• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში Netflix-ის აქციების ფასი დაახლოებით 39%-ით გაიზარდა

ივლისი 15, 2024
in სიახლეები
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში Netflix-ის აქციების ფასი დაახლოებით 39%-ით გაიზარდა
გაზიარება

S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში Netflix-ის (NFLX) აქციების ფასი დაახლოებით 39%-ით გაიზარდა. ბოლო პერიოდში მედია სტრიმინგ კომპანიის აქციების ფასზე დადებითად იმოქმედა ორმა ძლიერმა კვარტალურმა ანგარიშმა და პოტენციურად ძალიან მომგებიანმა შეთანხმებებმა ორ პოპულარულ სპორტულ ლიგასთან.

Netflix-ის ფინანსური შედეგები და მომგებიანი გარიგება

მოდით, ფინანსური ანგარიშებით დავიწყოთ.

გასული წლის მეოთხე კვარტლის ძლიერმა ანგარიშმა იანვარში Netflix-ის აქციების ფასის ზრდა განაპირობა, ხოლო აპრილში თანაბრად კარგმა ფინანსურმა მონაცემებმა საპირისპირო შედგი გამოიღო.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Netflix-ის შემოსავალმა $9.37 მილიარდს მიაღწია, ხოლო მოგებამ თითო აქციაზე (EPS) — $5.28-ს. ორივე მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $9.27 მილიარდს და $4.51-ს შეადგენდა.

თუმცა ინვესტორები ფოკუსირდნენ სრული წლის შემოსავლის მოკრძალებულ პროგნოზზე და Netflix-ის მენეჯმენტის მიერ გამომწერთა რაოდენობასთან დაკავშირებით ანგარიშების გამოქვეყნების პრაქტიკის დასრულებაზე. თუმცა მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ანალიტიკოსებმა Netflix-ის ჯანსაღ ფულად ნაკადებსა და მოგებას გაუსვეს ხაზი, რამაც სკეპტიკოსების ეჭვების გაქარწყლებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

რა თქმა უნდა, ეს ამბის დასასრული არ არის. Netflix-მა სერიოზული ნაბიჯები გადადგა ლაივ სპორტული სეგმენტის მიმართულებით.

პირველი კვარტლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, აღმასრულებელმა დირექტორმა — გრეგ პიტერსმა განაცხადა, რომ Netflix ლაივ პროგრამირების განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზეა. მან ხაზი გაუსვა, რომ სტრიმინგის გიგანტი მუშაობს, ჯეიკ პოლისა და მაიკ ტაისონის ბრძოლის პირდაპირ ეთერში გაშვებაზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ Netflix-ისა და WWE-ს (World Wrestling Entertainment) მშობელი კომპანიის — TKO Group Holdings-ის წარმომადგენლებმა იანვარში განაცხადეს, რომ „RAW“, WWE-ს მოწინავე ყოველკვირეული შოუ, 2025 წელს Netflix-ზე გახდება ხელმისაწვდომი.

ოთხი თვის შემდეგ, აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ლიგა დათანხმდა NFL თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას Netflix-ზე მომდევნო სამ შობის დღესასწაულზე.

თუ ეს გარიგებები Netflix-ზე სპორტის მოყვარულ ახალ მომხმარებლებს მოიზიდავს, შეიძლება კომპანიისთვის ამ მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მომგებიანი აღმოჩნდეს.

კომპანიამ ასევე განაახლა თავისი სარეკლამო პლატფორმა, მენეჯმენტმა ხაზი გაუსვა მაყურებლის ჩართულობის მაღალი ხარისხს Netflix-ის ორიგინალურ კონტენტზე და 2025 წლისთვის აშშ-ის ორ ქალაქში ახალი გასართობი სივრცეების გახსნა დააანონსა.

Netflix-ის აქტუალობა იზრდება

ამერიკული სტრიმინგ კომპანიის აქტუალობა კვლავ იზრდება და, ამავდროულად, მისი აქციების ფასი ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება.

წინა პიკის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ბოლო სამი წლის განმავლობაში Netflix-ის შემოსავალი 27%-ით გაიზარდა, კორექტირებული მოგება თითო აქციაზე  — 49%-ით, ხოლო თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) — 5-ჯერ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ფინანსურ შედეგებს Netflix ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნებს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Netflix-ის აქციებს?

Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $648.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $668.27-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $800.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 36 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Netflix-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, მისი კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა

შემდეგი

რა ხდებოდა 15 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 15 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 15 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved