• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ შემცირდა მარტში Capital One Financial-ის აქციების ფასი?

აპრილი 10, 2023
in სიახლეები
რატომ შემცირდა მარტში Capital One Financial-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, გასული თვის განმავლობაში Capital One Financial-ის აქციების ფასი თითქმის 12%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 2%-ზე მეტით არის მომატებული და ამჟამად დაახლოებით $95-ს შეადგენს.

შედარებისთვის, მარტში ძირითადი საბაზრო ინდექსები გაიზარდა S&P 500 — 3.5%-ით, Dow Jones Industrial Average — 1.9%-ით, ხოლო Nasdaq Composite — 3.5%-ით.

და რა?

მარტის დასაწყისში SVB Financial-ის Silicon Valley Bank-ისა და Signature Bank-ის გაკოტრების შემდეგ აშშ-ში საბანკო სექტორი ძლიერად დაზარალდა. ამ შედეგებისგან დაზღვეული არც Capital One ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია დასტაბილურდა მას შემდეგ, რაც ფედერალური მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, უზრუნველეყო ლიკვიდობა ნებისმიერი ბანკისთვის, რომელსაც ეს სჭირდებოდა, ბაზარი უკვე სწრაფად რეაგირებდა და ინვესტორების გარკვეულმა ნაწილმა ბანკის აქციები გაყიდა.

Capital One — 31 დეკემბრის მდგომარეობით მეცხრე უმსხვილესი ბანკი ქვეყანაში, $453 მილიარდის ღირებულების აქტივებით — კარგად არის დაცული იმ პრობლემებისგან, რომლებმაც სხვა ბანკები გააკოტრა. მეოთხე კვარტალში Capital One-ის დეპოზიტები წლიდან წლამდე 5%-ით — $15.8 მილიარდამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ Capital One, როგორც ბანკი, რომელიც $250 მილიარდზე მეტის ღირებულების აქტივებს ფლობს, ექვემდებარება სტრეს ტესტირებას და ლიკვიდურობის მოთხოვნებს.

Capital One Stock

გარდა ამისა, Capital One ქვეყანაში საკრედიტო ბარათების ერთ-ერთი უმსხვილესი გამომშვებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გასცემს საკრედიტო ბარათებს და სესხებს თავის მომხმარებლებზე. ბანკი ცოტათი გაძლიერდა მარტის ბოლოს მას შემდეგ, რაც ფედერალურმა რეზერვმა (Fed) საპროცენტო განაკვეთები მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა. მაგრამ ჰორიზონტზე სხვა წინაღობებიც მოჩანს.

ახლა რა?

როდესაც ეკონომისტების მზარდი რაოდენობა ვარაუდობს, რომ ეკონომიკა რეცესიისკენ მიემართება, Capital One შეიძლება სერიოზული წინაღობების წინაშე აღმოჩნდეს. ანალიტიკოსების აზრით, პოტენციურმა ეკონომიკურმა შენელებამ ან რეცესიამ შეიძლება გამოიწვიოს საკრედიტო აქტივობის დაქვეითება, საკრედიტო დანაკარგების უფრო მაღალი დონე, დეპოზიტების ბეტას (მეტრიკა, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად აისახება Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება ბანკის საპროცენტო განაკვეთზე) დაჩქარება. ეს ყველაფერი კი შეიძლება ბანკების ფინანსურ შედეგებზე უარყოფითად აისახოს.

წინა

რატომ შემცირდა გასული თვის განმავლობაში Fiverr-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Tesla-ს აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Tesla-ს აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Tesla-ს აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved