• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Tesla-ს აქციების ფასი?

აპრილი 10, 2023
in სიახლეები
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Tesla-ს აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში Tesla-ს აქციების ფასი 13%-ზე მეტით დაეცა. ელექტრომობილების ლიდერმა მწარმოებელმა 2023 წლის პირველი კვარტლისთვის მიწოდების სუსტი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, მისი მარაგები კი იზრდება.

და რა?

ყოველ კვარტალში, Tesla ინვესტორებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ავტომობილი აწარმოა და მიაწოდა მომხმარებლებს ბოლო სამი თვის განმავლობაში. 2023 წლის პირველ კვარტალში Tesla-მ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 441,000 ელექტრომობილი გამოუშვა, ხოლო მიწოდება წლიდან წლამდე 36%-ით გაიზარდა და 423,000 შეადგინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კომპანიამ ბაზრის წილი კვლავ გაზარდა.

თუმცა პირველი კვარტალი იყო კიდევ ერთი მეოთხედი, როდესაც ავტომობილების წარმოებამ მიწოდებას გადააჭარბა (ზუსტად 18000-ით), რაც იმას ნიშნავს, რომ Tesla-ს მარაგების დონე იზრდება. იგივე მოხდა 2022 წლის განმავლობაშიც, კომპანიამ 56,000-ით მეტი მანქანა აწარმოა, ვიდრე გაყიდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ Tesla მეტი მყიდველის პოვნაში სირთულეებს აწყდება.

Tesla Stock

კიდევ უფრო შემაშფოთებელია არის ის, რომ კომპანიამ, პირველი კვარტლის განმავლობაში, ფასები მკვეთრად შეამცირა, რათა მომხმარებლის მოთხოვნა გაეზარდა. ფასების შემცირება არასდროს არის კარგი საცალო ვაჭრობისთვის, მაგრამ ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია მაღალი ინფლაციის პირობებში, როდესაც Tesla-ს ხარჯები იზრდება.

თუ დაბალ ფასებს არ შეუძლია გააჩინოს საკმარისი მოთხოვნა წარმოება-მიწოდებას შორის არსებული სხვაობის დასაფარად, Tesla-ს მოუწევს კვლავ შეამციროს ფასები ან გაუფასურებადი მანქანები შეინახოს.

ახლა რა?

Tesla ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქცია იყო და ამჟამად ელექტრომობილების ინდუსტრიის ლიდერი, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, მსოფლიოში მერვე ყველაზე დიდი კომპანიაა. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ Tesla-ს მომავალშიც აუცილებლად კარგი წარმადობა ექნება.

კომპანიის ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ 2023 წელს, სავარაუდოდ, Tesla-ს შემოსავალი შემცირდება მარჟის სწრაფი შეკუმშვის გამო, რომელიც, თავის მხრივ, გაყიდვის ფასების შემცირებით და წარმოების ხარჯების გაზრდით არის გამოწვეული.

წინა

რატომ შემცირდა მარტში Capital One Financial-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა მარტში Shopify-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა მარტში Shopify-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა მარტში Shopify-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved