• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გუშინ Meta-მ „Connect“ ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი სიახლეები შემოგვთავაზა

სექტემბერი 26, 2024
in სიახლეები
გუშინ Meta-მ „Connect“ ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი სიახლეები შემოგვთავაზა
გაზიარება

Meta-მ (META) თავისი ყოველწლიური „Connect“ კონფერენცია გუშინ აღმასრულებელი დირექტორის — მარკ ცუკერბერგის გამოსვლით დაიწყო, რომელმაც წარადგინა Quest 3S ჩაფხუტის იაფი ვერსია, Orion-ის გაფართოებული რეალობის (AR) სათვალეები, ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალი ფუნქციები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ Meta Platforms-ის აქციების ფასმა თითქმის 1%-ით მოიმატა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 64%-ით არის გაუმჯობესებული.

Quest 3S

ღონისძიება ცუკერბერგმა დაიწყო 299.99$-იანი Quest 3S-ის წარდგენით — წინასწარი შეკვეთები დაიწყო გუშინვე, ხოლო ახალი VR სათვალე ხელმისაწვდომი უკვე 15 ოქტომბრიდან იქნება. სხვა ვერსია უფრო მაღალი მეხსიერებით ეღირება $399.99, რაც ჯერ კიდევ დაბალია გასულ წელს გამოსული Quest 3-ის ფასზე, რომელიც 499.99$-ს შეადგენს.

აღმასრულებელი დირექტორის თქმით, Quest 3S-ს ექნება ისეთივე ტექნოლოგიური უნარები, როგორიც — Quest 3-ს. ეს მოდელი შეძლებს იმავე ფუნქციების და აპლიკაციების გამოყენებას. ამ ორ ვერსიას შორის ძირითადი განსხვავებები შენახვის მოცულობა და ეკრანი იქნება.

Ray-Ban ჭკვიანი სათვალეების განახლებები

Meta-მ წარადგინა ახალი ფუნქციები თავისი ჭკვიანი სათვალეებისთვის, რომლებიც დამზადებულია Ray-Ban-თან პარტნიორობით. ამ ფუნქციებს შორის არის ლაივ თარგმანი; გაფართოებული პარტნიორობა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სათვალეების საშუალებით აკონტროლონ აპლიკაციები, როგორიც არის, მაგალითად, Spotify (SPOT); ისეთი ინფორმაციის დამახსოვრების შესაძლებლობა, როგორიც არის ტელეფონის ნომრები ან საპარკინგე ადგილები.

კონფერენცია ასევე მოიცავდა Meta’s Orion-ის ჭკვიანი სათვალეების, პროტოტიპული AR სათვალეების წარდგენას, რომელიც კომპანიის წარმომადგენლების თქმით, შეიძლება იყოს „ყველაზე მოწინავე AR სათვალე, რომელიც ოდესმე შექმნილა“. თუმცა ცუკერბერგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა კომპანიას, სამომხმარებლო ვერსიის გამოშვებამდე, გარკვეული დრო დასჭირდეს — მისი თქმით, Meta ამ პერიოდს პროდუქტისთვის შიდა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისთვის გამოიყენებს.

ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქციები და ცნობილი ადამიანების ხმები

მარკ ცუკერბერგმა წარმოადგინა Ray-Ban-ის სმარტ სათვალეების თარგმანის ფუნქცია, სხვა ახალ AI სიახლეებთან ერთად, როგორიცაა ცნობილი ადამიანების ხმები მისი Meta AI ასისტენტისთვის. სხვა ახალი ფუნქციები მოიცავდა ფოტოს რედაქტირების გაძლიერებულ შესაძლებლობებს და ავტომატური თარგმანის ხელსაწყოს Reels-ში.

Meta AI ცდილობს, ყველაზე პოპულარული AI ასისტენტი გახდეს

Meta ასევე გამოუშვებს თავის უახლეს AI მოდელს, Llama 3.2-ს, რათა გააძლიეროს ახალი AI ფუნქციები და დეველოპერებს მისცეს საშუალება, კომპანიის მოდელები საკუთარი AI ინსტრუმენტების შესაქმნელად გამოიყენონ. მარკ ცუკერბერგმა გუშინდელ ღონისძიებაზე ასევე განაცხადა, რომ Meta-ს AI ასისტენტს ამჟამად დაახლოებით 500 მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს. აღმასრულებელი დირექტორის თქმით, 2024 წლის ბოლოსთვის Meta AI ინდუსტრიაში ყველაზე ხშირად გამოყენებული AI ასისტენტი იქნება.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Meta-ს აქციებს?

Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $568.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 45 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $586.49-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $660.00-ს, ხოლო მინიმალური — $475.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 45 ანალიტიკოსიდან 41-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Meta Platforms-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რას ნიშნავს დივერსიფიცირებული კომპანია?

შემდეგი

Google-ის წარმომადგენლებმა Microsoft-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Google-ის წარმომადგენლებმა Microsoft-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

Google-ის წარმომადგენლებმა Microsoft-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved