• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

კვარტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ Netflix-ის აქციების ფასი გაიზარდა

იანვარი 24, 2024
in სიახლეები
კვარტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ Netflix-ის აქციების ფასი გაიზარდა
გაზიარება

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Netflix-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ვიდეო სტრიმინგის კომპანიის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 65%-ით გაუმჯობესდა.

ინვესტორების დადებითი რეაქციები გამოიწვია ძლიერმა კვარტალურმა შემოსავალმა და გამომწერების რაოდენობის ზრდამ. ამ მაჩვენებლებმა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. დღევანდელ სტატიაში Netflix-ის მეოთხე კვარტლის ფინანსურ შედეგებს განვიხილავთ და ექვს ძირითად მაჩვენებელს გამოვყოფთ.

  1. შემოსავალი 12.5%-ით გაიზარდა

Netflix-ის კვარტალური შემოსავალი წლიურად 12.5%-ით — $8.83 მილიარდამდე გაიზარდა. ამ შედეგმა გადააჭარბა როგორც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $8.72 მილიარდს, ასევე მენეჯმენტის მოლოდინს.

შემოსავლების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო გამომწერების რაოდენობის ზრდით და თითო გამოწერიდან მიღებული საშუალო შემოსავლის 1%-იანი მატებით. Netflix-ის მენეჯმენტმა შემოსავლის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მიაწერა გამომწერებს შორის პაროლების გაზიარების პრობლემის გადასაჭრელად გადადგმულ ნაბიჯებს, ფასების ბოლო ცვლილებებს და ზოგადად ბიზნესის სიძლიერეს.

  1. გამომწერების რაოდენობამ 13.1 მილიონით მოიმატა

მეოთხე კვარტალში გადამხდელი გამომწერების რაოდენობის ზრდამ 13.1 მილიონი შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი 7.7 მილიონს გაუტოლდა, ხოლო წინა კვარტალში — 8.8 მილიონს. უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინი კი 8.7 მილიონი იყო. Netflix-მა კვარტალი გლობალურად 260.3 მილიონი გადამხდელი გამომწერით დაასრულა, რაც წლიურად 13%-იან ზრდას შეადგენს.

Netflix-ის გადამხდელი გამომწერების რაოდენობა ოთხივე რეგიონში გაიზარდა, მათ შორის აშშ/კანადაში, რაც უფრო რთულია ამ ბაზრებზე კომპანიის შეღწევადობის მაღალი მაჩვენებლის გამო. ამ რეგიონში კომპანიას 2.8 მილიონი ახალი გადამხდელი აბონენტი დაემატა და მთლიანობაში მათმა რაოდენობამ 80.1 მილიონს მიაღწია.

  1. საოპერაციო შემოსავალი 172%-ით გაიზარდა

მეოთხე კვარტალში საოპერაციო შემოსავალი წლიურად 172%-ით — $1.50 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ საოპერაციო მარჟამ (საოპერაციო შემოსავალი გაყოფილი შემოსავალზე) 7%-16.9%-ით მოიმატა. ეს შედეგი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე მენეჯმენტის მოლოდინი — 13%. Netflix-ის მენეჯმენტმა ასეთი მაჩვენებლები მიაწერა მოსალოდნელზე ძლიერ შემოსავალს და დაგეგმილზე დაბალ ხარჯებს.

Netflix Stock
  1. EPS 1,658%-ით გაიზარდა

გასული კვარტლის წმინდა მოგებამ $938 მილიონი, ანუ თითო აქციაზე $2.11 შეადგინა, რაც 1,658%-ით აღემატება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელს. თუმცა EPS ჩამორჩა როგორც ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.22-ს, ისე მენეჯმენტის მოლოდინს — $2.15-ს.

  1. ფულადი ნაკადები ოპერაციებიდან 275%-ით გაუმჯობესდა

მეოთხე კვარტალში ოპერაციებიდან გამომუშავებული ნაღდი ფული 275%-ით — $1.66 მილიარდამდე გაიზარდა, თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა კი $1.58 მილიარდს მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $332 მილიონი შეადგინა. Netflix-მა კვარტალი დაასრულა $7.12 მილიარდის მოცულობის ნაღდი ფულით და $14.14 მილიარდის ოდენობის გრძელვადიანი ვალით.

  1. მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი წლიურად 13.2%-ით გაიზრდება

მიმდინარე წლის პირველი მეოთხედის პროგნოზი:

  • შემოსავალი წლიურად 13.2%-ით გაიზრდება. ეს მაჩვენებელი ოდნავ ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს — 14%-იან მატებას.
  • გადამხდელი გამომწერების რაოდენობა წლიურად 1.8 მილიონით გაუმჯობესდება.
  • საოპერაციო მარჟა 26.2%-ს მიაღწევს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი 21%-ს შეადგენდა.
  • EPS წლიურად 56%-ით — $4.49-მდე გაიზრდება. ეს პროგნოზი აჭარბებს უოლ სტრიტის მოლოდინს — $4.10-ს.

ანალიტიკოსების შეფასებები

Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $492.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $542.07-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $700.00-ს, ხოლო მინიმალური — $404.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 34 ანალიტიკოსიდან 22-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Netflix-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 23 იანვარს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

Procter & Gamble-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაუმჯობესდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Procter & Gamble-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაუმჯობესდა

Procter & Gamble-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაუმჯობესდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved