება.

ამ დროისთვის, საუკეთესო AI მოდელები შემუშავებულია წამყვანი სტარტაპების მიერ, როგორიც არის, მაგალითად, OpenAI, რომელმაც ChatGPT შექმნა. მას შეუძლია ტექსტის, სურათების, ვიდეოების, კომპიუტერული კოდების ინტერპრეტირება და გენერირება. GPT-4 Omni-ის უახლეს მოდელებს კი საუბრის პრაქტიკულად ნებისმიერ თემაზე წარმოების შესაძლებლობა აქვს.

მოსალოდნელია, რომ ამ სფეროს განვითარების ხარჯები შემცირდება, რადგან ჩიპები უფრო მძლავრი გახდება, რაც AI-ის ხელმისაწვდომს გახდის საწარმოების უფრო დიდი რაოდენობისთვის.

Nvidia-ს შემოსავლის საოცარი ზრდა

Nvidia-მ, როგორც საჯარო კომპანიამ, პირველ წელს $158 მილიონის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა. ფისკალურ 2024 წელს კი, რომელიც 28 იანვარს დასრულდა, ამ მაჩვენებელმა $60.9 მილიარდს მიაღწია, რაც დაახლოებით 38,500%-იან ზრდას წარმოადგენს. შესაბამისად, ბოლო 25 წლის განმავლობაში Nvidia-ს შემოსავლის  ნაერთი წლიური ზრდის ტემპი (CAGR) 26.9%-ს შეადგენს.

Nvidia’s Annual Revenue

შედარებისთვის, Apple-მა, როგორც საჯარო კომპანიამ, პირველ წელს (1980) $117 მილიონის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა. 25 წლის შემდეგ, ანუ 2005-ში კი ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავალმა $13.9 მილიარდს მიაღწია, რაც დაახლოებით 11,805%-იან გაუმჯობესებას წარმოადგენს. CAGR კი ამ შემთხვევაში 21.1%-ს შეადგენს.

Microsoft საჯარო კომპანია გახდა 1986 წელს და მაშინ მისმა წლიურმა შემოსავალმა $197 მილიონს მიაღწია. 2011 წელს მან $69.9 მილიარდი გამოიმუშავა, რაც დაახლოებით 35,480%-იანი ზრდაა. Microsoft-ის შემთხვევაში CAGR 26.5%-ს აღწევს.

როგორც ჩანს, Nvidia-ს დადებითი იმპულსი გაგრძელდება

Nvidia-მ ფისკალური 2025 წლის პირველი კვარტლის ანგარიში 22 მაისს გამოაქვეყნა. ჩიპების მწარმოებელი კომპანიის კვარტალური შემოსავალი წლიურად სამზე მეტჯერ გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს — $26.04 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $24.74 მილიარდი). Nvidia-ს მონაცემთა ცენტრების გაყიდვები, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ — $22.6 მილიარდამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა მოხსნა რეკორდი, რომელიც წინა კვარტალში დაფიქსირდა.

მაჩვენებელი ფისკალური 2025 წლის I კვ. ანალიტიკოსების პროგნოზები ფისკალური 2024 წლის I კვ.
შემოსავალი $26.04 მილიარდი $24.74 მილიარდი $7.19 მილიარდი
განზავებული EPS $5.98 $5.19 $0.82
წმინდა მოგება $14.88 მილიარდი $12.91 მილიარდი $2.04 მილიარდი

უოლ სტრიტის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ სრული ფისკალური 2025 წლის განმავლობაში Nvidia-ს შემოსავალი $120.5 მილიარდს მიაღწევს, რაც ფისკალური 2024 წლის შედეგის თითქმის გაორმაგებას გულისხმობს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?

Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $128.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $135.81-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 38-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


კონტენტი მოწოდებულია საინფორმაციო მიზნით და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას. ყველა ინვესტიცია შეიცავს რისკს, ამიტომ აუცილებელია, ინვესტირებამდე საკუთარი კვლევა ჩაატაროთ.

წინა

სად იქნება Amazon 5 წელიწადში?

შემდეგი

რა არის განვითარებადი ბაზრის ფონდი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა არის განვითარებადი ბაზრის ფონდი?

რა არის განვითარებადი ბაზრის ფონდი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved