• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რა არის განვითარებადი ბაზრის ფონდი?

ივლისი 5, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რა არის განვითარებადი ბაზრის ფონდი?
გაზიარება

განვითარებადი ბაზრის ფონდები წარმოადგენს საინვესტიციო ფონდებს, რომლებიც ორიენტირებულია ფულის განვითარებად ქვეყნებში დაბანდებაზე. ეს ქვეყნები განიცდიან ეკონომიკურ ტრანსფორმაციას, რაც ხშირად, მსოფლიოს განვითარებულ რეგიონებთან შედარებით, უფრო მაღალ ზრდას იწვევს. შესაბამისად, განვითარებადი ბაზრის ფონდში ინვესტირება ზოგჯერ ინვესტორებს მაღალი ანაზღაურების მიღების საშუალებას აძლევს.

განვითარებადი ბაზრის ფონდების გააზრება

განვითარებადი ბაზრის ფონდი, როგორც წესი, არის საინდექსო ან ერთობლივი საინვესტიციო ფონდი, რომელიც თავისი აქტივების უმეტეს ნაწილს განვითარებადი ქვეყნების ფასიან ქაღალდებში (ვალში ან კაპიტალში) აბანდებს. ასეთ ქვეყნებში იგულისხმება:

ამერიკის რეგიონი: ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, მექსიკა და პერუ.

ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა (EMEA): ეგვიპტე, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა და თურქეთი.

აზია: ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, მალაიზია, პაკისტანი, ფილიპინები და ტაილანდი.

განვითარებადი ბაზრის ფონდების ტიპები

ინვესტორებს წვდომა აქვთ განვითარებადი ბაზრის ფონდების ტიპების მზარდ რაოდენობაზე. ისინი, როგორც წესი, შემდეგ საინვესტიციო მიდგომებში ერთიანდება:

აქტიურად მართული ფონდები: გამოცდილი საინვესტიციო მენეჯერები ირჩევენ აქციებს, რომლებსაც მათი აზრით, უმაღლესი შედეგების მიღწევა შეუძლია.

ინდექსირებული ფონდები: ეს პასიურად მართული ფონდები მიზნად ისახავს ინვესტორებისთვის ისეთი ანაზღაურების უზრუნველყოფას, რომელიც კონკრეტული განვითარებადი ბაზრის ინდექსს შეესაბამება.

რეგიონული ან ქვეყნის ფონდები: ეს ფონდები, რომლებიც შეიძლება იყოს აქტიურად ან პასიურად მართული, ფოკუსირებულია განვითარებადი ბაზრის კონკრეტულ რეგიონზე (მაგ. ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი/აფრიკა ან აზია) ან ქვეყანაზე (მაგ. ჩინეთი ან ინდოეთი).

„თემატური“ ფონდები: განვითარებადი ბაზრის „თემატური“ ფონდების მაგალითებია ისინი, რომლებიც ორიენტირებულია მცირე კაპიტალიზაციის მქონე აქციებზე, მაღალი დივიდენდური ანაზღაურების გამცემ კომპანიებზე და ა. შ.

განვითარებად ბაზარზე ინვესტირების პოტენციური სარგებელი

განვითარებადი ბაზრის ფონდებში ინვესტირებას რამდენიმე უპირატესობა აქვს. ესენია:

დივერსიფიკაცია: განვითარებად ბაზრებზე ინვესტირება შეიძლება ინვესტორს უფრო დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნაში დაეხმაროს. ეს ხელს შეუწყობს მთლიანი საინვესტიციო პორტფელის საერთო არასტაბილურობისა და რისკის შემცირებას.

შესაძლებლობა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, ბოლო წლებში განვითარებადი ქვეყნები გლობალური ეკონომიკური ზრდის თითქმის 80%-ს შეადგენდნენ. შესაბამისად, განვითარებადი ბაზრის ფონდში ინვესტირებას, პოტენციურად, ინვესტორის შემოსავლების გაზრდა შეუძლია.

შეფასება: განვითარებად ბაზრებზე ნაკლები ინვესტორია ფოკუსირებული. ფონდის მენეჯერებს, რომლებიც აქცენტს ამ ბაზრებზე აკეთებენ, ხშირად შეუძლიათ პოტენციურად ხელსაყრელი შესაძლებლობების იდენტიფიცირება. ამაში იგულისხმება ზრდის შესანიშნავი პერსპექტივების მქონე ისეთი კომპანიების პოვნა, რომელთა აქციებიც მოცემულ მომენტში ბაზარზე დაუფასებელია. ამ შესაძლებლობის გამოყენება კი გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ მაღალი სარგებლის მიღების საშუალებას იძლევა.

წინა

ბოლო 25 წლის განმავლობაში Nvidia-ს წლიური შემოსავალი დაახლოებით 38,500%-ით გაიზარდა

შემდეგი

რა ხდებოდა 5 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 5 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 5 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved