• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 5 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 8, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 5 ივლისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

პარასკევს, აშშ-ში შრომის ბაზრის საკვანძო მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, სახაზინო ობლიგაციების სარგებელი შემცირდა, ხოლო ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები გაიზარდა.

გასული სავაჭრო კვირის ბოლო დღეს Nasdaq Composite 0.9%-ით გაიზარდა და ეს იყო ზედიზედ მეოთხე სავაჭრო სესია, როდესაც ინდექსი რეკორდულ ნიშნულზე დაიხურა. S&P 500-მა კი 0.5%-ით მოიმატა და გასულ კვირაში მესამედ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს. Dow Jones Industrial Average (DJIA) პარასკევს 0.2%-ით გაიზარდა და კვირა თითქმის 0.7%-იანი აღმასვლით დაასრულა. S&P 500-სა და Nasdaq-ს ჰქონდათ საუკეთესო კვირა აპრილის შემდეგ, შესაბამისად 1.95%-იანი და 3.5%-იანი მატებებით.

ივნისში შეერთებულ შტატებში სამუშაო ბაზარს 206,000 ადგილი დაემატა, რაც დაახლოებით იმდენია, რამდენიც ეკონომისტებმა იწინასწარმეტყველეს. ამავდროულად, უმუშევრობის დონე, მაისთან შედარებით, 4%-დან 4.1%-მდე გაიზარდა, ხოლო წლიური ხელფასის ზრდა თვიურად 4.1%-დან 3.9%-მდე შენელდა.

სახაზინო ობლიგაციების სარგებელი კი, სამუშაო ბაზრის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, დაეცა. ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) ფოკუსირებულია ცვლილებებზე, სამუშაო ძალის დაქირავებასა და ხელფასების ზრდაში, როგორც მტკიცებულებებზე იმისა, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები აბრუნებს ინფლაციას წლიურ 2%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე, ეკონომიკის რეცესიაში გადასვლის გარეშე.

New York Stock Exchange

გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Tesla, Macy’s და Amazon.

Tesla

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობა ელექტრომობილების (EV) ამერიკული მწარმოებლის — Tesla-ს მანქანებს შეიძენს. პარასკევს კომპანიის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1.3%-ით არის გაუმჯობესებული.

Reuters და სხვა პუბლიკაციები ციტირებენ ჩინურ სახელმწიფო მედიასაშუალება The Paper-ს, რომლის ინფორმაციითაც ამ ქვეყანაში Tesla-ს ავტომობილები პირველად გახდა სახელმწიფო შესყიდვისთვის შესაფერისი. კერძოდ, The Paper-ში აღნიშნულია, რომ Model Y-ის საწყისი ფასი ქვეყანაში ჯიპებისთვის დაწესებულ ქვედა ზღვარზე დაბალია.

მთლიანობაში Tesla-სთვის გასული კვირა შესანიშნავი იყო. სამშაბათს კომპანიამ მიწოდების მაჩვენებლები გამოაქვეყნა — მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ელექტრომობილების მწარმოებელმა გიგანტმა 410,831 მანქანა აწარმოა, ხოლო ბაზარს 443,956 მიაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მიწოდების მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა, მან გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს, რომელიც დაახლოებით 439,000-ს შეადგენდა.

Tesla

მიწოდების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ კი, Wedbush-მა და Bank of America-მ Tesla-ს აქციების სამიზნე ფასები გაზარდეს.

Wedbush-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მიწოდების მაჩვენებლები იყო მთავარი გარდამტეხი წერტილი ავტომწარმოებლისთვის 2024 წლის სუსტი სტარტის შემდეგ. Bank of America-ში კი აღნიშნეს, რომ წელს უფრო დაბალფასიანმა EV მოდელებმა გაყიდვების მოცულობა უნდა გაზარდოს.

როგორ აფასებს უოლ სტრიტი Tesla-ს აქციებს?

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $251.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $184.41-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $2.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26.7%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 8-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.

Macy’s

პარასკევს უნივერმაღების ქსელის — Macy’s-ის აქციების ფასი 9%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რთულ მდგომარეობაში მყოფი კომპანიის შეძენის ორი მსურველი კოლექტიურ შეთავაზებას ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ თავად Macy’s-მა არც დაადასტურა და არც უარყო ეს სიახლე, მარტში კომპანიამ იმავე კომპანიებისგან მიიღო შეთავაზება, რომელიც თითო აქციისთვის უფრო დაბალი ფასის გადახდას გულისხმობდა.

Macy’s-ისთვის ეს პირველი შეთავაზება არ არის

Macy’s-მა ადრე შეთავაზება მიიღო კერძო საინვესტიციო ფირმებისგან — Arkhouse Management და Brigade Capital Management. ეს წინადადება გულისხმობდა Macy’s-ის თითო აქციისთვის $21-ის (მთლიანობაში — $5.8 მილიარდი) გადახდას. შემდეგ კი, ამ სავარაუდო მყიდველებმა შეთავაზება თითო აქციაზე $24-მდე (მთლიანობაში — $6.6 მილიარდი) გაზარდეს.

Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით კი, Arkhouse Management და Brigade Capital Management Macy’s-ის შესაძენად ერთობლივ შეთავაზებას $24.80-მდე ზრდიან. ეს დაახლოებით 25%-ით აღემატება Macy’s-ის აქციების ამჟამინდელ ფასს და კომპანიას მთლიანობაში $6.8 მილიარდად აფასებს.

Macy’s-ის მენეჯმენტი ამ სიახლეს საჯაროდ არ გამოხმაურებია. თუმცა იმავე დუეტის შარშანდელი $5.8-მილიარდიანი შეთავაზება უარყოფილ იქნა ისევე, როგორც მარტში შესყიდვის მცდელობა, რომელიც კომპანიის თითო აქციას $24-ად აფასებდა. შემდეგ Macy’s-ს დაემატა ორი ახალი დირექტორი. ისინი ახლა ხელმძღვანელობენ კომიტეტს, რომელიც ახლა საცალო ვაჭრობის კომპანიის გაყიდვისა და მისი პრივატიზების შესაძლებლობებს იკვლევს.

Macy’s

შესაძლოა, ამ უახლესი შეთავაზების მიღება აქციონერების ინტერესებშიც იყოს. მიუხედავად იმისა, რომ Macy’s-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ტონი სპრინგის ხედვა მაღაზიების ქსელის მომავლის შესახებ დამაჯერებელია, შეიძლება მისმა ძალისხმევამ სასურველი შედეგები ვერ გამოიღოს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Macy’s-ის აქციებს?

Macy’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $20.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $19.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $27.00-ს, ხოლო მინიმალური — $10.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Macy’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.7%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 10 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Amazon

პარასკევს ევროკომისიამ Amazon-ს გაუგზავნა ოფიციალური მოთხოვნა იმ ინფორმაციის მიწოდების შესახებ, თუ როგორ შეასრულა კომპანიამ ციფრული სერვისების აქტი (DSA — Digital Services Act).

ევროკომისია ტექნოლოგიური გიგანტისგან ითხოვს ინფორმაციას Amazon Store-ის სარეკლამო ბიბლიოთეკაზე, კონკრეტულად იმის შესახებ, მოიცავს თუ არა ის რეკომენდაციების მომხმარებლების პროფილირების მონაცემების გამოყენების გარეშე მიწოდების შესაძლებლობას. Amazon ვალდებულია, ეს ინფორმაცია 26 ივლისამდე გაავრცელოს.

აღსანიშნავია, რომ ციფრული სერვისების აქტი ევროკავშირში ძალაში 7 მარტს შევიდა. ეს ახალი კანონი მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს ავალდებულებს, ხელი შეუწყონ კონკურენციას, მომხმარებელთა არჩევანს და ინოვაციას.

ამავდროულად მარტში ევროკომისიამ გამოძიება წამოიწყო რამდენიმე ტექნოლოგიურ გიგანტთან დაკავშირებით. Amazon-ის შემთხვევაში კი საქმე ეხება იმის გარკვევას, არღვევს თუ არა ელექტრონული კომერციის კომპანია კანონს Amazon-ით ბრენდირებული პროდუქტებისთვის პრიორიტეტის მინიჭებით.

Amazon

გასულ წელს Meta, Apple, Alphabet, Amazon, Microsoft და TikTok-ის მშობელი — ByteDance გამოვლინდნენ, როგორც კომპანიები, რომლებიც კანონით უნდა დარეგულირებულიყვნენ. მათ მიეცათ ექვსთვიანი ვადა, რათა შეეცვალათ ბიზნესის ის ასპექტები, რომლებიც ევროკავშირის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Amazon-ის აქციებს?

Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $200.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 42 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $221.70-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $246.00-ს, ხოლო მინიმალური — $200.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11%-იან ზრდას გულისხმობს.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა არის განვითარებადი ბაზრის ფონდი?

შემდეგი

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას უნდა ველოდეთ ამ კვირაში აშშ-ის საფონდო ბირჟისგან?

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved