• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა მარტში Shopify-ის აქციების ფასი?

აპრილი 11, 2023
in სიახლეები
რატომ გაიზარდა მარტში Shopify-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, გასული თვის განმავლობაში ელექტრონული კომერციის კომპანიის — Shopify-ის აქციების ფასი 16.5%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი 27%-ზე მეტით არის მომატებული.

და რა?

Shopify-ის მენეჯმენტი დაკავებულია კომპანიის პლატფორმის გაუმჯობესებით მას შემდეგ, რაც იანვარში ფასები გაზარდა და საწარმოებისთვის ახალი გადაწყვეტა — Commerce Components წარადგინა. კომპანია თანამშრომლობს Google Cloud-თან, რათა ამ უკანასკნელის საძიებო და აღმოჩენის ინსტრუმენტები Shopify-ის საწარმო გადაწყვეტების პლატფორმაში ჩართოს. ეს ინტეგრაცია მიზნად ისახავს მომხმარებლებს მათთვის შესაფერისი ძიების შედეგები მიაწოდოს, რათა ისინი პლატფორმის ერთგულნი დარჩნენ და არ მიმართონ კონკურენტს, რომელსაც უკეთესი საძიებო გარემოს უზრუნველყოფა შეეძლება.

Rainbow Shops, ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც აშშ-ის ბაზარზეა ორიენტირებული, არის Shopify-ის ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის კომპანია, რომელმაც ეს ახალი თანამშრომლობა გამოცადა. ძიების მოცულობა 48%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Rainbow Shops-მა ძიების ახალი ალგორითმი პირდაპირ თავის ონლაინ მაღაზიასთან გააერთიანა.

Shopify Stock

ინვესტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რომ პარტნიორობა მოიტანს ძიების უკეთეს შედეგებს და გაზრდის მომხმარებელთა კმაყოფილების დონეს. Shopify ასევე არ უგულებელყოფს დეველოპერების ასპექტს, კომპანიამ Thirdweb-თან პარტნიორობით გამოუშვა Commercekit — ეს ინსტრუმენტი ეხმარება დეველოპერებს, შექმნან აპლიკაციები, რომლებიც სავაჭრო ობიექტებს მომხმარებლებთან ურთიერთობის ახალი მეთოდებით ამარაგებს. ეს მეთოდები მოიცავს ფასდაკლებების დანერგვას, ექსკლუზიურ პროდუქტებს და დროზე დაფუძნებულ გაყიდვებს სხვადასხვა აუდიტორიისთვის.

ახლა რა?

როგორც ჩანს, Shopify მზადაა ზრდა განაგრძოს — ამ ინსტრუმენტებმა და გაუმჯობესებებმა უნდა მოიზიდოს მეტი მოვაჭრეები, რათა ელექტრონული კომერციის პროვაიდერთან თანამშრომლობით ონლაინ მაღაზიები შექმნან. გარდა ამისა, კომპანიამ ცოტა ხნის წინ თავის Shop აპლიკაციასთან ChatGPT-იც გააერთიანა, რათა პლატფორმაზე სავაჭრო გამოცდილება გააძლიეროს.

ამასთან, მიმდინარე კვირაში Shopify-მ დაიწყო თანამშრომლობა Monotype-თან, კომპანიასთან, რომელსაც ფონტების დიდი ასორტიმენტი გააჩნია. შედეგად, ახლა მოვაჭრეებს შეუძლიათ შეარჩიონ სააბონენტო პაკეტები, რომლებიც მათ ათიათასობით შრიფტზე წვდომით უზრუნველყოფს. ეს კი კრეატიულობისა და ინოვაციების შესაძლებლობებს გაზრდის.

წინა

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Tesla-ს აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა მარტში Microsoft-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა მარტში Microsoft-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა მარტში Microsoft-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved