• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 დიდი გამოწვევა, რომელთან გამკლავებაც Nike-ის ახალ CEO-ს მოუწევს

სექტემბერი 26, 2024
in სიახლეები
Nike სამუშაო ძალის ნაწილს ათავისუფლებს
გაზიარება

გასულ სამშაბათს Nike-ის (NKE) მენეჯმენტმა ელიოტ ჰილი აღმასრულებელი დირექტორის (CEO) თანამდებობაზე ჯონ დონაჰოს შემცვლელად დაასახელა.

ელიოტ ჰილი უბრუნდება Nike-ს 2020 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ. იმ პერიოდისთვის ეს იყო მისი ხანგრძლივი, 32-წლიანი, კარიერის დასასრული კომპანიაში.

ჯონ დონაჰო თანამდებობას ოფიციალურად ოქტომბრის შუა რიცხვებში დატოვებს. ის იანვრის ბოლომდე კომპანიაში მრჩევლის როლს შეასრულებს.

დღევანდელ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ სამ ძირითად საკითხზე, რომლის გადაჭრაც Nike-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს მოუწევს.

გაყიდვები

Nike-ის გაყიდვები ბოლო კვარტლებში სუსტი იყო. კომპანიის აქციებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო მას შემდეგ, რაც ივნისში მენეჯმენტმა ინვესტორები გააფრთხილა, რომ ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი წლიურად დაახლოებით 10%-ით შემცირდებოდა. აღსანიშნავია, რომ Nike კვარტალურ შედეგებს მომავალ სამშაბათს გამოაქვეყნებს, რაც ინვესტორებს ძალიან ინფორმაციას მიაწვდის კომპანიის მდგომარეობის და პერსპექტივების შესახებ.

Nike0-ის მენეჯმენტი კვარტლის განმავლობაში მოელის დარტყმას გაყიდვებზე ორი მიზეზით: 1. კომპანია ახალ პროდუქტებზე ფოკუსირების სტრატეგიაზე გადაერთო; 2. ციფრული და საერთაშორისო გაყიდვები სუსტია.

უწყვეტი მაკროეკონომიკური წინაღობები ჩინეთში

ანალიტიკოსები წერენ, რომ გაყიდვების სავარაუდო სისუსტის ნაწილი გამოწვეულია ჩინეთის ბაზარზე არსებული უწყვეტი მაკროეკონომიკური წინაღობებით. მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, Nike-მა წელს ჩინეთში ვერ შეძლო ოლიმპიადასთან დაკავშირებული მაღალი გაყიდვების დაფიქსირება. ანალიტიკოსების თქმით, Nike-ის შემცვლელი რამდენიმე იაფი ვარიანტი სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ჩინელი მომხმარებლებისთვის.

გარდა ამისა, Bank of America-ს ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მათ დაინახეს ჩინეთში გაყიდვების შემდგომი შესუსტების ნიშნები, მათ შორის ბოლო კვირებში ფრთხილი კომენტარები ჩინელი საცალო ვაჭრობისა და ტანსაცმლის სხვა კომპანიების მხრიდან.

ბაზრის დაკარგული წილის დაბრუნება

ბოლო წლებში Nike-ს თავის სხვადასხვა სეგმენტში მზარდ კონკურენციასთან უწევს გამკლავება, რადგან სპორტულმა ბრენდებმა, როგორიც არის, მაგალითად, Lululemon (LULU) და ფეხსაცმლის მწარმოებლებმა — Hoka Parent Deckers Outdoor’s (DECK) — ბაზრის წილები გაზარდეს.

Deutsche Bank-ის ანალიტიკოსების თქმით, Nike, აღმასრულებელი დირექტორის ცვლილებით, წარმოაჩენს გადაუდებელ საჭიროებას, დაიბრუნოს დაკარგული ბაზრის წილი. Deutsche Bank-ში აცხადებენ, რომ ისინი წახალისებულნი არიან კომპანიის მიერ საფუძვლებისკენ დაბრუნების ფოკუსით.

ანალიტიკოსების თქმით, Nike-ის აქციებისთვის მთავარი კატალიზატორი შეიძლება იყოს კვარტალური ანგარიში და ასევე ინვესტორთა დღის ღონისძიება, რომელიც 19 ნოემბერს არის დაგეგმილი.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nike-ის აქციებს?

Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $90.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $93.58-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $120.00-ს, ხოლო მინიმალური — $71.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 33 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 18-მა — ნეიტრალური რეიტინგი, და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Nike-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

Google-ის წარმომადგენლებმა Microsoft-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

შემდეგი

7 საინვესტიციო წესი 7 საუკეთესო ინვესტორისგან

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
7 საინვესტიციო წესი 7 საუკეთესო ინვესტორისგან

7 საინვესტიციო წესი 7 საუკეთესო ინვესტორისგან

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved