• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Google-ის წარმომადგენლებმა Microsoft-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

სექტემბერი 26, 2024
in სიახლეები
Google-ის წარმომადგენლებმა Microsoft-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს
გაზიარება

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Alphabet-ის (GOOGL) Google განყოფილება Microsoft-ს (MSFT) ბრალს დებს ანტიკონკურენტული ქლაუდ სტრატეგიის გამოყენებაში.

Google-მა ოთხშაბათს შეიტანა საჩივარი ევროკავშირის აღსრულების განყოფილებაში იმის მტკიცებით, რომ Microsoft იყენებს ანტიკონკურენტულ ტაქტიკას კლიენტების Azure ქლაუდ პლატფორმაზე გადასაყვანად. Google Cloud-ის ვიცე-პრეზიდენტმა — ამიტ ზავერიმ განაცხადა, რომ Microsoft-მა იმ მომხმარებლებს, რომლებიც Windows-ს ამუშავებენ მისი კონკურენტების ქლაუდ პლატფორმებზე —Google Cloud, Amazon (AMZN) Web Services და Alibaba (BABA) Cloud — 400%-იანი ფასნამატის გადახდა მოსთხოვა.

აღსანიშნავია, რომ ქლაუდ შემოსავლების თვალსაზრისით Microsoft ბაზარზე ლიდერობს — ბოლო ფისკალურ წელს ტექნოლოგიურმა გიგანტმა ამ მიმართულებიდან $105 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა. შედარებისთვის, დროის იმავე მონაკვეთში Amazon-ის ვებ სერვისების შემოსავალმა $90.8 მილიარდი შეადგინა, ხოლო Google Cloud-მა $33.7 მილიარდი გამოიმუშავა. საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში Microsoft-ის მაჩვენებელი, Azure-ის ოპერაციებთან ერთად, Intelligent Cloud სეგმენტსაც მოიცავს.

Google-მა მაგალითად მოიყვანა 2023 წელს ჩატარებული CISPE-ის (Cloud Infrastructure Services Providers in Europe) კვლევა, რომლის თანახმადაც, საჯარო და კერძო პირები Microsoft-ს ყოველწლიურად უხდიან 1 მილიარდ ევროს (1.1 მილიარდი აშშ დოლარი) სალიცენზიო ჯარიმებში.

მიმდინარე წლის ივლისში Microsoft დათანხმდა CISPE-ს მიერ შეტანილი კიდევ ერთი ანტიმონოპოლიური საჩივრის მოგვარებას, რომელიც დაკავშირებული იყო ქლაუდ ლიცენზირებასთან.

„Microsoft-მა მოაგვარა ევროპული ქლაუდ პროვაიდერების მიერ წამოჭრილი მსგავსი საკითხი, მაშინაც კი, როდესაც Google იმედოვნებდა, რომ სასამართლო პროცესს გააგრძელებდა“ — განაცხადა Microsoft-ის წარმომადგენელმა. „მას შემდეგ, რაც Google-მა ვერ შეძლო ევროპული კომპანიების დარწმუნება, ველით, რომ ამას ევროკომისიასთანაც ვერ მიაღწევს“.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Alphabet-ისა და Microsoft-ის აქციებს?

Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $161.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $201.44-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 37 ანალიტიკოსიდან 28-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $432.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $501.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $550.00-ს, ხოლო მინიმალური — $470.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს.  კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 28-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

გუშინ Meta-მ „Connect“ ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი სიახლეები შემოგვთავაზა

შემდეგი

3 დიდი გამოწვევა, რომელთან გამკლავებაც Nike-ის ახალ CEO-ს მოუწევს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Nike სამუშაო ძალის ნაწილს ათავისუფლებს

3 დიდი გამოწვევა, რომელთან გამკლავებაც Nike-ის ახალ CEO-ს მოუწევს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved